LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
საია შეზღუდვებთან დაკავშირებულ კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს

კენჭისყრის პროცედურები ცალკეულ უბნებზე კვლავ მნიშვნელოვანი პრობლემებით მიმდინარეობდა – საია

დაპოსტა 2020/11/21-ში
A A
330
ნახვა
გაზიარება

20:00 საათისთვის, საიას დამკვირვებლების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, კენჭისყრის პროცედურები ცალკეულ უბნებზე კვლავ მნიშვნელოვანი პრობლემებით მიმდინარეობდა,- ასე აფასებს საია საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის დღეს.

კერძოდ, როგორც „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ შეფასებაშია აღნიშნული, ამ დროისთვის დაფიქსირდა 100-ზე მეტი დარღვევა, რომლებიც ძირითადად ეხება კენჭისყრის ფარულობას, ამომრჩევლის ნების კონტროლს, დამკვირვებლის მიერ უფლებამოსილების განხორციელების ხელშეშლას და პროცედურულ საკითხებს.

საია-ს განცხადებით, ზოგადი ტენდენციის სახით, პირველი ტურის მსგავსად, შეინიშნება უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე დაუდგენელ პირთა მობილიზება მთელი საქართველოს მასშტაბით. საიას დამკვირვებლებს არ აძლევენ შესაძლებლობას განახორციელონ საკუთარი უფლებამოსილება, რამდენიმე შემთხვევაში მათ დაემუქრნენ ჯანმრთელობის დაზიანებითაც კი.

„ამ ეტაპზე საიას სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებელთა მიერ დაიწერა, ჯამში, 24 საჩივარი, აქედან 14 – უბნის, ხოლო 10 – ოლქის დონეზე და დაფიქსირდა 80-ზე მეტი შენიშვნა.

07:00-დან 20:00 საათამდე პერიოდში დაფიქსირებული ყველაზე მნიშვნელოვანი დარღვევები შემდეგია:

დამკვირვებლის უფლებამოსილების განხორციელების ხელშეშლა: საიას დამკვირვებლებს გარკვეულ უბნებში არ მიეცათ საკუთარი უფლებამოსილების განხორციელების საშუალება. ხუთ შემთხვევაში (ჩუღურეთის #10, რუსთავის #45, ბათუმის, #52, სამგორის #8 და კრწანისის #17 ოლქები) მათ ხელი შეუშალეს ჩვენს დამკვირვებლებს საკუთარი უფლებამოსილების განხორცილებაში და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრნენ. დამკვირვებლებს ემუქრებოდნენ როგორც კომისიის წევრები, ისე სხვა დამკვირვებლები და გარე პირები, რომლებიც მობილიზებული იყვნენ უბნის მიმდებარედ;

ჩუღურეთის ოლქი # 10 უბანი – საიას დამკვირვებელმა შენიშნა უბნის ტერიტორიაზე კოორდინატორები ამომრჩეველთა სიებით, მტკიცებულების მოპოვების მიზნით გადაიღო სურათი, რის შემდეგაც უცნობი პირი მას დაემუქრა ჯანმრთელობის დაზიანებით;

რუსთავის ოლქი #45 – საარჩევნო უბნის კართან იმყოფებოდნენ ადამიანები, რომელთაც თან ჰქონდათ ამომრჩეველთა სიები. საიას დამკვირვებელმა მათ გადაუღო ფოტო, რასაც მოყვა მუქარა და ფოტოს წაშლის მოთხოვნა. ცდილობდნენ ტელეფონს წართმევასაც. გარდა ზემოაღნიშნული პირებისა, საიას სტატიკურ და მობილურ დამკვირვებლებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ უბნის გარეთ მობილიზებული ადამიანებიც;

ბათუმის ოლქი #52 – მას შემდეგ რაც საიას დამკვირვებელი ფოტოს უღებდა საარჩევნო უბნის ტერიტორიას, იქვე მყოფმა პირებმა მას მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა;

