LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
არ ელოდა, ვერ წარმოედგინა – გულდაწყვეტილი თემურ წიკლაურის დღემდე უცნობი ისტორია

არ ელოდა, ვერ წარმოედგინა – გულდაწყვეტილი თემურ წიკლაურის დღემდე უცნობი ისტორია

დაპოსტა 2021/02/09-ში
A A
248
ნახვა
გაზიარება
შევატყვე, რომ გული დასწყდა, არ ელოდა, ვერ წარმოედგინა – ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე გულდაწყვეტილი თემურ წიკლაურის დღემდე უცნობ ისტორიას აქვეყნებს.
“მეგა ტვ” პოსტს უცლელად გთავაზობთ:
“ამ კადრების ამბავი მინდა მოგიყვეთ და ის ამბავი გაგანდოთ, რაზეც არასოდეს, არსად, არავისთან მე და თემოს არ გვისაუბრია… ახლა უბრალოდ ვთვლი, რომ იმ გულისწყვეტის შესახებ გიამბოთ, რაც ამ დროს, მე და თემოს ორივეს დაგვეუფლა…
ოკუპანტების მიერ ნაწამები არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ორიოდ დღის გადმოსვენებული იყო თავის სოფელში, შანსი არ იყო მე ამ ბიჭის ხსოვნისთვის ბევრი მიზეზის გამო, პატივი არ მიმეგო და უკანასკნელი სამძიმარი არ მეთქვა მისი ოჯახისთვის. თემოს გადავურეკე და ვეუბნები
– თემო, აჩიკო ტატუნაშვილი გადმოასვენეს ცხინვალიდან და უნდა წავიდეთ, პატივი მივაგოთ ამ ბიჭის ხსოვნას და რომელ საათზე გეცლება, გამოგივლი-თქო
– მანქანის ხელოსანთან ვარ ბესო, ბელიაშვილზე, აქ გამოდი, უკვე მორჩება „ხადავოის“ გაკეთებას და აქედანვე წავიდეთო – არც კი უკითხავს სად მივდიოდით, ასე მოკლედ და პირდაპირ დამთანხმდა. გგონიათ გამიკვირდა? არცერთი წამით..! მე და თემოს ბევრჯერ გვისაუბრია ქართველ გმირებზე, ქართველ მეომრებზე, ომზე, აფხაზეთზე, ცხინვალზე, თემო ყოველთვის და ყველგან ხმამაღლა ამბობდა ხოლმე სადაც კი ამის საჭიროება იყო ჩემს შესახებ და ყველას ეუბნებოდა – ეს, კაცი 18 წლისა აფხაზეთის ომში იბრძოდა, ამ ქვეყანას იცავდა და უნდა იცოდეთ, პატივისცემა ქართველი მეომრებისო.
მცხეთასთან ახლოს, ტატუნაშვილის მშობლიურ სოფელ წილკანში ნახევარ საათში ჩავედით, უბანში, აჩიკოს სახლის ჩიხის გადასახვევთან ჟურნალისტების და ოპერატორების დიდი გუნდი შეკრებილიყო. მანქანა ჩიხის თავში გავაჩერეთ და გეზი პირდაპირ აჩიკოს სახლისკენ ავიღეთ, ოჯახში შევედით და წესისამებრ მივუსამძიმრეთ აჩიკოს მშობლებს, არავინ ელოდა იქ ჩვენს გამოჩენას, არასოდეს დამავიწყდება აჩიკოს მამის აცრემლებული თვალები და ვაჟკაცური ჩახუტება დიდი ადამიანის მხრიდან გამოხატული სამძიმარისა, მისი შვილის დასაფასებლად….
გამოვედით სახლიდან და ჩიხის დასაწყისისკენ დავიძარით, სადაც მანქანა დავაყენეთ. თავში, რომ შექუჩებული ჟურნალისტები და ოპერატორები ვახსენე, მათ უკვე თითქმის ყველა პოლიტიკოსი ყავდათ ჩაწერილი, რომლებიც დანაღვნიალებული, „თვალცრემლიანი“ სახით და მჭერმეტყველური სახით ეფერებოდნენ საქართველოს მეომარს, ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით საუბროდნენ კამერის წინ და შემდეგ თავიანთ მდიდრულ მანქანებში სხდებოდნენ და… მორჩა, ჰაიდა… სულ ეს იყო…
– თემო, ალბათ ახლა გაგავაჩერებენ და კომენტარს გაგაკეთებინებენ ჟურნალისტები და უარი არ უნდა უთხრა ხომ იცი, – გვერდულად გადავულაპარაკე თემოს, რადგან მე როგორც ჟურნალისტიკაში ჭიპმოჭრილს, 100% დარწმუნებული ვიყავი რომ ნებისმიერი არხის ჟურნალისტისთვის საოცარი მასალა იქნებოდა თემურ წიკლაურის ნაღდი და გულწრფელი აზრი, საქართველოს მეომარზე და პატრიოტზე.
– (გაეღიმა) კი კაცო, ვეტყვი საქართველოს სამძიმარს, აუცილებლად, – მიპასუხა და თან ვუახლოვდებოდით ჩემი კოლეგების (?) სკას. (ტვ რუსთავი 2“-ს ოპერატორის კადრებში, სწორედ ამ დროს მოვხვდით შემთხვევით)
ისე ჩავუარეთ, ისე გავცდით, ისე უყველაფროდ, ისე ჩუმად, ისე გაოგნებულად… რომ პირადად მე შემრცხვა ჩემი კოლეგების (?) მაგივრად, რომ მათ – პოლიტიკანების აზრი უფრო აინტერესებდათ საქართველოს პატრიოტზე, ვიდრე დიდი ქართველი ადამიანის – თემურ წიკლაურისა. მათ თემოსთვის არც კი უთქვამთ – ბ-ნო თემურ თუ შეიძლება ჩაგწერთ, კომენტარი მოგვეცითო!
შინაგანი გულისწყვეტა ვიგრძენი, თავი დამნაშავე მე მეგონა, მე შემრცხვა მათ გამო და თითქოს არაფერი, თითქოს რა – ჟურნალისტებს არ დააინტერესათ თემურ წიკლაური რას იტყოდა საქართველოს ეროვნულ გმირზე და პოლიტიკანების აზრი უფრო საინტერესო იყო ალბათ ქართველი ხალხისთვის…. ხოდა… ჩუმად მივედით მანქანასთან, თემოს შევხედე თვალებში, გაიღიმა, თავისი როხროხა ხმით გაიცინა და – ეგ არაფერი ბესარიონ, ეტყობა ჩვენი აზრი ხალხისთვის არაა საინტერესო და რას ვიზავთო…
… არ იტყობდა, მაგრამ მე ხომ შევატყვე, რომ გული დასწყდა, არ ელოდა, ვერ წარმოედგინა… მეც გული დამწყდა და თუ რომელიმე ვერ მიხვდით რა დავწერე, რაზე დამწყდა გული ან მე ან თემოს, მაშინ გადადით სხვა პოსტებზე, ან ჩართეთ რომელიმე საინფორმაციო არხი და უსმინეთ საქართველოზე შეყვარებული პოლიტიკოსების მჭერმეტყველებებს…” – წერს ბესო ჩუბინიძე
გაზიარება99

