ორი მოქალაქე დაშავდა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში.
ერთმანეთს ორი მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.
შეჯახების შედეგად, მსუბუქ ავტომობილში მყოფმა ორმა მგზავრმა, მრავლობითი სახის დაზიანებები მიიღო.
დაშავებულები სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ექიმების განმარტებით, ამ წუთებში დაშავებულ მოქალაქეებს შესაბამისი კვლევები უტარდებათ.
წინასწარი ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები.










