აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციის ლიდერებისა და უმრავლესობის წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, შეხვედრაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებიც მონაწილეობენ. დღევანდელი შეხვედრის შესახებ პოლიტიკოსებმა გუშინ, ელჩებისგან შეიტყვეს.
„ქართული ოცნებიდან“ შეხვედრას ესწრება პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე.
ოპოზიციიდან კი „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი, „ნაციონალური მოძრაობიდან“ გრიგოლ ვაშაძე, „პატრიოტთა ალიანსიდან“ ირმა ინაშვილი,„ევროპული საქართველოდან“ დავით ბაქრაძე, „ლელოდან“ ბადრი ჯაფარიძე. შეხვედრაზეა „გირჩის“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე, ასევე „მოქალაქეების“ დამფუძნებელი ალეკო ელისაშვილი.
შეხვედრიდან ადრე გამოსული შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ “ეს მოთელვითი ხასიათის შეხვედრა იყო” და მათი ერთობა და პოზიცია კვლავ უცვლელია, ითხოვენ ხელახალ არჩევნებს.
„მოლაპარაკებები დაწყებულია, მოთელვის შემდეგ დგება შედეგები.ასეთი გლობალური პრობლემები ერთი შეხვედრით არ წყდება“, – აცხადებს ნათელაშვილი
წყარო: PRIMETIME.GE










