რა ხდება სარესტორნო ბიზნესში? როგორ უძლებენ კაფე-ბარები კოვიდ პანდემიით განპირობებლ რეგულაციებს და ახერხებენ თუ არა ისინი თავის გადარჩენას? ამ კითხვებით მეგა ტვ-მა ჰაკერ ფშორის ერთ-ერთი მმართველი ბესო ადეიშვილი ჩაწერა. როგორც მან ონლაინ ინტერვიუს დროს განგვიმარტა ამ ეტაპზე დაწესებულება მთლიანად გატანის სერვისზეა დამოკიდებული. დაიშვა საშვები და ახლა ისინი ღამის საათებშიც წარმატებით მუშაობენ, თუმცა არსებული საკამრისი არაა . „შემოსავალი განახევრებულია“- აღნიშნა ადეიშვილმა. შემცირებულია თანამშრომლების რაოდენობაც . ახლა ისინიც დადებითი ცნობების მოლოდინში არიან.
ავარიას 2 ახალგაზრდა ემსხვერპლა
ახალციხეში, სოფელ აწყურში, სტადიონთან ავარია მოხდა, შემთხვევის შედეგად 2 პირი გარდაიცვალა, 2 კი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მანქანა ცხენს შეეჯახა. ინფორმაციას „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს. დაშავებული ახალგაზრდები კლინიკაში არიან გადაყვანილები....








