სწორი კვება და საკვებ რაციონში ხილი და ბოსტნეული მნიშვნელოვანია ადამიანთა ნორმალური განვითარებისა და ჯანმრთელობისათვის. როგორც ირკვევა კოვიდ ინფექციის პრევენციისა და მასთან ბრძოლისათვის გარკვეულ საკვებ პროდუქტს უპირატესობაც კი ენიჭება.
ექიმი მარინა ტოტოჩავა სოციალურ ქსელში საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს:
,,საერთოდ , ჩემს კვებაში პრიორიტეტი ნატურალურ წვენებს აქვს. ძირითადად, კულას წვენებს ვიყენებ -ბროწეულს, ტროპიკს, მანდარინს, ასკილს, ქაცვს და ფორთოხალს. ჩაი არ მიყვარდა და ამ ზამთარში გაძლიერებით დავნერგე სახლში მწვანე ჩაი. ხოლო წვენებიდან, წელს ყველაზე მეტად ბროწეულის წვენს ვყიდულობ. ამ ბოლო თვეებში, მხოლოდ ბროწეულის წვენს ვყიდულობდი. ჩემს პაციენტებს ამასვე ვურჩევდი, რაც კორონა დამკვიდრდა. რეკომენდაციაც დავწერე , მისი სრული მექანიზმით, ბროწეულის წვენის იშვიათ მარგებლობაზე, გადავაქსეროქზე 1000ცალად და პაციენტებს სხვა რეკომენდაციებთან ერთად ვურიგებ. ახლახან დავაფიქსირე, რომ ევროპელ მეცნიერთა კვლევებით და დასკვნით, კოვიდს ყველაზე მეტად ბლოკავს ბროწეულის წვენი და მწვანე ჩაი. ყოველთვის ვენდობოდი ჩემს ინტუიციას, რაც თევზებს მოჭარბებულად გვაქვს.”-წერს ექიმი მარინა ტოტოჩავა.











