„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელება იწყება. პროგრამის ფარგლებში საერთო კრებების მეშვეობით, გამოყოფილი თანხის ფარგლებში მოქალაქეები თავად წყვეტენ თუ რა ინფრასტრუქტურული პროექტის განახორცილეებაა მათთვის პრიორიტეტული. პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტები განსაზღვრულია და მათ შორისაა:
სასმელი წყლისა და სარწყავი სისტემების მოწყობა , სანიაღვრე არხების გაყვანა, ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარება ,გზების და გზისპირა მოსაცდელების, ხიდების, ცხაურების, ხიდბოგირების , გადასასვლელების , გარე განათებების და სკოლების მიმდებარე ტერიტორიების მოწყობა. ასევე სკოლამდელი დაწესებულებების მშენებლობა , შესაბამისი ინვენტარით; ამბულატორიის შენობების, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა. სკვერების და სველი წერტილების შესაბამისი ინვენტარით; წისქვილების რეაბილიტაცია , შესაბამისი ინვენტარი; მინი-ჰესების რეაბილიტაცია/აღდგენა.
სოფლის კრებები 18 თებერვლიადან 2 მარტის ჩათვლით ყველა სოფელში ჩატარდება.
წლევანდელ წელს იმერეთისათვის 9 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი.