ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 538 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 2 766 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 41 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ განახლდა.
Stopcov.ge-ს მონაცემებით, საქართველოში:
- კორონავირუსით ინფიცირებულია – 222 143
- გამოჯანმრთელებულია – 206 313
- გარდაცვლილია – 2 418
- ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 4769, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 1955, PCR ტესტით – 2814
- კარანტინის რეჟიმში – 427
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 5624
- კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 1311
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 81 მილიონს გადააჭარბა – მათგან გამოჯანმრთელდა 57 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1,7 მილიონზე მეტი










