ქუთაისის ბაღებში სასწავლო პროცესი განახლდა. 37-ვე ფილიალში სწავლა ერთროულად დაიწყო. ბაღებმა წელს 2 500-მდე ახალი აღსაზრდელი მიიღეს. განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდა სასწავლო პროცესის დაწყებას ქუთაისის ნომერ 33 საბავშვო ბაღი. ბაღს ახალი ფლიგელი დაემატა შესაბამისად წლევანდელი წლიდან ბაღი დამატებით 65 ბავშვის მიღებას შეძლებს.
სასწავლო პროცესის დაწყება პატარებს ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძრანელმა დავით წიტაიშვილმა მიულოცა. მისი განმარტებით წლევანდელ წელს ორ ბაღს დაემატა ახალი ფლიგელი #33-ეს და #15-ეს, ხოლო 2020 წელს ქუთაისში ახალი ბაღის მშენებლობაა დაგეგმილი.