ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილი ვირუსით ინფიცირების 4 033 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან იმერეთში 624 დაფიქსირდა,-ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ამ ეტაპზე იმერეთის საავადმყოფოებში 1 241 ადამიანი გადის მკურნალობას, მათ შორის მძიმე პაციენტია 223, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 47.
იმერეთის კოვიდ-სასტუმროებში იმყოფება 291 პირიმ, ხოლო საკარანტინე სივრცეებში 31.
ამ ეტაპისთვის იმერეთში თვითიზოლაციაში იმყოფება 4 996 ადამიანი.
ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 4 061 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 121 621-მდე.
სამწუხაროდ, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 39 ახალი შემთხვევა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1 342 გარდაცვალების შემთხვევა.










