LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
უცხოპლანეტელები მზის სისტემას 2017 წელს ეწვივნენ –  ავი ლიობი

უცხოპლანეტელები მზის სისტემას 2017 წელს ეწვივნენ – ავი ლიობი

დაპოსტა 2021/01/04-ში
A A
712
ნახვა
გაზიარება

აშშ-ის მასაჩუსეტსის შტატში მდებარე ჰარვარდის უნივერსიტეტის ასტონომიის კათედრის ხელმძღვანელის, პროფესორ ავი ლიობის განცხადებით, ოუმუამუას სახელით ცნობილი ვარსკვლავთშორისი ობიექტი, რომელიც ჩვენს მზის სისტემას 2017 წელს ეწვია, არამიწიერი არსებების მიერ შექმნილი ტექნოლოგიის ნიმუშია. ამის შესახებ მეცნიერი საკუთარ წიგნში “უცხოპლანეტელები: გონიერი ცივილიზაციის პირველი ნიშანი დედამიწის მიღმა” საუბრობს, რომელიც მიმდინარე წლის 26 იანვარს გამოქვეყნდება.

კოსმოსური ობიექტი, რომლის წარმომავლობის საკითხიც მეცნიერთა შორის დღემდე დავის საგნად რჩება, ასტრონომებმა ჰავაის კუნძულებზე განლაგებული ტელესკოპების Pan-STARRS საშუალებით 2017 წლის 19 ოქტომბერს აღმოაჩინეს, როდესაც ის ჩვენი პლანეტიდან 33 მილიონი კილომეტრით იყო დაშორებული. სახელწოდება “ოუმუამუა” ადგილობრივი მოსახლეობის ენაზე “მზვერავს” ნიშნავს. თავდაპირველად ის კომეტად მიიჩნიეს, თუმცა მოგვიანებით ჰიპერბოლური ასტეროიდის კლასიფიკაცია მიანიჭეს. მკვლევართა ვარაუდით, ობიექტი მზის სისტემისკენ ქნარის თანავარსკვლავედის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავის, ვეგას მიმდებარე სივრციდან გამოემართა, 2017 წლის 9 სექტემბერს კი ჩვენს მნათობს მიუახლოვდა. ამავე თვის ბოლოს ობიექტმა დაახლოებით 95 ათასი კმ/სთ სიჩქარით პლანეტა ვენერას, 2 ოქტომბერს კი დედამიწას ჩაუარა, გეზი პეგასის თანავარსკვლავედისკენ აიღო და გაუჩინარდა. ასტრონომები ოუმუამუას 11 დღის განმავლობაში აკვირდებოდნენ, თუმცა მისთვის მაღალი გარჩევადობის სურათის გადაღება ვერ მოხერხდა.

ტელესკოპებით დაფიქსირებული ვარსკვლავთშორისი ობიექტი ოუმუამუა. ფოტო: ESO
ტელესკოპებით დაფიქსირებული ვარსკვლავთშორისი ობიექტი ოუმუამუა. ფოტო: ESO

თავის ახალ წიგნში ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორმა კოლეგების მოსაზრებებისგან განსხვავებული ვარაუდი გამოთქვა და ოუმუამუა არამიწიერი ცივილიზაციის მიერ შექმნილ ტექნოლოგიას დაუკავშირა. საკუთარ შეხედულებას აბი ლიობი რამდენიმე არგუმენტით ამყარებს. ობიექტი თავისივე სიგანესთან შედარებით 5-10-ჯერ უფრო გრძელია მაშინ, როდესაც აქამდე აღმოჩენილ არცერთ ბუნებრივად წარმოქმნილ კოსმოსურ სხეულს მსგავსი ფორმა არ ჰქონია. ამის გარდა, ეს უკანასკნელი მზის სისტემის ასტეროიდებთან და კომეტებთან შედარებით 10-ჯერ კაშკაშა იყო, რაც იწვევს ეჭვს, რომ ის მბზინავი ლითონისგანაა დამზადებული.

