LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
დღეს საქართველოში საჯაროდ წიგნის კითხვის დღე აღინიშნება

დღეს საქართველოში საჯაროდ წიგნის კითხვის დღე აღინიშნება

დაპოსტა 2021/02/03-ში
A A
75
ნახვა
გაზიარება

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით, დღეს საქართველოში, უკვე მეექვსედ, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნება.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საერთაშორისო ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო! ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის გამოცდილება და შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში. ასოციაციის მიზანია წელს საქართველოც ტრადიციულად შეუერთდეს საერთაშორისო ინიციატივას და გახდეს მსოფლიოს მასშტაბური ღონისძიების ნაწილი.

პროექტის მეგობარია თიბისი, რომლისთვისაც ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ახალ თაობასთან, განათლებასთან და ლიტერატურასთან დაკავშირებული ინიციატივებისა და პროექტების ხელშეწყობაა. ღონისძიების საერთაშორისო ორგანიზატორი კი „Litworld”-ია.

პანდემიიდან გამომდინარე, წლევანდელი ღონისძიება ონლაინ რეჟიმში ჩატარდება. წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის გახსნისა და დახურვის ღონისძიებებს შეგიძლიათ შეუერთდეთ ფეისბუქ გვერდებზე:

· წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე / World Read Aloud Day in Georgia

· GPBA / საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია

დღეს, 12 საათზე წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის გახსნის ღონისძიება გამოჩენილ ქართველ ფილოსოფოსს, მთარგმნელსა და მწერალს, ბაჩანა ბრეგვაძეს მიეძღვნება, რომელსაც 2021 წელს დაბადებიდან 85 წელი შეუსრულდებოდა. ონლაინ შეხვედრაზე მის შემოქმედებაზე ისაუბრებენ დათო ტურაშვილი, ზვიად კვარაცხელია, გიორგი კეკელიძე და გვანცა ჯობავა, რომლებიც წაიკითხავენ ფრაგმენტებს მიგელ დე სერვანტესის “დონ კიხოტის” ბაჩანა ბრეგვაძისეული თარგმანიდან.

მთელი დღის განმავლობაში, 70-მდე ქართველი მწერალი ონლაინ შეხვედრებს ჩაატარებს მთელი საქართველოს მასშტაბით სკოლებსა და უნივერსიტეტებში, მოსწავლეებთან და სტუდენტებთან ერთად ლიტერატურულ ტექსტებს წაიკითხავს და კიდევ ერთხელ გაამახვილებს ყურადღებას წიგნიერების მნიშვნელობაზე. თიბისი ყველა მოსწავლესა და სტუდენტს, ვინც წიგნის საჯაროდ კითხვის დღეს ავტორების ლაივებს დაესწრება, „საბას” ელექტრონულ ბიბლიოთეკაზე უფასო წვდომას გადასცემს.

ღონისძიება 6 საათზე დაიხურება მთარგმნელ ხათუნა ცხადაძის, ფილოსოფოს ლევან ღამბაშიძისა და პოეტ პაატა შამუგიას დისკუსიით თემაზე – „ადამიანი და სახელმწიფო: გამოწვევა და გამოსავალი”. სპიკერები ტრადიციულად მიმოიხილავენ გასული წლის აქტუალურ თემებს, ისაუბრებენ ლიტერატურულ ანალოგებზე. საუბრის ბოლოს კი საჯაროდ წაიკითხავენ ლიტერატურულ ტექსტებს.

ტრადიციულად, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის დასკვნით ღონისძიებაზე უკვე მეექვსედ გამოვლინდება და დაჯილდოვდება წლის წიგნის ქომაგი, რომელსაც საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმდჯომარე, რუსუდან მოსიძე და ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, თინათინ ბერიაშვილი წარადგენენ. ჯილდო ასოციაციის ინიციატივით 2016 წელს დაარსდა და მას შემდეგ ყოველწლიურად გადაეცემა იმ ადამიანებს, პროექტებსა თუ ინსტიტუციებს, რომლებიც წლის განმავლობაში განსაკუთრებულად უწყობენ ხელს საქართველოში წიგნიერების გავრცელებას. წინა წლებში აღნიშნული ჯილდო გადაეცათ: პროექტს – ,,წიგნის თარო” (2020), მამუკა ხაზარაძეს (2019), თემურ ჩხეიძეს (2018), „ფორმულა კრეატივს” (2017), ლევან ბერძენიშვილს (2016).

