წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტმა რეგიონალური განვითარების ფონდიდან გამოყოფილ თანხებთან ერთად, წელს 20 783 000 ლარი შედაგინა. მუნიციპალიტეტის მერის გრიგოლ იოსელიანის განმარტებით კვლავ პრიორიტეტულ მიმართულებებად რჩება ინფრასტრუქტურა და სოციალური პროგრამები. ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის მუნიციპალიტეტმა რეგიონული განვითარების ფონდიდან 4 173 000 ლარი მიიღო , მას ადგილობრივი ბიუჯეტიდან 200 000 ლარი ემატება . შედეგად წყალტუბოში 9 მსხვილი პროეტის განხორციელბაა დაგეგმილი. რაც შეეხება სოციალურ მიმართულებას იგი წელს 1 400 900 ლარით დაფინანსდება. ბიუჯეტის ძირითად ფინანსურ მახასიათებლებთან ერთად მერმა ისეთ საკითხებზეც ისაუბრა როგორიცაა: ნამახვან ჰესის მშენებლობა, წყალტუბოს გენგეგმის შემუშავება და დევნილების საკითხი.
ბაღდათი-კაკასხიდი-სოფელ ხანის დამაკავშირებელი გზის დაზიანებული მონაკვეთის აღდგენა მიმდინარეობს
ბაღდათში, სოფელ ხანში მიმდინარეობს ქ.ბაღდათი-კაკასხიდი-სოფელ ხანის დამაკავშირებელი გზის დაზიანებული მონაკვეთის სრულმასშტაბიანი აღდგენა. სამუშაოების ღირებულება 4 779 779 ლარს შეადგენს და პროექტი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების ფონდის ბიუჯეტიდან ფინანსდება. ბაღდათის მუნიციპალიტეტის...








