მეგან მარკლს ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ყველაზე მეამბოხე წევრს უწოდებენ. მან ნამდვილად შეცვალა პრინცის ცხოვრება და არაერთი სამეფო ტრადიცია დაარღვია. როგორც მედია სამეფო ოჯახთან დაკავშირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, მეგანი დედოფალ ელისაბედის კეთილგანწყობით ვერ სარგებლობს, თუმცა სავარაუოდ, ეს ფაქტი თავად მარკლს არ აღელვებს. მას უბრალოდ სურს მშვიდად იცხოვროს თავის ოჯახთან ერთად.
სანამ პრინც ჰარის ცოლი გახდებოდა, ბრიტანული ტაბლოიდები ბევრს წერდნენ მის წარსულზე და ამბობდნენ, რომ მისი ძველი ცხოვრების წესი არისტოკრატიისთვის შეუფერებელი იყო. მართალია, მსახიობმა შეიცვალა ჩაცმის სტილი და მედიაშიც ხშირად აღარ ჩნდება, თუმცა ინტერნეტში დღემდე მოიპოვა მისი ძველი ფოტოები. სურათები, რომლებიც ნამდვილ და ლაღ მეგან მარკლს ასახავენ და ფოტოები, რომელთა არსებობაც, დიდი ალბათობით, სამეფო ოჯახს სულაც არ სიამოვნებს.
1. ფოტოები მეგან მარკლის გამოსაშვები საღამოდან
ინტერნეტში არსებობს მეგანის გამოსაშვები საღამოს ფოტოები, სადაც ჩანს, თუ როგორ ერთობა ის, როგორ მხიარულად ატარებს დროს მეგობრებთან ერთად. თუმცა გართობის ასეთი ფორმა ბრიტანული მაღალი საზოგადოებისთვის სეუფერებელია.

2. მეგან მარკლის ფოტოები მისი პირველი ფოტოსესიიდან
მეგან მარკლი 22 წლის იყო როდესაც პირველი ოფიციალური ფოტოსესია მოეწყო მისთვის და სურათებში საკმაოდ სექსუალურად გამოიყურება. მეგანს ფოტოები გადაუღეს General Hospital-სთვის, სადაც პირველად გამოჩნდა ეკრანზე. ეს ფოტოები გადაღებულია 8 წლით ადრე მანამდე, სანამ პოპულარულ სერიალ Suits-ში რეიჩელის როლს შეასრულებდა.
3. მეგანი იყო პოპულარული შოუს, Deal Or No Deal-ის წევრი და ჩემოდნის დამტარებელი გოგონა
აღსანიშნავია, რომ ცხოვრების ამ ეტაპით მეგანი თავადაც არ ამაყობს, თუმცა სამეფო ოჯახისთვის მისი ამგვარი სამსახური კატეგორიულად მიუღებელია და ამჯობინებენ, რომ ფოტოები, რომელიც მარკლის აღნიშნულ სამსახურს ასახავს, საერთოდ არ არსებობდეს.
4. მეგანისა და მისი ყოფილი ქმრის, პროდიუსერ ტრევორ ენგელსონის ფოტოები
სანამ პრინც ჰარის გაჰყვებოდა ცოლად, მეგან მარკლი დაქორწინებული იყო პროდიუსერ ტრევორ ენგელსონზე. წყვილმა ერთმანეთი 2004 წელს გაიცნო, 2011 წელს დაქორწინდნენ, ხოლო 2013 წელს ერთმანეთს დაშორდნენ. ეს კიდევ ერთი თავია მეგან მარკლის ცხოვრებიდან, რომელზე საუბარიც სამეფო ოჯახისთვის არცთუ ისე სასიამოვნოა.
5. მეგან მარკლის, როგორც შოუ ბიზნესის აქტიური წარმომადგენლის ფოტოები
მას შემდეგ, რაც მეგანი სერიალ Suit-ში გამოჩნდა, მან დიდი წარმატება მოიპოვა და ხშირად იყო სხვადასხვა დაჯილდოებების სტუმარი, ხშირად ჩნდებოდა წითელ ხალიჩაზე, ხოლო მისი მაშინდელი სტილი შეუფერებელი იყო სამეფო ოჯახის სტილისთვის. ამიტომაც იმ პერიოდის ფოტოების ნახვა ბრიტანული არისტოკრატიისთვის სასიამოვნო სულაც არ არის.





















