ჰოლივუდელი მსახიობი – სისელი ტაისონი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას BBC News იუწყება.
წყაროს მიხედვით, ყოფილი მოდელისა და მსახიობის გარდაცვალების მიზეზი უცნობია.

სისელის ბევრ მიღწევებთან ერთად, 1974 წელს, ორი “ემის” ჯილდო აქვს მოპოვებული. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ იგი პირველი შავკანიანი ქალი გახდა, რომელმაც წინა საუკუნის 60-იან წლებში, სატელევიზიო სერიალში მთავარი პერსონაჟის როლი მოირგო.
2016 წელს, მას თავისუფლების საპრეზიდენტო მედალიც გადაეცა. ბარაკ ობამას თქმით, სისელის, როგორც მსახიობის მიღწევებმა ისტორიის მიმდინარეობა განსაზღვრა.
2018 წელს კი, იგი პირველი აფრო-ამერიკელი ქალი გახდა, რომელმაც “საპატიო ოსკარის” ჯილდო მოიპოვა.











