LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
სესხები ისევ გადავადდება – ვის შეეხება შეღავათები?

ვინ იხდის ბანკის ვალს მსესხებლის გარდაცვალების შემთხვევაში?

დაპოსტა 2021/02/08-ში
A A
1.6k
ნახვა
გაზიარება

სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­სახ­ლე­ო­ბის უმე­ტე­სო­ბას გარ­კვე­უ­ლი ფი­ნან­სუ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი აქვს, რაც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ტვირ­თად აწევს. მა­შინ, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­დან სესხს იღებს, შე­იძ­ლე­ბა, შე­თან­ხმე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის პი­რო­ბებს ყუ­რა­დღე­ბა არც მი­აქ­ცი­ოს, რისი გა­მოს­წო­რე­ბაც დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლია გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი შემ­თხვე­ვის დროს.

რა ხდე­ბა მა­შინ, რო­დე­საც ის ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვლე­ბა, ვი­საც სა­ბან­კო სეს­ხი ჰქონ­და აღე­ბუ­ლი? რა შემ­თხვე­ვა­ში გა­და­დის ეს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა მემ­კვიდ­რე­ებ­ზე? – ამის შე­სა­ხებ AMBEBI.GE-ს იუ­რის­ტი ვა­სილ მა­მუ­ლაშ­ვი­ლი ესა­უბ­რა.

– პი­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მისი სეს­ხის გა­დახ­და შე­საძ­ლოა, გარ­დაც­ვლი­ლის მემ­კვიდ­რე­ებს და­ე­კის­როთ. სამ­კვიდ­რო მასა აქ­ტი­ვე­ბის­გან და პა­სი­ვე­ბის­გან შედ­გე­ბა და პა­სი­ვებს წარ­მო­ად­გენს მათ შო­რის გარ­დაც­ვლი­ლის ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი კრე­დი­ტო­რე­ბის მი­მართ. შე­სა­ბა­მი­სად, თუ მემ­კვიდ­რე­ე­ბი სამ­კვიდ­როს მი­ი­ღე­ბენ, მხო­ლოდ ამ შემ­თხვე­ვა­ში არი­ან ვალ­დე­ბულ­ნი, და­აკ­მა­ყო­ფი­ლონ კრე­დი­ტო­რე­ბი, ვი­საც მო­თხოვ­ნა აქვთ.

თუ სამ­კვიდ­რო ქო­ნე­ბა, მა­გა­ლი­თად, ბი­ნის ღი­რე­ბუ­ლე­ბა შე­ად­გენს 10 000 ლარს, ხოლო გარ­დაც­ვლი­ლის ვალი – 100 000-ს, მემ­კვიდ­რე­ზე ვალ­დე­ბუ­ლე­ბა მხო­ლოდ მი­ღე­ბუ­ლი სამ­კვიდ­როს ფარ­გლებ­ში გავ­რცელ­დე­ბა

ამას­თა­ნა­ვე გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ ვა­ლის გა­დახ­დის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა მემ­კვიდ­რე­ებს ავ­ტო­მა­ტუ­რად არ ეკის­რე­ბათ და აუ­ცი­ლე­ბე­ლია, კრე­დი­ტო­რებ­მა კონ­კრე­ტუ­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ. კერ­ძოდ, ისი­ნი ვალ­დე­ბუ­ლე­ბი არი­ან, იმ დღი­დან 6 თვის ვა­და­ში, რო­დე­საც ცნო­ბი­ლი გახ­დე­ბა, რომ მო­ვა­ლე გარ­და­იც­ვა­ლა, მემ­კვიდ­რე­ებს თან­ხის გა­დახ­და­ზე მო­თხოვ­ნა წა­უ­ყე­ნონ.

თუ 6-თვი­ა­ნი ვადა გა­ვი­და და მა­გა­ლი­თად, ბან­კმა ან ნე­ბის­მი­ერ­მა კრე­დი­ტორ­მა მემ­კვიდ­რეს მო­თხოვ­ნა ამ ვა­დის გას­ვლის შემ­დეგ წა­რუდ­გი­ნა, ამ შემ­თხვე­ვა­ში მემ­კვიდ­რეს შე­უძ­ლია, ვალ­დე­ბუ­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ზე უარი თქვას და სა­სა­მარ­თლო და­ვის შემ­თხვე­ვა­შიც აღ­ნიშ­ნუ­ლი თან­ხა არ და­ე­კის­რე­ბა.