უცხოპლანეტური წარმომავლობის დამადასტურებელი კიდევ ერთი ნიშანი, პროფესორის აზრით, ოუმუამუას მოძრაობის თავისებურებაა. მზესთან მიახლოებისას, ტემპერატურის მატებასთან ერთად, კომეტაზე არსებული, ერთ დროს გაყინული აირები თავისუფლდება და ციურ სხეულზე რაკეტის ძრავის მსგავსად ზემოქმედებს, რაც მის აჩქარებას იწვევს, გადაადგილებისას გამოყოფილი ნივთიერება კი სივრცეში კვალს ტოვებს. ვარსკვლავისგან დისტანცირებასთან ერთად კი, კომეტის სვლაც თანდათან ნელდება. აბი ლიობის თქმით, ოუმუამუას შემთხვევაში ყველაფერი სხვაგვარად მოხდა. მზესთან დაშორების შემდეგ ის უმნიშვნელოდ, თუმცა მაინც აჩქარდა, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ობიექტზე გრავიტაციის გარდა, სხვა ძალაც მოქმედებდა. ამასთანავე, დაკვირვების შედეგად ასტრონომებმა ვერც ოუმუამუას მიერ დატოვებული მტვრის ან აირის კვალი აღმოაჩინეს.

ავი ლიობი განმარტავს, რომ ჩვენს განკარგულებაში დღეს არსებული ხელსაწყოები ასეთი სახის კოსმოსურ ობიექტებზე სრულფასოვანი დაკვირვების საშუალებას არ იძლევა. მეცნიერი იმედოვნებს, რომ ტექნოლოგიების შემდგომი განვითარება ოუმუამუას მსგავსი კიდევ ბევრი ობიექტის აღმოჩენისა და შესწავლის შესაძლებლობას გააჩენს, რაც სამყაროში ჩვენი ცივილიზაციის კუთვნილი ადგილის განსაზღვრაში დაგვეხმარება.

popx.ge

გაზიარება285

დაკავშირებული -პოსტები

მისი სუნი სძულთ – როგორ უნდა დააფრთხოთ ბუზები

by მეგა TV
ივლისი 7, 2026
0
მისი სუნი სძულთ – როგორ უნდა დააფრთხოთ ბუზები
მთავარი

ზაფხულში ყველაზე სუფთა ბინაც კი არ არის იმუნური ბუზების მიმართ. მწერები ადვილად შედიან ღია ფანჯრებიდან, განსაკუთრებით თუ ოთახში საკვების ან ხილის სუნი დგას. რეგულარული დალაგება, ნაგვის გატანა და ჭურჭლის რეცხვაც...

დაწვრილებითDetails

მთავარი რიტუალი, რომელიც დღეს სურვილის ასასრულებად უნდა გააკეთოთ

by მეგა TV
ივლისი 7, 2026
0
მთავარი რიტუალი, რომელიც დღეს სურვილის ასასრულებად უნდა გააკეთოთ
მთავარი

თაკო მელიქიშვილი სოციალურ ქსელში რიტუალს გვიზიარებს, რომელიც 7 ივლისს უნდა გააკეთოთ. „07.07 აიღეთ ერთი ჭიქა წყლით სავსე. წარმოიდგინეთ თქვენი ყველაზე მთავარი სურვილი ის, რომლის გახსენებაზეც გულში სითბოს გრძნობთ. შემდეგ მშვიდად...

დაწვრილებითDetails

ძლიერ სიცხეში ვერ იძინებთ? ხრიკი, რომელიც დაგეხმარებათ

by მეგა TV
ივლისი 4, 2026
0
რა უნდა იცოდეთ თუ გაღვიძებისას თავი გტკივათ
მთავარი

ზაფხულის ცხელი ღამეები ნამდვილ გამოწვევად იქცევა ხოლმე - შეხუთული ჰაერი და მაღალი ტემპერატურა ორგანიზმს მოდუნების საშუალებას არ აძლევს, რის გამოც გვიანობამდე ვერ ვიძინებთ, ღამით კი ხშირად გვეღვიძება. თუკი საძინებელში კონდიციონერი...

დაწვრილებითDetails

აღმოჩენილია სოკო, რომელსაც კიბოს უჯრედების განადგურება შეუძლია

by მეგა TV
ივლისი 3, 2026
0
აღმოჩენილია სოკო, რომელსაც კიბოს უჯრედების განადგურება შეუძლია
მთავარი

იშვიათი სოკო, სახელად Antrodia cinnamomea, მხოლოდ ტაივანში ერთ კონკრეტულ, გადაშენების პირას მყოფ ხესთან იზრდება. ამ სოკოს ხალხურ მედიცინაში დიდი ხანია იყენებენ და კვლევებით დადგინდა, რომ მას კიბოსთან ბრძოლის უნარიც აქვს....

