გლდანის მესამე მიკრო რაიონში „ნაციონალური მოძრაობის“ გლდანი-ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ნიკა მელიას საარჩევნო შტაბის ოფისი დარბიეს – ფაქტს პოლიტიკოსები აფასებენ:
“ესეც არის გამოვლინება იმ ძალიან სახიფათო ვითარების, რაც ივანიშვილმა შექმნა ჩვენი ქვეყნისთვის. ეს ძალადობა პირდაპირ ან ირიბად წახალისებულია ივანიშვილის რეჟიმის მხირდან და არის თავდასხმა არა ერთ რომელიმე პოლიტიკურ ფიგურაზე ან ერთ შტაბზე, არამედ ჩვენი მოქალაქეების ფუნდამენტურ უფლებაზე, რომ თვითონ აირჩიონ მთავრობა. ეს არის თავდასხმა პოლიტიკურ თავისუფლებაზე. ძალიან ცუდად დაამთავრებს ივანიშვილი ამ მეთოდებით გაგრძელების შემთხვევაში”,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.
”არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ძალიან შეშფოთებული ვარ ახალი ამბით, რომელიც ეხება ნიკა მელიას ოფისის დაწვას. არ მაქვს იმედი, რომ ხელისუფლება მომხდარს გამოიძიებს, მაგრამ ეს ძალიან საგანგაშო სიგნალია. ვფიქრობ, ხელისუფლების ინტერესში უნდა იყოს, რომ უსწრაფესად მოხდეს ამ ამბის გამოძიება”,- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
„ქართული ოცნების“ წევრის ბექა დავითულიანის განცხადებით, გლდანში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატის ნიკა მელიას ოფისის დაწვის უკან მყოფი პირი მკაცრად დაისჯება. აღნიშნულის შესახებ დავითულიანმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
თუ ვინმე იტყვის იმას, რომ “კომენდანტის საათის“ პირობებში ისევ “ნაციონალურმა მოძრაობამ” ჩაიდინა რამე, ეს იქნება სრული აბსურდი. თუ ასეთ რამეს იტყვიან, მაშინ ამის დამადასტურებელი საგამოძიებო ფაქტებიც უნდა დადონ, თუ არადა, უნდა დადონ გამოძიების ფაქტები ვინ ჩაიდინა ეს, ვინ უწყობს ხელს საქართველოში დესტაბილიზაციას და არეულობას, იმისათვის, რომ ვიღაცებმა თავიანთი სკამები შეინარჩუნონ. ნიკა მელიამ საკმაოდ შთამბეჭდავი მხარდაჭერა მიიღო, მან პირველივე ტურში აშკარად გაიმარჯვა და დღეს ვიღაცას უნდა არათუ ეს გამარჯვება წაართვას, არამედ ზოგადად, ბრძოლის მეთოდებზე ხელი ააღებინოს. ეს ასე არ გამოვა, ნამდვილად “,- განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
„გამოძიებული იქნება ბოლომდე და აუცილებლად, ვინც არ უნდა იყოს, ხაზგასმით ვამბობ ამას, ვინც არ უნდა იდგეს ამ ოფისის დაწვის საქმის უკან, აუცილებლად, უმკაცრეს პასუხს მიიღებს. ვინ დგას ამის უკან, ამას გამოძიება გაარკვევს“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმაბექადავითულიანმა.
როგორც ნიკა მელიას შტაბის წევრმა, თამარ ზერეკიძემ განაცხადა, შტაბს ესროლეს ქვები და დამსხვრეულია მინები. ასევე, გამოყენებულია ე.წ. მოლოტივს კოქტეილი, რის შედეგადაც ოფისში ცეცხლი გაჩნდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.