არის მე­ო­რე შემ­თხვე­ვა – მა­გა­ლი­თად, თუ ბან­კი ან სხვა კრე­დი­ტო­რი გა­ნა­ცხა­დებს, რომ მის­თვის მო­ვა­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ უც­ნო­ბი იყო, ამ შემ­თხვე­ვა­ში ვადა უკვე სხვა­ნა­ი­რად ით­ვლე­ბა და მო­თხოვ­ნის ვა­დის დად­გო­მი­დან ერთი წე­ლია. მო­თხოვ­ნის ვადა – ეს ის ვა­დაა, რო­დე­საც კრე­დი­ტორს თან­ხის მო­თხოვ­ნის უფ­ლე­ბა წარ­მო­ეშ­ვე­ბა, მა­გა­ლი­თად, თუ მო­ვა­ლეს თან­ხა უნდა და­ებ­რუ­ნე­ბი­ნა 2020 წლის 1-ელ იან­ვარს და იგი მო­თხოვ­ნის წარ­მო­შო­ბამ­დე გარ­და­იც­ვა­ლა, კრე­დი­ტორ­მა მო­თხოვ­ნა უნდა წა­უ­ყე­ნოს მემ­კვიდ­რეს არა­უგ­ვი­ა­ნეს 2021 წლის 11 იან­ვა­რამ­დე, ანუ მო­თხოვ­ნის წარ­მო­შო­ბის მო­მენ­ტი­დან 1 წლის ვა­და­ში.

ამას­თან, კრე­დი­ტორ­მა სა­სა­მარ­თლოს ან მემ­კვიდ­რის წი­ნა­შე უნდა და­ამ­ტკი­ცოს შე­სა­ბა­მი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით, რომ მან მარ­თლაც არ იცო­და პი­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ – სხვა შემ­თხვე­ვა­ში ისევ 6-თვი­ა­ნი ვადა მოქ­მე­დებს

რომ შე­ვა­ჯა­მოთ, რო­დე­საც პირი გარ­და­იც­ვლე­ბა, ვალ­დე­ბუ­ლე­ბა არ წყდე­ბა, არა­მედ, გა­და­დის მემ­კვიდ­რე­ებ­ზე, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ მას მემ­კვიდ­რე­ე­ბი ჰყავს. თუმ­ცა, მხო­ლოდ მემ­კვიდ­რე­ე­ბის არ­სე­ბო­ბა არაა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რად­გან ეს მემ­კვიდ­რე­ო­ბის უფ­ლე­ბა რე­ა­ლი­ზე­ბა­დი უფ­ლე­ბაა და თუ მემ­კვიდ­რემ სამ­კვიდ­რო არ მი­ი­ღო, მემ­კვიდ­რე­ო­ბის უფ­ლე­ბა არა­ფერს ნიშ­ნავს.

მემ­კვიდ­რე­ო­ბა მხო­ლოდ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ქო­ნებ­რი­ვი სი­კე­თე არაა, შე­საძ­ლოა, სამ­კვიდ­როს მა­სას წარ­მო­ად­გენს არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ქო­ნებ­რი­ვი სი­კე­თეც, ასე­ვე სამ­კვიდ­რო მასა შე­საძ­ლოა, იყოს მცი­რე ღი­რე­ბუ­ლე­ბი­საც – მა­გა­ლი­თად, ადა­მი­ან­მა მემ­კვიდ­რე­ო­ბად ერთი კა­ლა­მი, ფურ­ცე­ლი ან რა­ღაც სუ­ვე­ნი­რი მი­ი­ღოს და ეს ნიშ­ნავს, რომ მეკ­ვიდ­რემ მამ­კვიდ­რებ­ლი­სა­გან სრუ­ლი სამ­კვიდ­რო მი­ი­ღო. პა­სი­ვე­ბის/ვალ­დე­ბუ­ლე­ბის მემ­კვიდ­რე­ო­ბით მი­ღე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი, მი­უ­ხე­და­ვად მისი მო­ცუ­ლო­ბი­სა, მემ­კვიდ­რე გა­და­იხ­დის მი­ღე­ბუ­ლის პრო­პორ­ცი­უ­ლად, ანუ, თუ მი­ი­ღო ერთი კა­ლა­მი, მისი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა იქ­ნე­ბა, შე­ას­რუ­ლოს კალ­მის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ტოლ­ფა­სი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა.

