2019 წლის 1 იანვრის მდგომარეობით საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 723.5 ათასი
კაცი შეადგინა, ხოლო მოსახლეობის სიმჭიდროვემ 1 კვ. კმ-ზე – 65.1 კაცი.
2018 წელს დაფიქსირდა დადებითი ბუნებრივი მატება (4 614 კაცი) და უარყოფითი
მიგრაციული სალდო (-10 783 კაცი).
საქართველოს მოსახლეობის 58.7 პროცენტი ცხოვრობს საქალაქო დასახლებებში. ამასთან,
დედაქალაქის მოსახლეობა მთლიანი მოსახლეობის თითქმის მესამედია და ყველაზე მჭიდროდ
დასახლებულია (2 322.5 კაცი 1 კვ.კმ.-ზე) სხვა რეგიონებთან შედარებით. ყველაზე მცირე
მოსახლეობა ცხოვრობს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (29.7 ათასი კაცი) და
მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კვ.კმ.-ზე არ აღემატება 7 კაცს.
რაც შეეხება იმერეთის მოსახლეობის რიცხოვნობას 2019 წლის 1 იანვრის მდგომარეობთ იგი 497.4 ათას კაცს შეადგენს, რაც 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (507.0) 9.6 ათასით ნაკლებია. აღსანიშნავია რომ 244.9 ათასი ადამიანი ქალაქად 252.5 ათასი კი სოფლად ცხოვრობს. იმერეთში მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კვ.კმ.-ზე 77.5 კაცია.
აღსანიშნავია რომ იმერეთში ყველაზე მეტი 138.2 ათასი ადამიანი ქუთაისში, ყველაზე ნაკლები 19.8 ათასი ადამანი კი ტყიბულის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს. ქუთაისში 2019 წელს, 2018 წელთან შედარებით მოსახლეობა 2.8 ათასი ადამიანითაა შემცირებული.
2019 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის 41 პროცენტი მამაკაცი, ხოლო 51.9 პროცენტი ქალია.
უფროსი ასაკის მოსახლეობაში ქალები ჭარბობენ მამაკაცებს, რაც გამოწვეულია მამაკაცებთან
შედარებით ქალების უფრო მაღალი სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობით.
საქართველოში, ქალთა და მამაკაცთა სიცოცხლის მოსალოდნელ ხანგრძლივობას შორის
განსხვავება 8.5 წელს შეადგენს.