“14 ნოემბერს 14:00 საათზე გელოდებით ისევ ჟონეთში”-ნამოხვან ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ აქცია ანონსდება.
“ვისაც სამშობლო გიყვართ, ყველა მოდით, ქუდზე კაცი გამოვიდეს”-აცხადებენ აქციის მონაწილეები. მათ გუშინ მშენებლობისაკენ მიმავალი ხიდი ჩაკესტეს იმ მოთხოვნით რომ კომპანია ტექნიკას გაიყვანდა, თუმცა როგორც აქციის მოანწილეები აცხადებენ პირობა დაირღვა და სამუშაოები კვლავ გრძელდება. “მოგვატყუეს , გადაგვაგდეს. ჩენ პროტესტს არ შევწყვეტთ , გელოდებით ყველას ხვალ 14 საათზე სოფელ ჟონეთში”-აცხადებენ ისინი.