– რას გვე­ტყვით სი­ცო­ცხლის და­ზღვე­ვის შე­სა­ხებ?

– სხვა­დას­ხვა სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნი­ებს სხვა­დას­ხვა პი­რო­ბე­ბი და შე­თა­ვა­ზე­ბე­ბი აქვს და მათ შო­რი­საა სი­ცო­ცხლის და­ზღვე­ვა. მათ შო­რის, ბან­კე­ბიც სთა­ვა­ზო­ბენ – არის სერ­ვი­სი, რომ რო­დე­საც პირი სესხს იღებს, გარ­კვე­უ­ლი პრო­ცენ­ტუ­ლო­ბით სა­კო­მი­სიო ემა­ტე­ბა და თუ უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვით ან ბუ­ნებ­რი­ვად გარ­დაც­ვა­ლე­ბა დად­გე­ბა, ამ შემ­თხვე­ვა­ში ვალ­დე­ბუ­ლე­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა კი არ ხდე­ბა, უბ­რა­ლოდ, სა­და­ზღვე­ვო იღებს ამ თან­ხის ანა­ზღა­უ­რე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბას.

სა­და­ზღვე­ვო კი რის­კის შე­სა­ბა­მი­სად იღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას – მა­გა­ლი­თად, ადა­მი­ა­ნი თუ 70-80 წლი­საა, შე­იძ­ლე­ბა, არც და­ა­ზღვი­ოს, რად­გან მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის რის­კე­ბი იზ­რდე­ბა, თუმ­ცა თუ ახალ­გაზ­რდაა, და­ზღვე­ვა თა­ვი­სუფ­ლად შე­საძ­ლე­ბე­ლია.

– რა შე­თხვე­ვა­ში მოხ­დე­ბა გარ­დაც­ვლი­ლის სეს­ხის ჩა­მო­წე­რა ან გა­უქ­მე­ბა?

– კრე­დი­ტორს, ბან­კი იქ­ნე­ბა თუ სხვა, სა­მო­ქა­ლა­ქო კო­დექ­სის 448-ე მუხ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვა­ლის პა­ტი­ე­ბა შე­უძ­ლია. ვალ­დე­ბუ­ლე­ბის მო­ცუ­ლო­ბას გა­აჩ­ნია და თუ მცი­რე მო­ცუ­ლო­ბაა, ბან­კე­ბი გარ­კვე­ულ შემ­თხვე­ვებ­ში სა­მო­ქა­ლა­ქო კო­დექ­სის 448-ე მუხლს იყე­ნე­ბენ. ვა­ლის პა­ტი­ე­ბა შე­იძ­ლე­ბა მხა­რე­თა შე­თან­ხმე­ბით, რაც ვალ­დე­ბუ­ლე­ბის შე­წყვე­ტას იწ­ვევს. ეს მის ნე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი და ჩვენ ამა­ზე მო­თხოვ­ნა ვერც ერთ შემ­თხვე­ვა­ში ვერ გვექ­ნე­ბა.

