LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობა ქუთაისში, ძველი აეროპორტის ტერიტორიაზე დაიწყო

როდის დაიწყება ქუთაისში ელექტრომობილების წარმოება

დაპოსტა 2021/02/16-ში
A A
188
ნახვა
გაზიარება

საქართველოში პირველი ელექტრომობილის წარმოების თარიღმა 2022 წლისთვის გადაიწია. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ექსკლუზიურად განუცხადა.

როგორც მინისტრი განმარტავს, ინვესტორს ქუთაისში, ელექტრომობილების წარმოების დაწყებაში ხელი პანდემიამ შეუშალა, ამიტომ ნათია თურნავა ფიქრობს, რომ კომპანიას ვალდებულებების შესრულებისთვის დამატებითი დრო მიეცემა.

„წარმოება რა თქმა უნდა, დაწყებული არაა, უგვიანდებათ დაწყება, თუმცა გარკვეული სამშენებლო სამუშაოები ჩატარებული აქვთ, ნებართვაზეც მუშაობდნენ, ტექნოლოგიური ხაზიც აქვთ შერჩეული და ჩამოტანის პროცესში, ასე რომ, წინ არიან წასული, მაგრამ ჩამორჩებიან კალენდარს და იმ ვალდებულებებს, რაც გაწერილი იყო. თუმცა ეს არაა ერთადერთი კომპანია, რომელიც კოვიდის გამო ჩამორჩა, პანდემიაა ძირითადი მიზეზი, აქედან გამომდინარე, ჩვენ განვიხილავთ ამ საკითხს და თუ საჭირო იქნება, დამატებით დროსაც მივცემთ. იმდენად მნიშვნელოვანია ეს ჩვენთვის, რომ მწვანე ეკონომიკა განვავითაროთ და ამასთან, ქუთაისი განმტკიცდეს, როგორც ინდუსტრიული ცენტრი. ეს ძალიან მნიშვნლეოვანი ამოცანაა და მხარში დავუდგებით ინვესტორს, რომ ეს ამოცანა შეასრულოს“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

რაც შეეხება საკითხს, თუ როდის დაიწყება ქუთაისის ელექტრომობილების ქარხანაში წარმოების პროცესი, ნათია თურნავა აცხადებს, რომ სავარაუდოდ ეს მომავალ წელს მოხდება.

„არ მგონია, რომ მიმდინარე წელს მოხდეს წარმოების დაწყება. ჩემი ვარაუდით, სულ მცირე 12 თვე დასჭირდება და მომავალ წელს მაინც დაიწყება, დაველოდოთ კომაპნია რას გვეტყვის“,-განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

ცნობისთვის, ქუთაისში პირველი ელექტრომობილის წარმოება და ევროპის ბაზარზე ექსპორტირება 2020 წლიდან ანონსდებოდა. 2019 წლის 27 მაისს შპს „ბიგ სერივისს“ 1 ლარად 68 233 693 ლარის ღირებულების მიწა და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობები კონკრეტული საინვესტიციო ვალდებულებებით გადაეცა. კერძოდ, კომპანიას არაუმეტეს 2 წლის ვადაში (არაუგვიანეს 27.05.2021 წლისა) ელექტრომობილების მწარმოებელი საწარმო უნდა შეექმნა და შემდეგ არაუმეტეს 18 თვის ვადაში, მინიმუმ 5000 ერთეული ელექტრომობილის ეწარმოებინა. ამასთან, კომპანიას ვალდებულება აქვს, საწარმოს შექმნის და ფუნქციონირების დაწყების ვალდებულების შესრულებიდან არაუმეტეს 1 წლის ვადაში, არანაკლებ 300 ადამიანის მინიმუმ 18 თვის ვადით დაასაქმოს.

ამასთან, თუ კომპანია ვალდებულებების შესაბამის ვადებში შესრულებას ვერ შეძლებს და სახელმწიფო ვალდებულებების შესრულებას არ გადაუვადებს, ხელშეკრულება ითვალისწინებს, ელექტრომობილების საწარმოს შექმნის ვალდებულების შეუსრულებლობისთვის კომპანიის დაჯარიმებას 500 ლარით დარღვევის დღიდან ყოველ ვაგადაცილებულ დღეზე, იგივე ოდენობის პირგასამტეხლოა გათვალისწინებული, საწარმოს შექმნიდან 18 თვის ვადაში 5000 ელექტრომობილების წარმოების ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაშიც, ხოლო 300 ადამიანის დასაქმების ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის გათვალისწინებული პირგასამტეხლო შეადგენს 50 ლარს, თითოეულ დაუსაქმებელ ადამიანზე, დარღვევის დღიდან, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

გაზიარება75

დაკავშირებული -პოსტები

19 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
მარტი 19, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი დიდ დროს წაგართმევთ პირადი პრობლემების მოგვარება, რომელიც თქვენი დაუდევრობის შედეგია. თქვენი მძაფრი რეაქციები კი ახლობლებისა და თანამშრომლების უკმაყოფილებას გამოიწვევს. გააკონტროლეთ ემოციები, ეს ახლა ყველაზე მეტად გჭირდებათ. კურო შესაძლოა, დაუფიქრებელი...