სამგორის ოლქი #8 უბანი – კომისიის წევრებმა დატოვეს საარჩევნო უბანი, რაზეც საიას დამკვირვებელმა დააფიქსირა შენიშვნა ჩანაწერთა წიგნში. დამკვირვებელს მის მიერ გაკეთებული შენიშვნა გადაუსწორეს და აღარ აძლევდნენ მისი ნახვის საშუალებას. ამის შემდეგ დამკვირვებელმა უბნის დონეზე დაწერა საჩივარი. ასევე დამატებით გააკეთა შენიშვნა, სადაც აღნიშნა, რომ მისი ჩანაწერი გადაასწორეს. დამკვირვებელი უცნობმა პირებმა გაიყვანეს გარეთ და დაემუქრნენ. უთხრეს, რომ მისი მისამართი იცოდნენ, მისთვისვე იყო უკეთესი უკან გაეტანათ საჩივარი. მათ დამკვირვებელთან კონტაქტი სცადეს სოციალურ ქსელშიც;

კრწანისის ოლქი #17 – საარჩევნო უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთი დაბრუნდა ისე, რომ სიაში მითითებულ ერთ-ერთ ამომრჩეველს ხმა მიცემული არ ჰქონდა. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა განცხადებით, ამ ამომრჩეველთან განმეორებით გაიტანდნენ ყუთს 17:00 საათიდან. დაბრუნებულ ყუთზე გადაკრული იყო ლუქი. 17:00 საათისთვის გადასატანი ყუთი განმეორებით გაიტანეს უბნიდან და რამდენიმე წუთში დააბრუნეს უკან დალუქულ მდგომარეობაში. ყოველივე ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით დამკვირვებელი საათნახევრის განმავლობაში ცდილობდა დაეწერა წერილობითი შენიშვნა, ძალისხმევისა და კომისიის წევრებისგან უხეში ზეწოლის ფონზე. საბოლოოდ მან დაწერა საჩივარი.

ამომრჩევლის ნების კონტროლი: მთელ რიგ შემთხვევებში, უბნების მიმდებარედ მობილიზებულნი არიან კოორდინატორები, პარტიული აქტივისტები, რომლებიც ცდილობენ შექმნან ზეწოლის გარემო და თვალთვალის განცდა. რაც ამომრჩევლის ნების თავისუფლად გამოვლინებას უშლის ხელს.

ფარულობის პრინციპის დარღვევა: ისნის #46 და #49, სამგორის #6 და ბათუმის #93 უბანზე ხმის მიცემის კაბინები იმგვარად არის განლაგებული, რომ შესაძლებელია ამომრჩევლის მიერ გაკეთებული არჩევანის იდენტიფიცირება. ზუგდიდის 24-ე საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანმა გადასატან საარჩევნო ყუთში შეყვანილი ამომრჩევლების პერსონალური მონაცემები (სია პირადი ნომრებით) გადასცა გარეშე პირს. გლდანის #93 უბანზე შევიდა დაულუქავი გადასატანი ყუთი, რის გამოც საიამ საჩივრით მოითხოვა გადასატანი საარჩევნო ყუთის ბათილობა.

სხვა დარღვევებია: წილისყრის პროცედურების დარღვევა, საკონტროლო ფურცლის არასათანადო შევსება, სადემოსნტრაციო ოქმისა და ჩანაწერთა წიგნის არასათანადო შევსება, ფუნქციების გადაცემა თვითნებურად და ჩანაწერთა წიგნში დაფიქსირების გარეშე, უბანზე არაუფლებამოსილი პირის ყოფნა (დაცვის თანამშრომელი). ზოგ შემთხვევაში საიას დამკვირვებლის შენიშვნის შემდეგ დარღვევა აღმოიფხვრა.

კოვიდ-19-ის პანდემიის წინააღმდეგ გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებული დარღვევები: რიგ უბნებში ამომრჩევლის იდენტიფიცირების პროცედურები სათანადოდ არ სრულდება, კომისიის წევრები მოქალაქეებს არ ახსნევინებენ პირბადეს დადგენილი წესით.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურს 12 ოლქში (3 დამხმარე ოლქში), 1100-ზე მეტ უბანში დააკვირდება.

საიას სადამკვირვებლო მისია შედგება 214 ადამიანისგან, მათგან 19 არის ცენტრალური შტაბის, 19 კი რეგიონალური შტაბების წევრი, 14 საოლქო; 116 მობილური ჯგუფის, 46 უბნის სტატიკური დამკვირვებელი.

