განახლებული “მშვიდობის ბურთის” ფოტოებს სოციალურ ქსელში ფეისბუკი მომხმარებელი ბესიკ ადამიანი ავრცელებს.
“მეგა ტვ” პოსტს უცვლელად გთავაზობთ.
“მეგობრებო ეს განახლებული ,,მშვიდობის ბურთის,, მონუმენტია, რომელიც 21 სექტემბერს 13 საათზე იხსნება, სტუმარი ღვთისაა, ამ დღეს ღმრთისმშობლობა, გაეროს ეგიდით მშვიდობის დღე და ასევე სტადიონლობაა, ჩვენი უბნის დღეა სადაც მონუმენტი დგას, ღონისძიება მცირე ხნიანი, თუმცა ვფიქრობ საინტერესო და შინაარსიანი იქნება.” – წერს ბესიკ ადამია თავის ფეიბუკ გვერდზე.
ქუთაისში, “ტორპედოს” სტადიონის წინ არსებულ მშვიდობის მოედანზე “მშვიდობის ბურთის” მონუმენტი 2018 წელს დადგეს. ბურთის სიმაღლე 2,5 მეტრია. მონუმენტი მოქანდაკე გიორგი კიკვიძემ დაამზადა. მშვიდობის ბურთის მონუმენტი მოქალაქე ბესიკ ადამიას ინიციატივა იყო და მისდადგმას ჯერ კიდევ 2017 წელს ითხოვდა.
“მშვიდობის ბურთის” მონუმენტის დამზადებისთვის ქუთაისის მერიის ბიუჯეტიდან 16 500 ლარი დაიხარჯა. “მშვიდობის ბურის” მონუმენტზე სხვადასხვა სიტყვა მშვიდობა სხვადასხვა ენაზე წერია.