,,ქუთაისს აღარა ჰყავს დიდებული მამულიშვილი, მეცენატი, კოლორიტი, სპორტსმენი კაცი ბესო-შერმადინ მიქელთაძე. მარადიული დიდება ბესოს!!! “- წერს ბესო შერმადინ მიქელთაძის მეგობარი ზაურ გაჩეჩილაძე.
,,უბრალოდ, სიკვდილს ვეომე” -ეს, ბესოს ერთ-ერთი ბოლო მესიჯია რენიმაციიდან. გზავნილი, რომელსაც გამარჯვების სიხარული არ ახლდა.
არადა, სპორტულ და ცხოვრებისეულ ბრძოლებში უმეტესად იმარჯვებდა. მას არ ჩვეოდა მარცხი. არც იმსახურებდა. საქართველოს დროშა მუდამ დიდებით მოსილი სურდა.
სიკვდილს ეომა, არ დანებდა. არც დანებდებოდა. არაერთგზის დამარცხებული სიკვდილი კი ვერაგად მოუბრუნდა. მოუბრუნდა მაშინ , როცა არ ელოდა.
მძიმედ იყო, მაგრამ მაინც წერდა მეგობრებს, ამხნევებდა ოჯახს. სიკვდილ ეომა და ამაღლდა ყოველდღიურ ყოფიერებაზე. მან გაიმარჯვა სიკეთით, შრომით, სიყვარულით, მეგობრობით , ბრძოლით, საკუთარი შემოქმედებით, რადგან სამშობლოში თავისი ცხოვრებით წარუშლელი კვალი დატოვა.