LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
საქართველოს მთავრობამ გრიპის ვაქცინის 10 ათასი დოზა აფხაზეთს გადასცა

როდის გამოჩნდება კორონავირუსის ვაქცინა საქართველოში

დაპოსტა 2020/12/08-ში
A A
242
ნახვა
გაზიარება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კოვიდის წინააღმდეგ ვაქცინის მიღების დაახლოებითი დროა მარტი-აპრილის თვეები. მისივე თქმით, ქვეყანას ჯამში 700 ათასი ადამიანის ასაცრელად საჭირო 1 400 ათასი დოზა ვაქცინის შეძენა ჯამში 17 მილიონი დოლარი უჯდება.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ჯერჯერობით ცნობილი არ არის, რომელ ვაქცინაზე შეაჩერებს არჩევანს საქართველო, თუმცა სამი შესაძლო სცენარი მზადდება, სხვადასხვა ვაქცინის მისაღებად ქვეყნის მომზადებისთვის.

„ჩვენ უკვე წინასწარი შენატანი 4 მილიონი დოლარის ოდენობით გადარიცხული გვაქვს, სულ ჯდება 17 მილიონი დოლარი 700 ათასი ადამიანის ანუ მოსახლეობის 20%-ის აცრა, ვყიდულობთ 1 400 ათას დოზას კოვაქს პლატფორმით. ჩვენ არ ვიცით ჯერ, რომელს შევისყიდით ამ დამტკიცებული ვაქცინებიდან. როგორც ჩვენ ვიცით და გვაქვს ინფორმაცია კოვაქსი შეისყიდის, დაახლოებით 4-5 ვაქცინას და ჩვენ ისეთი კონტრაქტით გვაქვს ფული გადახდილი, რომ ამ 4-5-დან შეგვიძლია ავარჩიოთ, რომელი შემოვიტანოთ საქართველოში. შემოტანის დრო, დიდი ალბათობით, უნდა იყოს, სადღაც მარტი-აპრილის თვეები. ჩვენ ახლა ინტენსიურად ვმუშაობთ დანერგვის გეგმაზე და სხვადასხვა ვაქცინებთან მიმართებით მუშავდება სამი სცენარი, რომ ცივი ჯაჭვისა და აცრის პროცედურა ქვეყანაში აწყობილი იყოს,“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე ინფორმაციით, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სხვა სამთავრობო არხების ჩართულობით, მიმდინარეობს პარალელური პროცესი, რათა ქვეყანამ მარეგულირებლების მიერ დამტკიცებული ვაქცინის, დაახლობით, 200 – 300 ათასი დოზა იანვრის ბოლოსთვის ან თებერვლის დასაწყისისთვის შემოიტანოს.

„ მდინარეობს პარალელური პროცესი საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სამთავრობო არხებით, რომ მარეგულირებლებისა და მათ შორის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული ერთ-ერთი ვაქცინა შემოტანილი იქნეს ქვეყანაში უფრო ადრე, იანვრის ბოლოს, ან თებერვლის დასაწყისში, საუბარია 200 000- დან 300 000 დოზაზე, რათა, რაც შეიძლება ადრეულ ეტაპზე, დაიწყოს ქვეყანაში ვაქცინაცია ანუ ეს არის პროცესი, რომლითაც ჩვენ, დაახლოებით, 20-დან 30%-მდე უნდა მოვიცვათ მოსახლეობა წლის პირველ ნახევარში, შემოდგომამდე და შემდეგ, რა თქმა უნდა, კიდევ გავზარდოთ. იმისთვის, რომ მივიღოთ კოლექტიური იმუნიტეტი საზოგადოებაში, გვჭირდება, რომ იყოს აცრილი მინიმუმ 50-დან 60%-მდე მოსახლეობის. პირველ ეტაპზე, აიცრებიან რისკ ჯგუფები. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი პირველი ამ რისკჯგუფებში იქნებიან ჩვენი კოლეგები სამედიცინო პერსონალი, ასევე მოხუცთა სახლები, ხანდაზმულები ქრონიკული დაავადებებით, სხვა რისკჯგუფებიც, ჯერ კიდევ მიმდინარეობს ამაზე მუშაობა და ყველასთვის ცნობილი იქნება თუ ვინ აიცრება,“- განაცხადა გამყრელიძემ.

გაზიარება97

დაკავშირებული -პოსტები

სამი გრან-პრი და სამი პირველი პრემია – ქუთაისელი მუსიკოსების წარმატება საერთაშორისო კონკურსზე ,,ჰარმონია”

by მეგა TV
ივლისი 14, 2026
0
სამი გრან-პრი და სამი პირველი პრემია – ქუთაისელი მუსიკოსების წარმატება საერთაშორისო კონკურსზე ,,ჰარმონია”
კულტურა

ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის მოსწავლეებმა წარმატებით მიიღეს მონაწილეობა . ბორჯომის კლასიკური მუსიკის XV საერთაშორისო კონკურსზე ,,ჰარმონია”. მოსწავლეებმა სამი გრან-პრი, სამი პირველი პრემია, სამი მეორე პრემია და სამი...