დაკავშირებული -პოსტები

„წყალწითელა“ – რა იმალება მდინარის უცნაური სახელწოდების უკან?

by მეგა TV
ივლისი 30, 2026
0
„წყალწითელა“ – რა იმალება მდინარის უცნაური სახელწოდების უკან?
მთავარი

წყალწითელა დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი ცნობილი მდინარეა, რომელიც ტყიბულისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში მიედინება, ხოლო ქვემო დინებაში ქალაქ ქუთაისს აღმოსავლეთიდან ესაზღვრება. მდინარის უჩვეულო სახელწოდება წლების განმავლობაში არაერთ კითხვას აჩენდა და მის შესახებ...

დაწვრილებითDetails

მსოფლიოში საუკეთესო კერძებს შორის ორი ქართულია

by მეგა TV
ივლისი 30, 2026
0
მსოფლიოში საუკეთესო კერძებს შორის ორი ქართულია
მთავარი

მსოფლიოს საუკეთესო 100 კერძს შორის ქართული სამზარეულოდან მწვადი და აჭარული ხაჭაპური მოხვდა - ამის შესახებ აღნიშნულია Tasteatlas-ის განახლებულ რეიტინგში. უფრო კონკრეტულად, 100 საუკეთესო კერძს შორის მწვადი 86-ე ადგილზეა 4.34 ქულით,...

