სანზონაში, ერთერთი საცხოვრებელი კორპუსის ტერიტორიაზე პოლიციამ, სავარაუდოდ, ორი ახალგაზრდა ძალის გამოყენებით დააკავა. ინფორმაცია და ვიდეომასალა ამის შესახებ “მთავარს” თვითმხილველმა მიაწოდა.
“ხმაურის გამო გამოიძახა ალბათ, ვიღაცამ პატრული. უამრავი მანქანა შემოვიდა, დაახლოებით 8 პოლიციის მანქანა და კრიმინალური. ამათ წინააღმდეგობა არ გაუწევიათ, ხმაურის გამო ალბათ ჯარიმა დაუწერეს და ჩატენეს მანქანაში, სამი კაცი ერთ კაცს მანქანაში ტენიდა. შემთხვევა კომენდანტის საათის დროს მოხდა. სადარბაზოდან, რომ გამოჰყავდათ ეს დავინახე. ორი ჩატენეს მანქანაში, არც წინააღმდეგობა გაუწევიათ, არც უგინებიათ… – ამბობს თვითმხილველი.
რა მოხდა სანზონაში და არიან თუ არა დაკავებლები და რის გამო? ამ დეტალების გარკვევას “მთავარი” შსს-ს პრესცენტრში ცდილობს.








