თელავში COVID-19 მოსწავლეებს, გურჯაანში კი სკოლის თანამშრომლებს დაუდასტურდათ.
მოსწავლეებიდან ერთი, ალავერდის ეპარქიას დაქვემდებარებულ სასწავლო დაწესებულებაში გამოვლინდა.
კლასები, რომლებშიც მოსწავლეები სწავლობენ, ორ კვირიან იზოლაციაში გადაიყვანეს და ისინი სასწავლო პროგრამას ონლაინ-რეჟიმში გაივლიან.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელში კი, სკოლა ორკვირიან დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა.










