მძღოლმა ძაღლი მანქანის საბარგულ გამობა და შუა ქუჩაში მიათრევდა. ამის შესახებ ინფორმაციას dailymail აქვეყნებს. ვიდეო ყაზახეთშია გადღებული 7 იანვარს . ვიდეოში ასევე კარგად ჩანს სისხლის კვალი გზაზე, რომელსაც მანქანაზე გამობმული ძაღლი ტოვებს.
მძღოლი სხვა მგზავრებმა ძალით გააჩერეს. კითხვაზე რა რატომ აკეთებდა ამას პასუხი არ გაუცია. მან ძაღლი აიყვანა და საბარგულში ჩააგდო.
მოგვინებით ჯგუფმა “კეთილი გულები” დაპოსტა ვიდეო სასწაულებრივად გადარჩენილი ძაღლის .
ცხოველი მაშინვე კლინიკაში გადაიყვანეს და მას ტკივილგამაყუჩებლები გაუკეთეს. ძაღლს ღრმა ჭრილობები ქონდა.
ავტომობილის მძღოლი დაკავებულია. როგორც მან პოლიციას განუცხადა ძაღლი მეგობრის თხოვნით გადაყავდა, საბარგული მგზავრობისას შემთხვევით გაიღო და ძაღლი გადმოვარდა.
თუმცა საეჭვოა ის რომ მას ცხოველისათვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენა და კლინიკაში გადაყვანა არ უცდია , მიატოვა. ” ეს არის ცხოველებისადმი გამოჩენილი კიდევ ერთი მძიმე ფაქტი ჩვენს ქალაქში”- აცხადებენ ცხოველთა უფლებების დამცველები.