მე­ო­რე შემ­თხვე­ვაა ხან­დაზ­მუ­ლო­ბის ვადა, რო­მე­ლიც ვალ­დე­ბუ­ლე­ბის შე­წყვე­ტას იწ­ვევს და რაც უკვე აღ­ვნიშ­ნეთ – თუ კრე­დი­ტო­რი 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში არ გვთხოვს თან­ხის გა­დახ­დას, ეს ვა­დის გას­ვლას იწ­ვევს და სა­სა­მარ­თლო და­ვი­სას მემ­კვიდ­რეს შე­უძ­ლია, გა­დახ­და­ზე უარი თქვას. თა­ვი­სი არ­სით, ეს ვალ­დე­ბუ­ლე­ბის შე­წყვე­ტას არ ნიშ­ნავს, თუმ­ცა იწ­ვევს იმა­ვე შე­დე­გებს, რაც შე­წყვე­ტის შემ­თხვე­ვა­ში დგე­ბა, ანუ სა­სა­მარ­თლო არ და­ა­კის­რებს თან­ხას. კი­დევ სხვაა მხა­რე­თა შე­თან­ხმე­ბა. მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა სხვა გა­მო­ნაკ­ლისს არ ად­გენს, თუ ვალ­დე­ბუ­ლე­ბა არ­სე­ბობს და ეს პი­რო­ბე­ბი შე­უს­რუ­ლე­ბე­ლია, კრე­დი­ტორს ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში შე­უძ­ლია მო­თხოვ­ნის წა­ყე­ნე­ბა.

აღ­ნიშ­ნულ სა­კითხს ძი­რი­თა­დად გან­ვი­ხი­ლავთ სეს­ხის კონ­ტექ­სტში და სხვა სა­ხის ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­და­კის­რე­ბა შე­საძ­ლოა, მემ­კვიდ­რეს ვალ­დე­ბუ­ლე­ბის ხა­სი­ა­თი­დან გა­მომ­დი­ნა­რე არ და­ე­კის­როს, მა­გა­ლი­თად კონ­კრე­ტუ­ლი სა­მუ­შა­ოს შეს­რუ­ლე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც სპე­ცი­პი­კუ­რია და მხო­ლოდ გარ­დაც­ვლილს შე­ეძ­ლო.

– კი­დევ რა შემ­თხვე­ვებ­ში შე­იძ­ლე­ბა საქ­მე სა­სა­მარ­თლომ­დე მი­ვი­დეს?

– დის­პო­ზი­ცი­უ­რო­ბის პრინ­ცი­პი სწო­რედ ამას ნიშ­ნავს, რომ ნე­ბის­მი­ერ დროს მხა­რეს შე­უძ­ლია, თა­ვი­სი უფ­ლე­ბე­ბი­სა და ინ­ტე­რე­სე­ბის და­სა­ცა­ვად მი­მარ­თოს სა­სა­მარ­თლოს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, არის ეს სა­ფუძ­ვლი­ა­ნი თუ არა. მემ­კვიდ­რე­ე­ბის მი­მართ სარ­ჩე­ლის აღ­ძვრის კუ­თხით, ასე­ვე გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რა თან­ხის მო­თხოვ­ნა შე­უძ­ლია კრე­დი­ტორს თუ სრულ თან­ხა­ზე მო­თხოვ­ნის ვადა დამ­დგა­რი არ არის, მა­გა­ლი­თად, თუ 100 000-ლა­რი­ა­ნი სეს­ხია და ვალ­დე­ბუ­ლე­ბა 10 წელ­ზეა გა­წე­რი­ლი, ამ შემ­თხვე­ვა­ში გარ­კვე­ულ­წი­ლად ვა­და­დამ­დგა­რი მო­თხოვ­ნე­ბი შე­უძ­ლია წა­უ­ყე­ნოს მემ­კვიდ­რეს, მაგ­რამ მთლი­ა­ნად 100 000-ს ვერ მო­თხოვს, თუ არ იქ­ნე­ბა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის შე­წყვე­ტის სა­ფუძ­ვლე­ბი, რა­საც თა­ვი­სი წი­ნა­პი­რო­ბე­ბი აქვს. ანუ, თუ გრა­ფი­კით თვე­ში 500 ლარი იყო გა­და­სახ­დე­ლი, ამ ურ­თი­ერ­თო­ბის უფ­ლე­ბა­მო­ნაც­ვლე გახ­დე­ბა მემ­კვიდ­რე და შეს­რუ­ლე­ბაც უნდა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს გრა­ფი­კის შე­სა­ბა­მი­სად.

– აქვს თუ არა ბანკს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რომ სეს­ხის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ში ყვე­ლა დე­ტა­ლი დაწ­ვრი­ლე­ბით გა­წე­როს? თუ წე­რია, რომ ამა და ამ სა­კითხს “ექ­სპერ­ტი გა­და­წყვეტს”, ეს რას ნიშ­ნავს?