საია ყურადღებას გაამახვილებს როგორც საარჩევნო პროცედურების დაცვაზე (საარჩევნო უბნის გახსნის, ხმის მიცემის და შეჯამების პროცესი), აგრეთვე მონიტორინგს გაუწევს საუბნო საარჩევნო კომისიების მიმდინარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებს. გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით, ორგანიზაცია სტრატეგიული სამართალწარმოების მექანიზმსაც გამოიყენებს საოლქო საარჩევნო კომისიებსა და სასამართლოებში.

არჩევნების დღეს საიაში ასევე იმუშავებს ცხელი ხაზი ჟურნალისტებისა და მედია ორგანიზაციებისათვის. ცხელი ხაზის ნომერზე დარეკვით ჟურნალისტებს და მედია ორგანიზაციებს შეუძლიათ მიიღონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია და იურიდიული კონსულტაცია საარჩევნო პროცედურების, კენჭისყრის დღის დარღვევებისა და მათზე რეაგირების გზების შესახებ. ცხელი ხაზის ნომერია: 577 36 15 20

არჩევნების დღის დაკვირვების მიმდინარეობის თაობაზე საია გამოაქვეყნებს შემაჯამებელ განცხადება დღის ბოლოს და ერთ განცხადებას არჩევნების მეორე დღეს. საიას თავმჯდომარე მედიის საშუალებით შეაფასებს არჩევნების მიმდინარეობას, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, გამართავს პრესკონფერენციას.

საიას საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის დღის მონიტორინგის მისიის განხორციელება შესაძლებელი გახდა ნორვეგიის საელჩოს, დიდი ბრიტანეთის საელჩოს, ევროკავშირისა და „ფონდი ღია საზოგადოება – საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით. განცხადებაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ და მისი შინაარსი შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციების შეხედულებებს”,- აღნიშნულია საიას შეფასებაში.

გაზიარება132

დაკავშირებული -პოსტები

გორში რამდენიმე ადამიანიბდაჭრეს

by მეგა TV
ივლისი 31, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

გორში, ცენტრალურ მოედანზე, ერთ-ერთ პაბ-რესტორანთან პოლიციაა მობილიზებული. ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული რესტორნის შენობის პერიმეტრი. ამ დროისთვის, დაზუსტებით უცნობია, კონკრეტულად რა მოხდა რესტორანში, თუმცა ადგილობრივ მედიაში ვრცელდება ცნობები, რომ მოხდა დაჭრის...

დაწვრილებითDetails

სიზმარში მგონია თავი, მეხის გავარდნა იყო – წყალწითელაზე დაღუპულ ბიჭს გლოვობენ

by მეგა TV
ივლისი 30, 2026
0
სიზმარში მგონია თავი, მეხის გავარდნა იყო – წყალწითელაზე დაღუპულ ბიჭს გლოვობენ
მთავარი

ოჯახის წევრები და ახლობლები წყალწითელაზე ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდა კაცს გლოვობენ. ,,ვაიმე რამწარე ხარ და ყველას ტკივილო ათუკო შვილო 😥😥😥მოფრინავს შენი გამწარენილი დედა ამდილით ჩემი თბილი მაიკო როგორ გაამწარე როგორ ჩაგიკრას...

დაწვრილებითDetails

ზღვაში კაცი დაიხრჩო

by მეგა TV
ივლისი 30, 2026
0
შავი ზღვა მკვდარია, ის ადამიანისთვის საშიშ ბაქტერიას შეიცავს – BBC
მთავარი

ქობულეთში 50 წლამდე კაცი ზღვაში დაიხრჩო - წინასწარი ინფორმაციით, პირს სავარაუდოდ, გული გაუსკდა. ცხედარი სანაპიროზე ზღვამ გამორიყა. მაშვეებმა ის უკვე ამოიყვანეს. ადგილზე შესაბამისი სამსახურების მისვლას ელოდებიან.

დაწვრილებითDetails

„წყალწითელა“ – რა იმალება მდინარის უცნაური სახელწოდების უკან?

by მეგა TV
ივლისი 30, 2026
0
„წყალწითელა“ – რა იმალება მდინარის უცნაური სახელწოდების უკან?
მთავარი

წყალწითელა დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი ცნობილი მდინარეა, რომელიც ტყიბულისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში მიედინება, ხოლო ქვემო დინებაში ქალაქ ქუთაისს აღმოსავლეთიდან ესაზღვრება. მდინარის უჩვეულო სახელწოდება წლების განმავლობაში არაერთ კითხვას აჩენდა და მის შესახებ...

