LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
დავით გარეჯის დაცულ ტერიტორიად გადაქცევა, გონიერი და ანგარიშგასაწევი პოზიციაა – პაატა ზაქარეიშვილი

დავით გარეჯის საქმეზე საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

დაპოსტა 2021/01/30-ში
A A
91
ნახვა
გაზიარება

დავით გარეჯის საქმეს საქართველოს საპატრიარქო ეხმაურება. სპეციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეკლესიას აინტერესებს, შეძლებს თუ არა სახელმწიფო მეზობელ ქვეყანასთან სასაზღვრო პრობლემის მოგვარებას.

“მნიშვნელოვანია არა ის, თუ პიროვნულად ვის დაეკისრება პასუხისმგებლობა, არამედ გვაინტერესებს, მართლა ასხვისებს თუ არა ვინმე სახელწიფოს მიწებს? გვაქვს თუ არა შესაძლებლობა ამ პრობლემის მოგვარებისა?”-ეს არის კითხვები, რომლითაც საპატრიარქო საზოგადოებას და ხელისუფლებას მიმართავს. ეს არის კითხვები, რომელზეც გამოძიებას, ბრალდებულებს და პოლიტიკოსებს განსხვავებული პასუხები აქვთ.

“საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია აზერბაიჯანთან სადემარკაციო-სადემილიტაციო კომისიის წევრთა გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებამ.

ეკლესიას, რა თქმა უნდა, აინტერესებს, შეძლებს თუ არა ჩვენი სახელმწიფო მეზობელ ქვეყანასთან სასაზღვრო პრობლემის მოგვარებას, მაგრამ, ამასთანავე, ყველას გვესმის, რომ ეკლესია არ არის დაინტერესებული ადამიანის პატიმრობით და მის მიზანს არ წარმოადგენს ვინმე დასჯილ იქნეს;

მნიშვნელოვანია არა ის, თუ პიროვნულად ვის დაეკისრება პასუხისმგებლობა, არამედ გვაინტერესებს, მართლა ასხვისებს თუ არა ვინმე სახელწიფოს მიწებს? გვაქვს თუ არა შესაძლებლობა ამ პრობლემის მოგვარებისა?

პირველ რიგში, გვინდა გვჯეროდეს, რომ გამოძიება ისეთივე შემართებითა და მიზანდასახულობით მიმდინარეობს, როგორითაც დაიწყო და გააჩინა იმედი.

საზოგადოებას აინტერესებს: მას შემდეგ, რაც ახალი გარემოებები, კერძოდ, რუკები გაჩნდა კომისიის სამუშაო მაგიდაზე, არის თუ არა აზერბაიჯანულ მხარესთან რაიმე კონკრეტული საკითხები გავლილი ან გაანალიზებული? არის თუ არა ჩანიშნული ორმხრივი კომისიის მორიგი სხდომა?

თუ სახელმწიფო აცხადებს, რომ გამოძიება წარმატებით მიმდინარეობს და ივერი მელაშვილმა ბრალი აღიარა, გაუგებრობას იწვევს ის პათოსი, რაც ვიხილეთ მისი გათავისუფლების პირველივე წუთებიდან. კერძოდ, სატელევიზიო ეთერში მისი კადნიერი განცხადება, რომ „ვიღაც ბერი… კელიებთან პოზირებას დაიწყებს“. ეს სიტყვები შეურაცხმყოფელია იმ ადამიანებისთვის, რომელთათვისაც მნიშვნელოვანია ჩიჩხიტურისა და უდაბნოს კომპლექსის პრობლემა. ამასთან, ეს პათოსი ხაზს უსვამს მის პირად დამოკიდებულებას ზოგადად ეკლესიის მიმართ და მეტყველებს მის ცნობიერებაში ამ საკითხის პრობლემად აღქმაზე.

როდესაც ქვეყნის სადარაჯოზე მდგომ სასულიერო პირებს ასე მოიხსენიებს, საკითხავია, რა სასარგებლო საქმე შეასრულა თავად მან კომისიაში მუშაობისას? როგორც ფარული ჩანაწერის მოსმენისას გავიგეთ, ის ამბობს, რომ ერთი გოჯი ვერ დაათმობინეს აზერბაიჯანს იქიდან, რაც მათ მოითხოვეს… და რა ეამაყება ან რა აძლევს ივერი მელაშვილს ასეთი კადნიერების საფუძველს? რა შესძინა მან ქვეყანას? მისი საქმიანობა ხომ მარტივად დაიყვანება აზერბაიჯანის მიერ მოთხოვნილი მიწების შეუპასუხებლად გაფორმებაზე?

სახელმწიფოს ტვირთია, სიტყვა აქციოს საქმედ და დღეს ასე აგორებულ ვნებათაღელვაში საზოგადოებასა და ეკლესიას დაუმტკიცოს, რომ გაჩენილი ეჭვები გარეჯის საკითხის პარტიულ-პოლიტიკურ კომბინაციებში გამოყენების შესახებ მხოლოდ ეჭვებია და აპირებს, ეს საქმე ბოლომდე მიიყვანოს,”- აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.