– თუ ეს დათ­ქმაა, რომ “ექ­სპერ­ტი გა­და­წყვეტს”, ეს მხა­რის ერ­თგვა­რი და­ი­მე­დე­ბაა. რო­მე­ლი ექ­სპერ­ტი? ვერც ერთი ექ­სპერ­ტი მხა­რე­თა ვალ­დე­ბუ­ლე­ბებ­ში ვარ ჩა­ე­რე­ვა. ექ­სპერ­ტი ვერ გა­და­წყვეტს, ვალი უნდა გა­და­ი­ხა­დოს მემ­კვიდ­რემ თუ – არა. სა­ვა­რა­უ­დოდ, ამა­ში იგუ­ლის­ხმე­ბა და­ფა­რუ­ლი კრე­დი­ტო­რი, მა­გა­ლი­თად, თუ კრე­დი­ტო­რი ბან­კია, შე­იძ­ლე­ბა, იგუ­ლის­ხმე­ბო­დეს ამა თუ იმ ბან­კის შიდა სტრუქ­ტუ­რუ­ლი ერ­თე­უ­ლის ერთ-ერთი თა­ნამ­შრო­მე­ლი. არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, მას ექ­სპერტს და­ვარ­ქმევთ თუ კრე­დი­ტორს, ერთი და იგი­ვეა.

ეს წე­რია შაბ­ლო­ნუ­რად, მო­საჩ­ვე­ნებ­ლად, რომ შემ­დგომ­ში კულ­ტუ­რუ­ლი პა­სუ­ხი იყოს – “უარს კი არ გე­უბ­ნე­ბით, მაგ­რამ გან­ხილ­ვით გა­და­წყდეს”. თუმ­ცა ექ­სპერ­ტი, სპე­ცი­ა­ლის­ტი ან კრე­დი­ტო­რი, თუ რა­საც და­ვარ­ქმევთ, თუ მო­თხოვ­ნა­ზე უარს არ იტყვის, არ­სე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბი ძა­ლა­ში დარ­ჩე­ბა

რო­დე­საც ადა­მი­ა­ნე­ბი სესხს იღე­ბენ, არა­თუ გარ­დაც­ვა­ლე­ბა­ზე არ ფიქ­რო­ბენ, არა­მედ არ ფიქ­რო­ბენ მათ შო­რის იმა­ზე, რო­გორ უნდა შე­ას­რუ­ლონ და შე­უძ­ლი­ათ თუ არა ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა. ყვე­ლას არ ეხე­ბა, თუმ­ცა უმ­რავ­ლეს შემ­თხვე­ვა­ში სა­ერ­თოდ არ კი­თხუ­ლო­ბენ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას – სტან­დარ­ტულ, შაბ­ლო­ნურ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას, რო­მე­ლიც ხშირ შემ­თხვე­ვა­ში ძა­ლი­ან წვრი­ლი შრიფ­ტი­თაა და­წე­რი­ლი და ათე­უ­ლო­ბით გვერდს მო­ი­ცავს.

იუ­რის­ტის რე­კო­მენ­და­ცია იქ­ნე­ბა, რომ თუ მხა­რეს სურს, ეს რის­კი და­ზღვე­უ­ლი იყოს, ამა­ზე შე­თან­ხმე­ბა მოხ­დეს. მხა­რე­ე­ბი შე­იძ­ლე­ბა, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით შე­თან­ხმდნენ, რომ მო­ვა­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მო­თხოვ­ნა მის მემ­კვიდ­რე­ებ­ზე არ გავ­რცელ­დეს და შე­სა­ბა­მი­სად, ვალ­დე­ბუ­ლე­ბის შე­წყვე­ტა მოხ­დეს. ეს პი­რო­ბა თუ შე­თან­ხმე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, მემ­კვიდ­რე­ებს არც სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნია დას­ჭირ­დე­ბათ, არც სა­სა­მარ­თლო და­ვე­ბი და ა.შ.

