ის უბრალოდ ადგა და 32 მლრდ შესწირა ქველმოქმედებას.
“ეს ჩემი ვალია კაცობრიობის წინაშე” – განაცხადა საუდის არაბეთის პრინცმა სალ ვალიდ იბნ ტალალმა ჟურნალ “Forbes” კითხვაზე – “მე ვერ წავიღებ ამ ფულს საფლავში,მინდა რომ კეთილ საქმეს მოხმარდეს,ჩვენს ირგვლივ იმდენი ადამიანია რომლებსაც ჩვენი დახმარება სჭირდებათ.ვიღაც ავადმყოფობას ებრძვის,ვიღაც კარგ განათლებას მიიღებს,ვიღაც თავის ცხოვრებას კარდინალურად შეცვლის.
მე შემიძლია სამყარო ოდნავ მაინც შევცვალო უკეთესობისკენ და მე ამას გავაკეთებ!”
თანხები ძირითადად მოხმარდება – სხვადასხვა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლას,ქალების უფლებების გაძლიერებას, ახალგაზრდების განათლების წახალისებას,სკოლებისა და ბაღების მშენებლობას,სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობის და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ღარიბი მოსახლეობის დახმარებას.სალ-ვალიდი იმედოვნებს, რომ მისი ძალისხმევა სამყაროს უფრო ტოლერანტულს გახდის.
წყარი: doctrina.ge