დაწვრილებითDetails

“გარე და შიდა მტრებმა ვერ გადაგვჩეხეს მორიგ უბედურებაში” – რას წერს კონსტანტინე გამსახურდია კათალიკოს-პატრიარქზე

by მეგა TV
მარტი 18, 2026
0
“გარე და შიდა მტრებმა ვერ გადაგვჩეხეს მორიგ უბედურებაში” – რას წერს კონსტანტინე გამსახურდია კათალიკოს-პატრიარქზე
მთავარი

ზვიად გამსახურდიას შვილი კონსტანტინე გამსახურედია პატრიარქის გარდაცვალებას ეხმაურება. უცვლელად გთავაზობთ ტექსტს: პატრიარქი პირველად მამაჩემის გადასახლებიდან დაბრუნებამდე ვნახე, სიონის საკათედრო ტაძარში, სადაც იგი წირავდა - ახალგაზრდა, მადლმოსილი გარეგნობის ქრისტიანი მწყემსმთავარი. იმჟამად...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 19 მარტისთვის

by მეგა TV
მარტი 18, 2026
0
როგორი იქნება ვალუტის კურსი 26 სექტემბერს
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7189 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7223 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0034...

დაწვრილებითDetails

„საქართველოში დაახლოებით, 7 500 მეწყერსაშიში ადგილია “- სანდრო თვალჭრელიძე

by მეგა TV
მარტი 18, 2026
0
„საქართველოში დაახლოებით, 7 500 მეწყერსაშიში ადგილია “- სანდრო თვალჭრელიძე
მთავარი

„ეს მეწყერი ადამიანურმა ფაქტორმა გამოიწვია“ - ასე ეხმაურება „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას გეოლოგი და ანალიტიკოსი სანდრო თვალჭრელიძე ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში დაწყებულ მეწყრულ პროცესებს. მისი თქმით, პროცესი ქვის კარიერებმა გამოიწვია, რომლებიც სოფლის...

დაწვრილებითDetails

ოქროს და ვერცხლის ფასი მცირდება – რა ღირს ერთი გრამი საქართველოში

by მეგა TV
მარტი 18, 2026
0
რა ღირს ოქრო და ვერცხლი საქართველოში?
ეკონომიკა

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს და ვერცხლის ფასი მცირდება. GoldPrice-ის მონაცემებით, დღეს, თბილისის დროით 12:30 საათზე, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 988 დოლარია, რაც ერთ დღეში ფასის 0.29%-ით შემცირებული მაჩვენებელია. რაც...

დაწვრილებითDetails

უწმინდესის ღვაწლი სცდება წმინდა სასულიერო განზომილებას – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
მარტი 18, 2026
0
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პატრიარქს დაბადების დღეს ულოცავს
მთავარი

უწმინდესის ღვაწლი სცდება წმინდა სასულიერო განზომილებას. ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების, ტრადიციების გადარჩენისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საქმეში ილია II-ის ღვაწლი ფასდაუდებელია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქ, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით აღნიშნავს. როგორც...

დაწვრილებითDetails

“სრულიად რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიისა და ჩემი სახელით, გულწრფელ სამძიმარს გამოვხატავ ” – რუსეთის პატრიარქი

by მეგა TV
მარტი 18, 2026
0
“სრულიად რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიისა და ჩემი სახელით, გულწრფელ სამძიმარს გამოვხატავ ” – რუსეთის პატრიარქი
მთავარი

რუსეთის პატრიარქი, კირილე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს ავრცელებს. „ღრმა მწუხარებით მივიღე ჩემი ძვირფასი ძმისა და თანამსახურის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალების ამბავი. სრულიად...

დაწვრილებითDetails

სინოდის სხდომაზე ჩემი წინადადება იქნება პატრიარქი სამებაში დაკრძალონ – მეუფე ანტონი

by მეგა TV
მარტი 18, 2026
0
სინოდის სხდომაზე ჩემი წინადადება იქნება პატრიარქი სამებაში დაკრძალონ – მეუფე ანტონი
მთავარი

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი, მეუფე ანტონი საპატრიარქოში მივიდა - როგორც მაღალმა იერარქმა მედიასთან განაცხადა, მისი წინადადება სინოდის სხდომაზე იქნება, რომ პატრიარქსი სამებაში დაკრძალონ. მე თუ მკითხავენ, ვფიქრობ, რომ სამება მისი...

დაწვრილებითDetails

42 წლის ნათია აფხაზავას მკვლელობაში ბრალდებულს 19 წლიანი პატიმრობა შეეფარდა

by მეგა TV
მარტი 18, 2026
0
42 წლის ნათია აფხაზავას მკვლელობაში ბრალდებულს 19 წლიანი პატიმრობა შეეფარდა
მთავარი

ზუგდიდში მოკლულ ნათია აფხაზავას მკვლელობაში ბრალდებულ ნათია ხაჩატურიანს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს - გადაწყვეტილება ზუგდიდის რაინულმა სასამართლომ მიიღო. გადაწყვეტილებას ადგილზე ხმაური მოჰყვა. წყარო: ტვ პირველი

დაწვრილებითDetails

საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს

by მეგა TV
მარტი 18, 2026
0
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე სინოდის წევრები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვის დეტალებზე იმსჯელებენ. დაზუსტდება, როდის და სად დაიკრძალება ილია მეორე. სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ, ილია მეორეს სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ. საპატრიარქოს მიმდებარე...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"