დაწვრილებითDetails

რა ღირს ერთი გრამი ოქრო ­და ვ­ერცხლი საქართველოში?

by მეგა TV
მაისი 6, 2026
0
რა ღირს ოქრო და ვერცხლი საქართველოში?
მთავარი

მსოფლიო ბირჟებზე ოქრო ფასმა მცირედით მოიმატა. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 677 დოლარი გახდა, რაც დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასზე 2.65%-იან მატებას წარმოადგენს. რაც შეეხება...

დაწვრილებითDetails

ოკეანეში ლურჯი ვეშაპები დადუმდნენ – რა საფრთხეზე საუბრობენ მეცნიერები

by მეგა TV
აგვისტო 10, 2025
0
ოკეანეში ლურჯი ვეშაპები დადუმდნენ – რა საფრთხეზე საუბრობენ მეცნიერები
მთავარი

ლურჯი ვეშაპები კალიფორნიის სანაპიროსთან საეჭვოდ დადუმდნენ - მეცნიერების თქმით, ეს საფრთხის ზრდის ნიშანია კა­ლი­ფორ­ნი­ის სა­ნა­პი­როს­თან ლურ­ჯი ვე­შა­პე­ბის ხმა უფრო შე­სუს­ტდა, რა­მაც მეც­ნი­ე­რე­ბი შე­აშ­ფო­თა. ისი­ნი თვლი­ან, რომ დუ­მი­ლი ეკო­სის­ტე­მის­თვის საფრ­თხის გაზ­რდის...

დაწვრილებითDetails

დღეს განსაკუთრებული სავსემთვარეობაა – რა უნდა იცოდეთ

by მეგა TV
აგვისტო 9, 2025
0
დღეს ღამე დედამიწის მოსახლეობა ლურჯ სუპერმთვარეს ნახავს
მთავარი

2025 წლის 9 აგვისტოს სავსე მთვარეა. მას ძველად "ზუთხის" მთვარეს უწოდებდნენ, რადგანაც მრავალი ტომი თევზაობისათვის ზაფხულის ბოლო სავსე მთვარეს საუკეთესო პერიოდად მიიჩნევდა. 9 აგვისტოს სავსე მთვარე ლომ-მერწყულის ღერძის გასწვრივ გაივლის,...

დაწვრილებითDetails

5 აგვისტო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე დღე იქნება

by მეგა TV
აგვისტო 5, 2025
0
29 სექტემბრიდან სამყარო უნიკალური ციური მოვლენის მომსწრე გახდება
მთავარი

მეც­ნი­ე­რე­ბის თქმით, სამ­შა­ბათს დე­და­მი­წის ბრუნ­ვა აჩ­ქარ­დე­ბა, რაც 5 აგ­ვის­ტოს ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მოკ­ლე დღედ აქ­ცევს. მთვა­რის გრა­ვი­ტა­ცი­უ­ლი მი­ზი­დუ­ლო­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი ცვლი­ლე­ბა პლა­ნე­ტის პო­ლუ­სებ­თან ოდ­ნავ უფრო სწრა­ფად ბრუნ­ვას გა­მო­იწ­ვევს, რაც ჩვე­ულ 24-სა­ა­თი­ან...

დაწვრილებითDetails

სტრესის დაძლევის 10 საიდუმლო, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს

by მეგა TV
მაისი 25, 2025
0
სტრესის დაძლევის 10 საიდუმლო, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს
მთავარი

კვირა ის დღეა, როდესაც არ უნდა ვიფიქროთ სამსახურზე ან ყოველდღიურ სირთულეებზე. ბევრი ჩვენგანისთვის დასვენების დღეხ კი შეიძლება სტრესული იყოს, თუ არ ვიცით, როგორ მოვიქცეთ სწორად. გთავაზობთ  10 რჩევას, რომელიც  სტრესის მართვასა...

დაწვრილებითDetails

დღეს სარკისებური დღეა – შეგიძლიათ ფინანსური ბარაქა მოიზიდოთ

by მეგა TV
მაისი 25, 2025
0
დღეს სარკისებური დღეა – შეგიძლიათ ფინანსური ბარაქა მოიზიდოთ
მთავარი

25.05.2025 – სარკისებული დღეა და შეგიძლიათ ფინანსური ბარაქა მარტივად მოიზიდოთ. ეს თარიღი უნიკალურია ასახავს სიმეტრიისა და ენერგეტიკული ჰარმონიის ძლიერ კოდს. ასეთი თარიღები ითვლება ენერგეტიკულ კარიბჭედ, როცა სამყაროსთან კომუნიკაცია ძლიერდება და...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"