ცოტახნის წინ, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში.
Dianews.ge-ს ინფრომაციით, ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რის შედეგადაც გზიდან გადავიდა და ბოძს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად დაშავებული არ არის.
აღნიშნული შეჯახების შედეგად სოფელში დაზიანდა ელექტრომიმწოდებელი ბოძი, რის გამოც სოფელს არ მიეწოდება ელექტრო ენერგია.
ადგილზე ამ წუთებში იმყოფება კრიმინალური პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფი.










