შემთხვევა რუსთავში მოხდა. 12 წლის მოზარდი მრავალსართულიანი ბინის მესამე სართულიდან გადმოვარდა.
გავრცელებული ინფორმაციით, იგი მესამე სართულის აივანზე იყო, რა დროსაც ცუდად გახდა და გადმოვარდა.
როგორც იუწყებიან, მოზარდი მრავლობითი მოტეხილობებით, ჯერ რუსთავის საავადმყოფოში, ხოლო შემდეგ თბილისში, იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.
ექიმის ინფორმაციით მდგომარეობა მძიმე მაგრამ სტაბილურია და სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები არ აღენიშნება.










