ქუთაისის საბავშვო ბაღებში პროდუქტების დარიგების პროცესი განახლდა. გართულებული ეპიდსიტუაციის გამო, საბავშვო ბაგა-ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი დროებით შეჩერებულია, თუმცა აღსაზრდელები მათთვის განკუთვნილ პროდუქტებს შინ მიიღებენ.
ქალაქის 37 ბაღში, მიმდინარე წლის მარტიდან ივნისის ჩათვლით, 33 600 სასურსათო ნობათი დარიგდა. ამჯერად, კვების რაციონის მიხედვით შედგენილ სასურსათო პაკეტს 8 250 აღსაზრდელის ოჯახი მიიღებს.
პროდუქტების დარიგების პროცესს ქუთაისის #37 და #2 საბავშვო ბაღებში მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი, ა(ა)იპ ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორთან, დავით წიტაიშვილთან ერთად დაესწრო.
პროდუქტების გაცემა ჯანდაცვის ორგანიზაციების რეკომენდაციების დაცვით მიმდინარეობს.
ვაიმე, შვილო, მოვდივარ, მამა – უკრაინაში მებრძოლ ზაალ ლატაროას შვილი გარდაეცვალა
უკრაინაში მებრძოლი ქართველების ინფორმაციით, ტრაგიკულად დაიღუპა მათი თანამებრძოლის ზაალ ლატარიას ქალიშვილი, რომელიც საქართველოში ცხოვრობდა. ადგილობრივების თქმით, 26 წლის ლანა ლატარიას 2 შვილი დარჩა. არსებული ინფორმაციით, ის ღამით მოულოდნელად შეუძლოდ...









