ქუთაისელი თავისუფალი სტილით მოჭიდავე ბექა ლომთაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
ლომთაძემ ყაზახეთის დედაქალაქ ნურსულთანში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე 61 კგ. წონითი კატეგორიის ფინალში რუსი იდრისოვო 6-1 დაამარცხა.
ნახევარფინალში მან ინდოელ ავარეს 10:6 მოუგო, მანამდე კი მეოთხედფინალში ამერიკელი ტაილერ ლი გრაფი 3:1 დაამარცხა.