ფოტო თუ ვიდეომასალის გადაღებით, სოციალურ ქსელებში გაზიარებითა და ასოციაციის თუ წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის მონიშვნით, თითოეულ მოქალაქეს შეუძლია ჩაერთოს და გახდეს ღონისძიების მონაწილე.

გაზიარება30

დაკავშირებული -პოსტები

4 წელი გუდაურის ტრაგედიიდან

by მეგა TV
ივლისი 29, 2026
0
4 წელი გუდაურის ტრაგედიიდან
მთავარი

4 წელი გუდაურის ტრაგედიიდან - 2022 წლის 29 ივლისს, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩამოვარდა, რომელშიც 8 ადამიანი იმყოფებოდა. მფრინავების, მაშველებისა და ექიმების ჯგუფი პარაპლანის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებულების დასახმარებლად მიფრინავდნენ, რა დროსაც,...

დაწვრილებითDetails

29 ივლისის ვალუტის კურსი

by მეგა TV
ივლისი 29, 2026
0
დოლარის ფასი დაეცა
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6278 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6281 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0003...

დაწვრილებითDetails

29 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ივლისი 29, 2026
0
როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ
მთავარი

ვერძი   დღე ენერგიული და ნაყოფიერი იქნება. შეძლებთ დაწყებული საქმეების წარმატებით დასრულებას. საღამოს სასიამოვნო სიახლე ან საინტერესო შეხვედრა გელით.   კურო   ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ. სპონტანური ხარჯები უმჯობესია გადადოთ....

დაწვრილებითDetails

29 ივლისის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
ივლისი 29, 2026
0
სანამდე შენარჩუნდება მზიანი ამინდები საქართველოში
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შემომავალი გრილი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთის...

დაწვრილებითDetails

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხმაური და დაპირისპირება იყო

by მეგა TV
ივლისი 28, 2026
0
თბილისის საქალაქო სასამართლოში ხმაური და დაპირისპირება იყო
მთავარი

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხმაური და დაპირისპირება იყო. მანდატურებმა თბილისის საკრებულოს წინ დაკავებული აქტივისტების მხარდამჭერები შენობიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს. სასამართლოში საკრებულოსთან დაკავებული აქტივისტების პროცესები მიმდინარეობს. შვიდი ადამიანის, მათ შორის თორნიკე თოშხუას...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე შუქ-ტექნიკა და სანავიგაციო სისტემები სრულად განახლდება – „საქაერონავიგაცია“

by მეგა TV
ივლისი 28, 2026
0
უკრაინაში მებრძოლი ქართველები კოპიტნარის აეროპორტში დააკავეს
ეკონომიკა

„საქაერონავიგაცია“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე შუქ-ტექნიკის და სანავიგაციო სისტემებს სრულად განაახლებს, – ამის შესახებ საქაერონავიგაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ლევან კარანაძემ განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული ულტრათანამედროვე სისტემები სრულად შეესაბამება როგორც...

დაწვრილებითDetails

თაღლითობის ბრლდებით ქუთაისში 2 პირი, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი დააკავეს

by მეგა TV
ივლისი 28, 2026
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების და მუქარის ფაქტებზე, ორი პირი, მათ შორის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების...

დაწვრილებითDetails

უთვალთვალებდა, არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა – დააკავეს კაცი, რომელმაც დაზარალებულს პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტო გაუვრცელა

by მეგა TV
ივლისი 28, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და ადევნების ფაქტზე ერთი პირი დააკავა. უწყების ცნობით, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, აპლიკაცია „ვოთსაპის“ გამოყენებით მოიპოვა და უკანონოდ...

დაწვრილებითDetails

უდიდესი ტკივილი მოგვაყენა – ქუთაისის 37-ე საჯარო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ივლისი 28, 2026
0
ხონში ახალგაზრდა ბიჭი ტრაგიკულად დაიღუპა
მთავარი

"სსიპ ქალაქ ქუთაისის N37 საჯარო სკოლის ადმინისტრაცია, პედაგოგები, თანამშრომლები და მოსწავლეები ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულის, დავით კიკვაძის, გარდაცვალების გამო. დავითის გარდაცვალებამ უდიდესი ტკივილი მოგვაყენა. იგი ყოველთვის დარჩება ჩვენი...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა

by მეგა TV
ივლისი 28, 2026
0
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა
ეკონომიკა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან და ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან ერთად ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო და უკვე განხორციელებული პროექტები...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"