დაწვრილებითDetails

მსოფლიოში საუკეთესო კერძებს შორის ორი ქართულია

by მეგა TV
ივლისი 30, 2026
0
მსოფლიოში საუკეთესო კერძებს შორის ორი ქართულია
მთავარი

მსოფლიოს საუკეთესო 100 კერძს შორის ქართული სამზარეულოდან მწვადი და აჭარული ხაჭაპური მოხვდა - ამის შესახებ აღნიშნულია Tasteatlas-ის განახლებულ რეიტინგში. უფრო კონკრეტულად, 100 საუკეთესო კერძს შორის მწვადი 86-ე ადგილზეა 4.34 ქულით,...

დაწვრილებითDetails

ჩხოროწყუში არასრულწლოვანი ე.წ. შამფურით დაჭრეს

by მეგა TV
ივლისი 30, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

სისხლიანი დაპირისპირება არასრულწლოვნებს შორის ჩხოროწყუში -  "პირველების" ინფორმაციით, სოფელ ხანწკში მოზარდი ე.წ. "შამფურით" დაჭრეს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, შემთხვევას წინ  არასრულწლოვანებს შორის მომხდარი შელაპარაკება უძღოდა. სავარაუდო დამნაშავე სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს. დაშავებული არასრულწლოვანის...

დაწვრილებითDetails

ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

by მეგა TV
ივლისი 30, 2026
0
ლოცვა, რომელიც გიორგობას უნდა წაიკითხოთ
მთავარი

30 ივლისს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა დიდმოწამე მარინეს ხსენების დღეს აღნიშნავს და ამ დღეს იკითხება მისივე ტროპარი და კონდაკი. ტროპარი: „ტარიგი შენი, იესუ, მარინე ხმობდა ხმითა მაღლითა, შენდა მსურის, სიძეო ჩემო,...

დაწვრილებითDetails

უცნობი პირები მოქალაქეებს უკავშირდებიან – ეროვნული ბანკი მომხმარებელს აფრთხილებს

by მეგა TV
ივლისი 30, 2026
0
ეროვნული ბანკი ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსმაც დატოვა
მთავარი

ბოლო პერიოდში დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც უცნობი პირები მოქალაქეებს მობილური აპლიკაცია WhatsApp-ის და სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით უკავშირდებიან და თავს საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლებად აცნობენ. ამასთან, ისინი უკანონოდ იყენებენ ეროვნული ბანკის...

დაწვრილებითDetails

ივნისში 9 600 ლარზე მეტი ხელფასი 33 823 პირს ჰქონდა

by მეგა TV
ივლისი 30, 2026
0
რამდენი ადამიანი იღებს 9 000 ლარზე მეტ ხელფასს საქართელოში
ეკონომიკა

2026 წლის ივნისში ყოველთვიური ხელფასის მიმღებთა რაოდენობა თვის ჭრილში 1.2%-ით, ხოლო წლიურად 2.8%-ით გაიზარდა - ამის შესახებ აღნიშნულია PMC კვლევითი ცენტრის ბაზრის მიმოხილვაში. უფრო კონკრეტულად, მიმდინარე წლის ივნისში ყოველთვიურ ხელფასს...

დაწვრილებითDetails

გირაოთი ათავისუფლებენ ქალს, რომელმაც ფინანსური დავის მოსაგვარებლად ნაცნობ კრიმინალურ ავტორიტეტებს მიმართა

by მეგა TV
ივლისი 30, 2026
0
ქუთაისელი ე.წ. “კანონიერი ქურდის”  რევაზ ჭურაძის მკვლელობის საქმეზე 43 წლის ქალი დააკავეს
მთავარი

გირაოთი ათავისუფლებენ ქალს, რომელმაც ფინანსური დავის მოსაგვარებლად ნაცნობ კრიმინალურ ავტორიტეტებს მიმართა - ინფორმაცას " ტვ პირველი" ავრცელებს.   https://www.youtube.com/watch?v=mjfWlBP9stU

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"