„კლინიკა ბომონდი“-ს კოვიდცენტრში ახალი კორონავირუსული ინფექციისგან ჩვილები გამოჯანმრთელდნენ. კოვიდცენტრი სამმა პაციენტმა დატოვა. აქედან ორი ერთი თვის, ხოლო ერთი 26 დღის ასაკის იყო. როგორც ცნობილია, ჩვილების დაინფიცირება დედასთან კონტაქტის შემდეგ მოხდა. ამ დროისთვის კლინიკაში მედიკოსები 14 ჩვილს აკვირდებიან. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ჩვილებიდან ყველაზე უფროსი ერთი თვის, ხოლო ყველაზე პატარა ერთი კვირის არის. პაციენტების ნაწილი კლინიკაში სახლებიდან, ნაწილი კი სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებიდან გადმოიყვანეს.
ტაბახმელაში სკოლის პედაგოგის ცხედარი იპოვეს
რამდენიმე საათის წინ, ტაბახმელაში სკოლის პედაგოგის ცხედარი იპოვეს - ადგილზე ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. როგორც "პირველები" წერს, საქმეში ფიგურირებს იარაღი - ქალს ტყვია აქვს ნასროლი. არსებული ცნობით, 50 წლამდე ქალი დილით...










