არც თანმხმლები დაავადბები ქონია – ქუთაისში კორონავირუსმა კიდევ ერთი ექთანი იმსხვერპლა. მარინა გოდუაძე 2 კვირიანი ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა.
“კიდევ ერთი ექთნის სიცოცხე შეეწირა ამ საშინელ ვირუს
გოდუ დაჯერება არ მინდა რომ აღარ იქნები
ყველაფერი ერთად გამახსენდა შენთან ერთად გატარებილი წლები
გადათენებული მორიგეობები
მიყვარხარ გოდუ
” – წერს სოციალურ ქსელში გულო ნატროშვილი
” ერთი წუთი არ დაუგვიანებია , ძალიან ყურადღებიანი და ფრთხილი იყო მისი თავის მიმართაც და სხვის მიმართაც. იმწუთში დაწვა სავადმყოფოში, როგორც კი სიცხე მიცა მაგრამ უცებ მოკიდა ხელი ვირუსმა და ჩაითრია. არც თანმხმლები დაავადბები ქონია, არ ვიცი ძალიან ენერგიული ადამიანი იყო” – წერს მარინა ტყეშელაშვილი.
“ხალხნო გაიგეთ, შეიგნეთ არსებობს ეს ვირუსი და დღითიდღე უფრო გვერევა, გვიკლავს არაერთ მედ პერსონალს რომლებიც ვეღარ შეძლებენ თქვენს გადარჩენას ასე რომ დაიცავით ყველა წესი გაუფრთხილდით თქვენს და თქვენი ახლობლების ჯანმრთელობას
” – წერს თამარ ომიაძე
მარინა გოდუაძე ავტოქარხნის საავდმყოფოში თითქმის 40 წელი მუშაობდა. როგორც ცნობილია ის თავის სამუშაო ადგილზე დაინფიცირდა და ვირუსს ორ კვირაზე მეტ ხანს ებრძოდა.