ეს იმი­ტო­მაა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რომ ბევ­რს ჰგო­ნია, სეს­ხის მი­ღე­ბა მხო­ლოდ მისი სარ­გე­ბე­ლია, რაც ასე არ არის – ეს ორ­მხრი­ვი სარ­გებ­ლის მომ­ტა­ნია და მათ შო­რის, ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში სა­ბან­კო და­წე­სე­ბუ­ლე­ბაც სარ­გე­ბელს იღებს, ისი­ნიც მო­დი­ან გარ­კვე­ულ შე­თან­ხმე­ბა­ზე, თუ მხა­რის­თვის ეს პი­რო­ბე­ბი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. შე­სა­ბა­მი­სად, ერ­თა­დერ­თი და­ზღვე­ვა, რომ მემ­კვიდ­რე­ებ­სა და სხვა პი­რებს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა არ და­ე­კის­როთ, იქ­ნე­ბა ის, რომ აღ­ნიშ­ნულ­ზე თა­ვი­დან­ვე მოხ­დეს შე­თან­ხმე­ბა და პი­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბამ ვალ­დე­ბუ­ლე­ბის შე­წყვე­ტა გა­მო­იწ­ვი­ოს. სხვა­ნა­ი­რად, 100-დან 100 შემ­თხვე­ვა­ში, თუ მო­თხოვ­ნის ვა­დე­ბი და­ცუ­ლია, მემ­კვიდ­რე ამას თავს ვე­რა­ნა­ი­რად ვერ აა­რი­დებს და იძუ­ლე­ბი­თი წე­სით აღ­სრუ­ლე­ბა ყო­ველ­თვის მოხ­დე­ბა.

– რა შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ იპო­თე­კით დატ­ვირ­თუ­ლი ქო­ნე­ბის მე­სა­კუთ­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ზე?

– თუ იპო­თე­კით დატ­ვირ­თუ­ლი ქო­ნე­ბის მე­სა­კუთ­რე გარ­და­იც­ვა­ლა, პრე­ცე­დენ­ტე­ბი არ­სე­ბობს, რომ მემ­კვიდ­რე­ო­ბას ზო­გი­ერ­თი გან­ზრახ არ იღებს, რათა ვადა გა­ა­ჭი­ნა­უ­როს. თუმ­ცა, ამა­ზე­ცაა სა­სა­მარ­თლო პრაქ­ტი­კა – თუ დგინ­დე­ბა, რომ გარ­დაც­ვლილს მა­გა­ლი­თად, შვი­ლი ჰყავს, კრე­დი­ტორს შე­უძ­ლია, სა­სა­მარ­თლო წე­სით მი­ა­ღე­ბი­ნოს სამ­კვიდ­რო, რათა შემ­დგომ­ში ქო­ნე­ბა გა­ი­ყი­დოს.

ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში, თუ ქო­ნე­ბა იპო­თე­კი­თაა დატ­ვირ­თუ­ლი, ბან­კი ყო­ველ­თვის უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია და ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლეს და გარ­დაც­ვა­ლე­ბას არ­სე­ბი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს – ვალ­დე­ბუ­ლე­ბის გა­დახ­დის დრო მოვა და ამ ქო­ნე­ბი­დან ყო­ველ­თვის მო­ი­თხოვს აღ­სრუ­ლე­ბას. თან­ხას გარ­დაც­ვლილს ხომ ვე­ღარ და­ა­კის­რებს? მო­პა­სუ­ხე­ე­ბად მის მემ­კვიდ­რე­ებს ჩარ­თავს და თან­ხის და­კის­რე­ბის შემ­დეგ, იპო­თე­კით დატ­ვირ­თუ­ლი ქო­ნე­ბი­სა აუქ­ცი­ო­ნის გზით რე­ა­ლი­ზა­ცი­ას მო­ი­თხოვს.

– რა ხდე­ბა ერთი მხრივ, მა­შინ, რო­დე­საც რამ­დე­ნი­მე მემ­კვიდ­რეა, ხოლო მე­ო­რე მხრივ მა­შინ, თუ გარ­დაც­ვლილს მემ­კვიდ­რე სა­ერ­თოდ არ ჰყავს?

