ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანაში რამდენიმე დღის წინ 48 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით ის მაშინ დაიღუპა, როცა ქარხანაში მეტალის დნობისას გადმოსული ცეცხლის ჩაქრობას ცდილობდნენ. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გამონაბოლქვით ინტოქსიკაცია სახელდება. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთინების იმერეთის ოფისის კოორდინატორის ირაკლი მხეიძის თქმით ქარხნის ადმინსიტრაცია ფაქტის დამალვას ცდილობს . შსს ინფორმაციით ფაქტზე გამოძიება 240-ე მუხლის მეორე ნაწილითაა დაწყებული, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ – 21 აპრილს მიცვალებულთა ხსენების დღეა
დღეს მიცვალებულთა ხსენების დღეა. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ სიონის საპატრიარქო ტაძარში დიდი პანაშვიდი გადაიხადა. ლოცვა მიცვალებულთათვის სანატრელსა შინა დაძინებასა, საუკუნო განსვენება მიჰმადლე უფალო, სულთა მიცვალებულთა, მონათა...









