კომუნიკაციების კომისიის მიერ ჩატარებულმა წინასაარჩევნო მედიამონიტორინგმა
აჩვენა, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი 7-მა არხმა დაარღვია და
ეთერში წინასაარჩევნო დებატები არ განათავსა. მაუწყებლები ვალდებულნი არიან
მაყურებელს საარჩევნო სუბიექტების დებატები შესთავაზონ და მისცენ შესაძლებლობა
ინფორმირებული არჩევანი გააკეთონ. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის
55-ე მუხლის პირველი პუნქტი შემდეგმა მაუწყებლებმა დაარღვიეს: „ტელეიმედმა“,
„სტუდია მაესტრომ“, „პოსტივიმ“, „ტელერადიო კომპანია ატვ-12-მა“, „ტელეკომპანია
თანამგზავრმა“, „ტელერადიო კომპანია ტვ 24-მა“ და „სილქ მედიამ“. კომუნიკაციების
კომისიამ „ტელეიმედი“, „სტუდია მაესტრო, „პოსტივი“, „ტელერადიო კომპანია ატვ-12“,
„ტელეკომპანია თანამგზავრი“ და „ტელერადიო კომპანია ტვ 24“ წერილობით
გააფრთხილა, ვინაიდან აღნიშნული არხების მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში
მსგავსი დარღვევისთვის სანქცია არ გამოყენებულა, ხოლო „სილქ მედია“
სამართალდამრღვევად ცნო და სანქციისგან გაათავისუფლა.
“ბოლო სერიაში ევროკავშირის და გერმანიის ელჩები შეიძლება ვნახოთ საქართველოს ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციაზე”- კალაძე
ყველა უბედურება, რაც ამ ქვეყანაში ხდება, საზოგადოების დაპირისპირების, გახლეჩის მცდელობა, პოლარიზაცია, ის 30 „აკაცუკი“, როგორც არის წარმოდგენილი თავისი შინაარსით, არის ქვეყნის გარედან თავსმოხვეული,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. კახა კალაძის თქმით, ქვეყანაში...