ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო სივრცის პრეზენტაცია თბილისში გაიმართა. როგორც პრემიერის მრჩეველმა განათლების დარგში, მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, აკადემიური პროგრამები მიუნხენის ტექნიკურ უნივერსტეტთან თანამშრომლობით შეიქმნა.
მისივე თქმით ქუთაისის უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტი მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის პრეზიდენტი ვოლფანგ ჰერმანი იქნება.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე თევზაძე იქნება.
უნივერსიტეტი სტუდენტებს 2020 წლის 1 სექტემბერს მიიღებს. მოგვინებით კი მთლიანად საუნივერსტეტო ქალაქის შესახებ ,,ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარემ ნიკო ჩხეტიანმა ისაუბრა,
„ჩვენს ოპონენტებს არ უნდათ გაიგონ რომ ახალი უნივერსტეტის დაფუძნება კომპლექსური საკითხია და მას სწორი დაგეგმვა და ძალიან კარგი მომზადება სჭირდება“-განაცხადა მან.
ჩხეტიანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა და გააჟღერა „ქართული ოცნები“-ს და ბიძინა ივანიშვილის მიერ 2016 წელს გაცემული დაპირება 1 მილიარდი ევროს ინვესტირებაზე, თუმცა არ დასახელებულა ვადები. ჯერ-ჯერობით მხოლოდ ის დაკონკრეტდა თუ როდის მიიღებს საერთაშორისო უნივერსტეტი პირველ სტუდენტებს, რასაც პირველი ფაზა მოიცავს. როდის დაიწყება 153 ჰექტარიანი საუნივერსტეტო ქალაქის სხვა კომპლექსებისა და კამპუსების მშენებლობა ჯერ უცნობია.