– რო­დე­საც თა­ნა­მემ­კვიდ­რე­ე­ბი არი­ან, პა­სი­ვე­ბიც/ვალ­დე­ბუ­ლე­ბაც მი­ღე­ბუ­ლი აქ­ტი­ვე­ბის პრო­პორ­ცი­უ­ლად იქ­ნე­ბა გა­ყო­ფი­ლი. იპო­თე­კით დატ­ვირ­თუ­ლი ქო­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, თუ გარ­დაც­ვლილს მემ­კვიდ­რე არ ჰყავს, ამ შემ­თხვე­ვა­ში კრე­დი­ტორს შე­უძ­ლია, ამ ქო­ნე­ბის სა­ხელ­მწი­ფო სა­ხელ­ზე აღ­რი­ცხვა მო­ი­თხო­ვოს – სა­ხელ­მწი­ფო მემ­კვიდ­რის ად­გილს და­ი­კა­ვებს და კრე­დი­ტო­რი – სა­ხელ­მწი­ფოს სა­ხელ­ზე რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი იპო­თე­კით დატ­ვირ­თუ­ლი ქო­ნე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის გზით და­იკ­მა­ყო­ფი­ლებს მო­თხოვ­ნას, ოღონდ ამ შემ­თხვე­ვა­შიც, გას­ტუმ­რე­ბა მი­ღე­ბუ­ლი აქ­ტი­ვის ფარ­გლებ­ში მოხ­დე­ბა.

გაზიარება634

დაკავშირებული -პოსტები

ია ანთაძე წერს, რომ პირველი არხის საიტიდან გაქრა მისი 350 ინტერვიუ

by მეგა TV
ივლისი 29, 2026
0
ია ანთაძე წერს, რომ პირველი არხის საიტიდან გაქრა მისი 350 ინტერვიუ
მთავარი

ია ანთაძე საზოგადოებრივ მაუწყებელს კითხვით მიმართავს, სად გაქრა არხის საიტიდან მისი 350 ინტერვიუ. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. 1TV.GE უკაცრავად, მაგრამ პირადად რომ დავეკითხო, ისეთი გულშემატკივარი მანდ აღარ მეგულება და...

დაწვრილებითDetails

“ტორპედო ქუთაისი” გულშემატკივრებთან შეხვედრას აანონსებს და განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
ივლისი 29, 2026
0
“ტორპედო ქუთაისი” გულშემატკივრებთან შეხვედრას აანონსებს და განცხადებას ავრცელებს
მთავარი

“ტორპედო ქუთაისი” გულშემატკივრებთან შეხვედრას აანონსებს და განცხადებას ავრცელებს. "გულშემატკივრებთან ღია და გამჭვირვალე კომუნიკაცია “ტორპედოსთვის” განსაკუთრებულ მნიშვნელობას წარმოადგენს. სწორედ ამ მიზნით, 1-ელ აგვისტოს, 13:00 საათზე, “შენგელია არენას“ საპრესკონფერენციო დარბაზში “ტორპედოს“ ხელმძღვანელობა...

დაწვრილებითDetails

ფასდაკლებული პროდუქტების ჩამონათვალს ჰიგიენის საშუალებებიც ემატება

by მეგა TV
ივლისი 29, 2026
0
იმერეთზე სუპერმარკეტების შემოსავალების მხოლოდ 7.4% მოდის – რომელი რეგიონია ლიდერი
მთავარი

ფასების შედარების სახელმწიფო პორტალზე, სასურსათო პროდუქტებთან ერთად, უახლოეს დღეებში 10-მდე არასასურსათო, ყოველდღიური მოხმარების ჰიგიენის პროდუქტიც გამოჩნდება. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ „რითეილ ასოციაციის“ თავმჯდომარემ სოფო ქაშაკაშვილმა განუცხადა, ქსელებმა ინფორმაციის ატვირთვა უკვე დაიწყეს და...

დაწვრილებითDetails

პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებისთვის დაკავებულ ყოფილ პოლიციელს, 60 000 ლარიანი გირაო შეუფარდეს

by მეგა TV
ივლისი 29, 2026
0
ოზურგეთის ერთ-ერთი ა(ა)იპ-დან შშმ პირი სხვისი დაწერილი განცხადების საფუძველზე გაათავისუფლეს
მთავარი

პირადი ცხოვრების კადრების საქმეზე დაკავებული ყოფილი პოლიციელს 60 000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდეს - გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მიიღო. დავით ჭითანავა საპატიმროს თანხის გადახდის შემდეგ დატოვებს. "პირველების" ინფორმაციით, პროკურატურა პროცესზე...