დაწვრილებითDetails

ჩხოროწყუში არასრულწლოვანი ე.წ. შამფურით დაჭრეს

by მეგა TV
ივლისი 30, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

სისხლიანი დაპირისპირება არასრულწლოვნებს შორის ჩხოროწყუში -  "პირველების" ინფორმაციით, სოფელ ხანწკში მოზარდი ე.წ. "შამფურით" დაჭრეს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, შემთხვევას წინ  არასრულწლოვანებს შორის მომხდარი შელაპარაკება უძღოდა. სავარაუდო დამნაშავე სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს. დაშავებული არასრულწლოვანის...

დაწვრილებითDetails

ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

by მეგა TV
ივლისი 30, 2026
0
ლოცვა, რომელიც გიორგობას უნდა წაიკითხოთ
მთავარი

30 ივლისს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა დიდმოწამე მარინეს ხსენების დღეს აღნიშნავს და ამ დღეს იკითხება მისივე ტროპარი და კონდაკი. ტროპარი: „ტარიგი შენი, იესუ, მარინე ხმობდა ხმითა მაღლითა, შენდა მსურის, სიძეო ჩემო,...

დაწვრილებითDetails

უცნობი პირები მოქალაქეებს უკავშირდებიან – ეროვნული ბანკი მომხმარებელს აფრთხილებს

by მეგა TV
ივლისი 30, 2026
0
ეროვნული ბანკი ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსმაც დატოვა
მთავარი

ბოლო პერიოდში დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც უცნობი პირები მოქალაქეებს მობილური აპლიკაცია WhatsApp-ის და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით უკავშირდებიან და თავს საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლებად აცნობენ. ამასთან, ისინი უკანონოდ იყენებენ ეროვნული ბანკის...

დაწვრილებითDetails

ივნისში 9 600 ლარზე მეტი ხელფასი 33 823 პირს ჰქონდა

by მეგა TV
ივლისი 30, 2026
0
რამდენი ადამიანი იღებს 9 000 ლარზე მეტ ხელფასს საქართელოში
ეკონომიკა

2026 წლის ივნისში ყოველთვიური ხელფასის მიმღებთა რაოდენობა თვის ჭრილში 1.2%-ით, ხოლო წლიურად 2.8%-ით გაიზარდა - ამის შესახებ აღნიშნულია PMC კვლევითი ცენტრის ბაზრის მიმოხილვაში. უფრო კონკრეტულად, მიმდინარე წლის ივნისში ყოველთვიურ ხელფასს...

დაწვრილებითDetails

გირაოთი ათავისუფლებენ ქალს, რომელმაც ფინანსური დავის მოსაგვარებლად ნაცნობ კრიმინალურ ავტორიტეტებს მიმართა

by მეგა TV
ივლისი 30, 2026
0
ქუთაისელი ე.წ. “კანონიერი ქურდის”  რევაზ ჭურაძის მკვლელობის საქმეზე 43 წლის ქალი დააკავეს
მთავარი

გირაოთი ათავისუფლებენ ქალს, რომელმაც ფინანსური დავის მოსაგვარებლად ნაცნობ კრიმინალურ ავტორიტეტებს მიმართა - ინფორმაცას " ტვ პირველი" ავრცელებს.   https://www.youtube.com/watch?v=mjfWlBP9stU

დაწვრილებითDetails

ცოლზე ძალადობის ბრალდებით, შუა ხნის მამაკაცი დააკავეს

by მეგა TV
ივლისი 30, 2026
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

სამართალდამცველებმა ქობულეთში, ოჯახში ძალადობის ბრალდებით, შუა ხნის მამაკაცი დააკავეს. როგორც უწყებაში აცხადებენ, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს. მამაკაცმა ცოლზე ფიზიკურად იძალადა, ბრალდებული...

დაწვრილებითDetails

დაკავებულია მოქალაქე, რომელმაც 246 857 ლარის ოქრო საქართველოში უკანონოდ შემოიტანა

by მეგა TV
ივლისი 30, 2026
0
სახლის სარდაფში, მუშებმა 22 კილო ოქრო იპოვეს
მთავარი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან ერთად, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან კოორდინაციით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილების წესის დარღვევის...

დაწვრილებითDetails

გამოცდების ეროვნული ცენტრი ახალ ინფორმაციას აქვეყნებს

by მეგა TV
ივლისი 30, 2026
0
ჯერ არ გამოსულა და მართლა წერს, გონია – ქუთაისის მარგალიტები ეროვნული გამოცდებიდან
მთავარი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისათვის გეოგრაფიისა და ზოგადი უნარების  (სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე) გამოცდების პირველად შედეგებს აქვეყნებს. საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"