დაწვრილებითDetails

მე-9 სართულიდან 15 წლის მოზარდი გადმოვარდა

by მეგა TV
ივლისი 14, 2026
0
10-მდე ახალგაზრდა დიღმის მასივში ერთმანეთს დაუპირისპირდა_სისხლიანი გარჩევა თბილისში
მთავარი

დიდ დიღომში, მირიან მეფის ქუჩაზე, მე-9 სართულიდან 15 წლის მოზარდი გადმოვარდა. გოგონა ადგილზე გარდაიცვალა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. "საშნელება მოხდა, წუხელ გვიან ღამით, გოგონა სტუმრად იმყოფებოდა," - წერენ სოციალურ ქსელში.

დაწვრილებითDetails

მძღოლი, რომელიც გორში დედა-შვილს დაეჯახა, ავტომობილს არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა

by მეგა TV
ივლისი 14, 2026
0
მძიმეა 3 წლის ბავშვის მდგომარეობა, რომელსაც ავტომობილი დაეჯახა
მთავარი

მძღოლი, რომელიც გორში დედა-შვილს დაეჯახა, ავტომობილს არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა. აღნიშნული „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. ავტოსაგზაო შემთხვევა გორის ცენტრში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, 13 ივლისს მოხდა. „ჯიპის“ ტიპის ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე ახალგაზრდა ქალს...

დაწვრილებითDetails

იტალიაში ახალგაზრდა ქართველი კაცი გარდაიცვალა

by მეგა TV
ივლისი 14, 2026
0
იტალიაში ახალგაზრდა ქართველი კაცი გარდაიცვალა
მთავარი

იტალიაში ახალგაზრდა ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა - ინფორმაცია ემიგრანტების ჯგუფში ვრცელდება. "იტალიაში გარდაიცვალა ახალგაზდა ემიგრანტი მამაკაცი. ვანო ელაშვილი გულის შეტევით.ვუსამძიმრებთ ემიგრატებს და ოჯახს ამ დიდ ტრაგედიას..უფალმა ნათელში ამყოფოს ქართველი ვაჟკაცის სული..!...

დაწვრილებითDetails

ჩემი ანგელოზი მართა კამერებში ჩანს დედას რომ მოეხვია სიმწრით – გორში დაღუპულ დედა-შვილს გლოვობენ

by მეგა TV
ივლისი 14, 2026
0
ტრაგედია გორში – ცნობილია ავარიისას დაღუპული დედა-შვილის ვინაობა
მთავარი

გორში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მცირეწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა. გარდაცვლილი ბავშვი სამი წლისაა. ავარიას ემსხვერპლა ბავშვის დედაც. უმძიმეს ტრაგედიას  ეხმიანებიან სოციალურ ქსელში: „დავიღუპე ხალხო, ჩემი ანა აღარა მყავს. ჩემი გაზრდილი, ჩემი ერთადერთი...

დაწვრილებითDetails

“სრულიად წარმოუდგენელია დემოგრა­ფიის გაუმჯობესება, უნდა გვესმოდეს, რამხელა დემოგრაფიული, ეროვნული საფრთხის წინაშე ვდგავართ”

by მეგა TV
ივლისი 14, 2026
0
“სრულიად წარმოუდგენელია დემოგრა­ფიის გაუმჯობესება, უნდა გვესმოდეს, რამხელა დემოგრაფიული, ეროვნული საფრთხის წინაშე ვდგავართ”
მთავარი

დემოგრაფიული პრობლემა, მხოლოდ შობადობის სიმცირეს არ მოიცავს, ის მოიცავს სრულწლოვან დაუოჯახებელთა ძალიან დიდ რაოდენობას, ვისაც ოჯახის შექმნის სურვილი წლების გასვლასთან ერთად სულ უფრო უქრება. რა არის ამის მიზეზი და აქვს...

დაწვრილებითDetails

დაკავებულია ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი

by მეგა TV
ივლისი 14, 2026
0
დაკავებულია ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. დაკავებული, ყაზახეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო...

დაწვრილებითDetails

საქართველოდან უცხო ქვეყნის 113 მოქალაქე გააძევეს

by მეგა TV
ივლისი 14, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 113 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული...

დაწვრილებითDetails

გაქურდულია ბინა, წაღებულია თანხა და ძვირადღირებული ნივთები – ფაქტზე 1 პირი დააკავეს

by მეგა TV
ივლისი 14, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ბინის გაქურდვის ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თბილისში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში...

დაწვრილებითDetails

საცხოვრებელი კორპუსში ხანძარია

by მეგა TV
ივლისი 14, 2026
0
დედოფლისწყაროში ხანძარს 57 წლის მამაკაცი ემსხვერპლა
მთავარი

ამ წუთებში ხანძარია ორთაჭალაში. ცეცხლი საცხოვრებელი კორპუსის აივანზე გაჩნდა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. დაშავებულის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"