დაწვრილებითDetails

საქართველოში ერთ-ერთი მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების ქსელის 3 წევრი დააკავეს – სუს

by მეგა TV
ივლისი 29, 2026
0
სუსი, გალში უკანონოდ დაკავებულ საქართველოს ორ მოქალაქესთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს
მთავარი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავეს. გამოძიებით დგინდება, რომ დაკავებულები არიან უცხო ქვეყანაში მოქმედი ერთ-ერთი...

დაწვრილებითDetails

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

by მეგა TV
ივლისი 29, 2026
0
საქართველოს მოსამართლეების ნაწილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
მთავარი

ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. პროკურატურამ "კანონიერი ქურდობის", "ქურდული სამყაროს" წევრობის, მხარდაჭერის და მიმართვის ფაქტებზე 33 პირს ბრალი უკვე წარუდგინა. გამოძიების მიხედვით, ბრალდებულები მითითებებს...

დაწვრილებითDetails

ბორჯომში ავტომობილს პატრულის მანქანა დაეჯახა – მძიმედ დაშავდა სამი პირი

by მეგა TV
ივლისი 29, 2026
0
ბორჯომში ავტომობილს პატრულის მანქანა დაეჯახა – მძიმედ დაშავდა სამი პირი
მთავარი

ბორჯომის რაიონის სოფელ ვარდგინეთში ავტომობილს პატრულის მანქანა დაეჯახა - მძიმედ დაშავდა სამი პირი - ინფორმაცია მთავარი ავრცელებს.  შემთხვევა სამი დღის წინ მოხდა"ბორჯომის რაიონის სოფელ ვარდგინეთში თავის ზოლში გადასულ მანქანას დაეჯახა...

დაწვრილებითDetails

„ბატონის წყალზე“ მოზარდს დენმა დაარტყა

by მეგა TV
ივლისი 29, 2026
0
„ბატონის წყალზე“ მოზარდს დენმა დაარტყა
მთავარი

თელავში, ერეკლე II-ის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ „ბატონის წყალზე“ მოზარდს დენმა დაარტყა. მათი ცნობით, არასრულწლოვანი გადარჩა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება | ინფორმაციას გამოცემა მთავარი ამბები კახეთიდან ადგილობრივებზე დაყრდნობით...

დაწვრილებითDetails

რომელ დაავადებებზე გაიზარდა ყველაზე მეტად ახალი შემთხვევების რაოდენობა საქართველოში

by მეგა TV
ივლისი 29, 2026
0
ერთ-ერთ სოფელში მერვე კლასელმა ბავშვი გააჩინა
მთავარი

2025 წელს საქართველოში 232 საავადმყოფო ფუნქციონირებდა. „საქსტატის“ ინფორმაციით, საწოლთა ფონდი წინა წელთან შედარებით 1.8%-ით გაიზარდა და 15.2 ათასი შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად, ამავე პერიოდში ქვეყანაში 2 318 ამბულატორიულ-პოლიკლინიკური...

დაწვრილებითDetails

“ტალკის შემცველი პუდრის გამოყენებამ საკვერცხის კიბო გამოიწვია” – სკანდალი Johnson & Johnson-ის გარშემო

by მეგა TV
ივლისი 29, 2026
0
“ტალკის შემცველი პუდრის გამოყენებამ საკვერცხის კიბო გამოიწვია” – სკანდალი Johnson & Johnson-ის გარშემო
მთავარი

ამე­რი­კულ­მა ფარ­მა­ცევ­ტულ­მა გი­გან­ტმა Johnson & Johnson-მა გა­ნა­ცხა­და, რომ აშშ-ში ტალ­კის შემ­ცველ ბავ­შვის პუდ­რას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­სა­მარ­თლო სარ­ჩე­ლის მო­საგ­ვა­რებ­ლად 5,5 მი­ლი­არდ დო­ლა­რამ­დე თან­ხის გა­დახ­დას და­თან­ხმდა. საქ­მე ეხე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 76 000 სარ­ჩელს, რომ­ლებ­შიც...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"