მკვლევრების განცხადებით, მსოფლიო საკმაოდ მოუმზადებელია იმისთვის, რომ გლობალური მასშტაბით შობადობის მაჩვენებლის კლებასთან გამკლავება შეძლოს. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შობადობის მაჩვენებლის კლება იმას ნიშნავს, რომ საუკუნის დასასრულ მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში მოსახლეობის რიცხვი საგრძნობლად შემცირდება.ზოგ ქვეყანაში კი 2 100 წლის ბოლოს მოსახლეობის რაოდენობა განახევრდება.
Washington’s Institute for Health Metrics and Evaluation-ის მკვლევარების თქმით, 2017 წელს შობადობის გლობალური მაჩვენებელი თითქმის განახევრდა და 2,4 შეადგინა. მათი პროგნოზით, 2100 წლისთვის ეს მაჩვენებელი 1,7-ზე დაბალი იქნება. BBC-ის ინფორმაციით, როდესაც შობადობის მაჩვენებელი 2,1-ს ჩამოსცილდება, მოსახლეობის რაოდენობა შემცირებას იწყებს.
ქვეყნები, სადაც მოსახლეობის რაოდენობა საგრძნობლად შემცირდება
იაპონია – წინასწარი პროგნოზით, საუკუნის ბოლოს იაპონიის მოსახლეობა 53 მილიონზე ნაკლები იქნება. ცნობისთვის, მოსახლეობის რაოდენობამ იაპონიაში პიკს 2017 წელს მიაღწია და 128 მილიონი შეადგინა.
იტალია – იტალიაში მოსახლეობის რაოდენობა 61 მილიონიდან 28 მილიონამდე შემცირდება.
მსოფლიოში 23 ქვეყანაში, მათ შორის ესპანეთში, პორტუგალიაში, ტაილანდსა და სამხრეთ კორეაში მოსახლეობის რაოდენობა განახევრდება.
ჩინეთი – წინასწარი პროგნოზით, ჩინეთში 2100 წლისთვის მოსახლეობის რაოდენობა 732 მილიონი იქნება.
დიდი ბრიტანეთი – მოსახლეობის რაოდენობა პიკს – 75 მილიონს 2063 წელს მიაღწევს, ხოლო 2100 წლისთვის ეს რაოდენობა 71 მილიონამდე შემცირდება.