გაზიარება36

დაკავშირებული -პოსტები

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხმაური და დაპირისპირება იყო

by მეგა TV
ივლისი 28, 2026
0
თბილისის საქალაქო სასამართლოში ხმაური და დაპირისპირება იყო
მთავარი

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხმაური და დაპირისპირება იყო. მანდატურებმა თბილისის საკრებულოს წინ დაკავებული აქტივისტების მხარდამჭერები შენობიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს. სასამართლოში საკრებულოსთან დაკავებული აქტივისტების პროცესები მიმდინარეობს. შვიდი ადამიანის, მათ შორის თორნიკე თოშხუას...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე შუქ-ტექნიკა და სანავიგაციო სისტემები სრულად განახლდება – „საქაერონავიგაცია“

by მეგა TV
ივლისი 28, 2026
0
უკრაინაში მებრძოლი ქართველები კოპიტნარის აეროპორტში დააკავეს
ეკონომიკა

„საქაერონავიგაცია“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე შუქ-ტექნიკის და სანავიგაციო სისტემებს სრულად განაახლებს, – ამის შესახებ საქაერონავიგაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ლევან კარანაძემ განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული ულტრათანამედროვე სისტემები სრულად შეესაბამება როგორც...

დაწვრილებითDetails

თაღლითობის ბრლდებით ქუთაისში 2 პირი, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი დააკავეს

by მეგა TV
ივლისი 28, 2026
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების და მუქარის ფაქტებზე, ორი პირი, მათ შორის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების...

დაწვრილებითDetails

უთვალთვალებდა, არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა – დააკავეს კაცი, რომელმაც დაზარალებულს პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტო გაუვრცელა

by მეგა TV
ივლისი 28, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და ადევნების ფაქტზე ერთი პირი დააკავა. უწყების ცნობით, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, აპლიკაცია „ვოთსაპის“ გამოყენებით მოიპოვა და უკანონოდ...

დაწვრილებითDetails

უდიდესი ტკივილი მოგვაყენა – ქუთაისის 37-ე საჯარო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ივლისი 28, 2026
0
ხონში ახალგაზრდა ბიჭი ტრაგიკულად დაიღუპა
მთავარი

"სსიპ ქალაქ ქუთაისის N37 საჯარო სკოლის ადმინისტრაცია, პედაგოგები, თანამშრომლები და მოსწავლეები ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულის, დავით კიკვაძის, გარდაცვალების გამო. დავითის გარდაცვალებამ უდიდესი ტკივილი მოგვაყენა. იგი ყოველთვის დარჩება ჩვენი...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა

by მეგა TV
ივლისი 28, 2026
0
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა
ეკონომიკა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან და ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან ერთად ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო და უკვე განხორციელებული პროექტები...

დაწვრილებითDetails

28 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, ახალგაზრდა კაცი დააკავეს

by მეგა TV
ივლისი 28, 2026
0
სამეგრელოში მერვე კლასელი გოგო სავარაუდოდ მამამ გააუპატიურა
მთავარი

ბახმაროში, 28 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, ახალგაზრდა კაცი დააკავეს - ბრალდებული პოლიციამ დღეს დილით დააკავა. ქალი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. "პირველების" ინფორმაციით, ის ჩვენებაში წერს, რომ სესუალური ძალადობა რამდენიმე დღის წინ...

დაწვრილებითDetails

ყვიროდნენ, პულსი არ ესინჯებაო, ოთხი შვილის მამა დაიღუპა – ცნობილია ბათუმში დაღუპული კაცის ვინაობა

by მეგა TV
ივლისი 28, 2026
0
ყვიროდნენ, პულსი არ ესინჯებაო, ოთხი შვილის მამა დაიღუპა – ცნობილია ბათუმში დაღუპული კაცის ვინაობა
მთავარი

“ოთხი შვილის მამა დაიღუპა… ყვიროდნენ, პულსი არ ესინჯებაო” – ბათუმში ავარიას  39 წლის ლევან ლორთქიფანიძე ემსხვერპლა. ის ოჯახთან ერთად ხელვაჩაურში ცხოვრობდა. რა გახდა ავარიის მიზეზი, ამას სამართალდამცავები დაადგენენ. “ძალიან მძიმე...

დაწვრილებითDetails

14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს

by მეგა TV
ივლისი 28, 2026
0
გოგონაზე სექსუალური ძალადობის მცდელობაში 60 წლამდე მამაკაცს ადანაშაულებენ
მთავარი

14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით, სკოლის მოსწავლის ბიძა დააკავეს - შემთხვევა გურიაში გუშინ მოხდა - ინფორმაციას "ტვ პირველი" ავრცელებს. როგორც TV პირველს ადგილობრივები უყვებიან, 14 წლის გოგოზე სექსუალურად მოზარდის სახლში...

დაწვრილებითDetails

ქვეყანა დენთის კასრზე ზის, სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზეა და იმედი მაქვს, პატრიარქის ხმას გავიგებთ – ფიქრია ჩიხრაძე

by მეგა TV
ივლისი 28, 2026
0
ივანიშვილის შექმნილი რუსული ყაიდის მმართველობითი სისტემა, რომელიც დაფუძნებულია შიშზე, იძულებაზე, ადამიანების კონტროლზე, ინგრევა, ამ ნგრევის დადასტურებაა განათლების მინისტრის უეცარი გადადგომა- ფიქრია ჩიხრაძე
მთავარი

ქვეყანა დენთის კასრზე ზის, სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზეა - საპატრიარქომ ამაზე ხმა უნდა ამოიღოს. იმედი მაქვს, პატრიარქის ხმას გავიგებთ, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ფიქრია ჩიხრაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"