ქუთაისში საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურა. ამ დროის მონაცემებით 33 823 ამომრჩეველი ამომრჩეველმა მისცა ხმა. 59-ე საოლქო საარჩევნო კომიის თავმჯდომარის ლარინა ლალიაშვილის განცხადებით 20:00 საათისთვის აქტივობა 21.85%-ს შეადგენს, რაც პირველ ტურის იმავე დროის მონაცემზე ნაკლებია, მაშინ ეს მაჩვენებლი 50.85% იყო. რაც შეეხება წინა არჩევნებს ლარინა ლალიაშვილის თქმით 2016 წლის არჩევნების მეორე ტურში აქტივობა იმავე პერიოდში 47% იყო.
აქტივობა ამ არჩევნებზე შედარებით დაბალია.
ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაში საქართველოს ახალგაზრდა იუსრისტთა ასოციაციიდან 5 საჩივარია შევიდა. ყველა მათგანი პროცედურული ხასიათისაა.
ქუთაისში 130 საარჩევნო უბანი იყო, აქედან ეპიდვითარებიდან გამომდიბარე ქალაქში 7 სპეც უბანი იყო გახსნილი. 6 სტაციონარულ დაწესებულებებსა და თვითიზოლაციაში მყოფ პირებს ემსახურება,1 კი ქუთაისის მე-2 სასჯელაღსურულების დაწესებულებაში იყო განთავსებული. ქუთაისის სპეც უბნებზე ხმის მისაცემად 620 პირი იყო რეგისტრირებული. ქუთაისში სულ 154 928 ამომრჩეველია.
ქუთაისში არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატებს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარდგენილი კანდიდატები უპირისპირდებიან.
ქუთაისში მაჟორიტარობისთვის იბრძვიან: №5 – გრიგოლ ვაშაძე, №41 – ზაზა ლომინაძე
მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტური კი, ქუთაისის №59-ე ოლქში იმართება და ერთმანეთს №5 – გრიგოლ შუშანია და №41 – იოსებ ხახალეიშვილი დაუპირისპირდებიან.
გამარჯვებული იქნება ის კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს.