LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
პირველი ინტერვიუ შატილის ტრაგედიის დროს გადარჩენილთან

პირველი ინტერვიუ შატილის ტრაგედიის დროს გადარჩენილთან

დაპოსტა 2020/11/08-ში
A A
254
ნახვა
გაზიარება
ასე გამოიყურება დღეს ხატია – პირველი ინტერვიუ შატილის ტრაგედიის დროს გადარჩენილთან

23 აგვისტოს, კომპანია Traveler.ge-ს მიერ მოწყობილი ტურის მონაწილენი შატილიდან უკან ბრუნდებოდნენ. გზის არც თუ ისე საშიშ მონაკვეთზე მიკროავტობუსი მანქანას დაეჯახა, მძღოლმა მართვა ვეღარ შეძლო და ხევში გადაეშვა.

 

მიკროავტობუსში მჯდარი 20 მგზავრიდან 17 ადგილზე გარდაიცვალა, 3 კი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში, თსსუ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მიიყვანეს.

 

„პრაიმტაიმი“ მუდმივად გიყვებოდათ გარდაცვლილთა თუ გადარჩენილთა ამბებს. მათ შორის – დების, ხატია და მედეა დევსურაშვილების შესახებ. სამწუხაროდ, მედეა გარდაიცვალა, ხატია კი კარგა ხანს ებრძოდა სიკვდილს და საბოლოოდ, გაიმარჯვა მასზე.

 

„წარმოიდგინეთ ჩემი მდგომარეობა, ერთ შვილი დავკარგე და მეორეს მოკითხვისაც რომ მეშინოდა“, – გვითხრა ხატიას დედამ.

 

მართლაც, საკმაოდ მძიმე იყო ოჯახის მდგომარეობა. მათ 23 აგვისტოს, გვიან ღამით შეატყობინეს ავარიის შესახებ და შემთხვევის ადგილისკენ თავზარდაცემულები გაემართნენ, თუმცა, გზაშივე აცნობეს, რომ მანქანაში მყოფი ყველა ადამიანი უკვე სხვადასხვა კლინიკასა თუ მორგში იყო გადაყვანილი. გარდაცვლილ მედეას მალევე მიაგნეს, გორის პროზექტურაში. ხატიას კი ვერსად პოულობდნენ. მშობლებმა უკვე იცოდნენ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი იყო დაღუპული და მხოლოდ ღმერთის იმედი ჰქონდათ, იქნებ მეორე შვილი მაინც ენახათ ცოცხალი.

 

– სურათი მაჩვენეს, – ეს ხომ არ არის თქვენი შვილი, ცოცხალია, მაგრამ უგონოდაა და ვინაობა ვერ დავადგინეთო, – გვიყვება ხატიას მამა, გია დევსურაშვილი. – წარბებით ვიცანი ჩემი გოგო, ისეთი დაზიანებები ჰქონდა სახეზე, რომ მისი ამოცნობა ძლივს შევძელი. მაშინვე ლიკას (ცოლს) დავურეკე, ის სხვაგან ეძებდა ხატიას და ვუთხარი, ვიპოვე, ჩვენი გოგო ვიპოვე და ცოცხალია-მეთქი. როგორ შეიძლება, ერთი შვილის გარდაცვალება იცოდე და მაინც სიხარულით ბღაოდე, რომ მეორე ცოცხალია, მაგრამ ეს დიდი ნუგეში იყო მაშინ, რომ ხატია სუნთქავდა და იმედი გაჩნდა, რომ ის მაინც გადარჩებოდა. თუმცა, მხოლოდ სასწაულის იმედზე უნდა ვყოფილიყავით და ეს სასწაული მოხდა კიდეც.

 

იმ მძიმე დღეებში „პრაიმტაიმი“ წერდა, რომ გოგონების დედა, ლიკა სიმონიშვილი ყველას სთხოვდა, ელოცათ მისი ხატიას გადარჩენისთვის – ერთი შვილი ღმერთმა წაიყვანა, მეორეს გადარჩენისთვის ილოცეთ ყველამ, იქნებ ის დამიტოვოს უფალმაო. მართლაც მოხდა სასწაული და ხატია დღეს უკვე კარგადაა. დადის, სწავლობს და მალე სამსახურში დაბრუნებასაც აპირებს. დედა ამ სასწაულისთვის უფლის მადლიერია. ამას ექიმებისა და იმ ადამიანების დამსახურებად მიიჩნევს, ვინც მაშინ ხატიასთვის ლოცულობდა.

 

„პრაიმტაიმი“ გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს ხატია დევსურაშვილთან. მას ინეტრვიუს დროს დედა ეხმარებოდა, რადგან გოგონამ ყველა დეტალი არ იცის და ის დღე საერთოდ არ ახსოვს. ბუნდოვნად ახსოვს წინა დღე – როგორ ემზადებოდნენ დები ექსკურსიაზე წასასვლელად, ისიც ოჯახის წევრების დახმარებით აღიდგინა და საერთოდ არ ახსოვს 23 აგვისტო. ეს დღე მისი მეხსიერებიდან საერთოდ ამოშლილია. ვერ იხსენებს, მანქანაში სად იჯდა, ვის გვერდით, სად იყო, რა ნახა, რა ემოციები ჰქონდა, არც ის მომენტი ახსოვს, როცა სიკვდილს თვალებში ჩახედა. მანქანაში მყოფი 20 მგზავრიდან მხოლოდ გარდაცვლილი მედეას ტელეფონია გადარჩენილი, რომელმაც ტრაგედიის დღე ფოტოების სახით შემოინახა. ხატია ათვალიერებს ფოტოებს და არც ადგილები ეცნობა და არც სიტუაციები – თითქოს ფოტოებზე თვითონ არ არის აღბეჭდილი და სხვების მოგზაურობას „ფურცლავს“.

 

ხატიამ კარგა ხანს არ იცოდა დის გარდაცვალების შესახებ. ექიმების რეკომენდაციით, ოჯახის წევრები უმალავდნენ ამ ინფორმაციას, თუმცა, სულ ცოტა ხნის წინ ლექტორმა მიუსამძიმრა და ფაქტის წინაშე დადგა.

 

1 თვის წინ, როდესაც ხატია ჯერ კიდევ ვერ დადიოდა, თუთიყუში აჩუქეს, რომელიც მიყვანისთანავე არ მოშორებია ახალ პატრონს და ახლაც მუდმივად თან დაჰყვება. თუთიყუშს რატი ლაონიძე დაარქვა, ლევანი ექიმის (ლევან რატიანი) სიყვარულის გამო.

 

Нет описания.

 

ლიკა სიმონიშვილი, დედა:

 

– არ მინდოდა გოგონების ექსკურსიაზე გაშვება, თითქოს გული მიგრძნობდა ცუდს, ჩემი მეუღლე განსაკუთრებულად წინააღმდეგი იყო, – სად უშვებ ბავშვებსო, მეუბნებოდა, მაგრამ ისე უნდოდათ წასვლა, რომ უარი ვერ ვუთხარი. წინა დღეს გაემზადნენ, საგზალი გავუკეთე – ლობიანები დამაცხობინეს. დილით მამამ მიიყვანა მიკროავტობუსამდე. ისე მიუხაროდათ, რომ მედეამ არც კი გადამკოცნა, როგორც სჩვეოდა ხოლმე. აივნიდან გადავხედე და მანქანაში სანამ ჩაჯდებოდა, ხელი დამიქნია და გამიღიმა. ეს იყო უკანასკნელი კადრი, რომელმაც ჩემი შვილი ცოცხლად შემოინახა.

 

თვალს რომ მიეფარნენ, გული რაღაცნაირად დამიმძიმდა, ადგილს ვერ ვპოულობდი, ოთახებში გავდიოდი და გამოვდიოდი უაზროდ. გამუდმებით ვეკონტექტებოდი, ყოველ 10-15 წუთში ან მესიჯს ვწერდი ან ვურეკავდი. ბოლოს ავარიამდე 10-15 წუთით ადრე ველაპარაკე, დათვის ჯვრის უღელტეხილს გამოვცდითო, მითხრა. ამის შემდეგ მის ტელეფონზე ზარი გადიოდა, მაგრამ აღარავინ პასუხობდა. გამორიცხული იყო, მედეას ჩემი ზარისთვის არ ეპასუხა, ამიტომ გულმა რეჩხი მიყო და იმ წუთებიდან მივხვდი, რომ რაღაც ვერ იყო რიგზე. შემდეგ, გვიან ღამით კი გაგვაგებინეს ჩვენი უბედურების ამბავი.

 

Нет описания.
მედეა დევსურაშვილი

 

– ყველას ტელეფონი იყო დალეწილი და ზოგის წყალში ეყარა. მხოლოდ მედეას ტელეფონი გადარჩა ისე, რომ არც კი გატეხილა და მის ფოტოებში ვნახეთ, როგორ იმოგზაურეს გოგონებმა. ჩემს გოგონებთან ერთად მედეას მეგობარი, მაკა კუდარავა იყო წასული ექსკურსიაზე. როგორც ფოტოებიდან ჩანს, მედეა და მაკა ისხდნენ ერთად და მათ გვერდით, გადმოსაშლელ სკამზე იჯდა ხატია. მედეა და მაკა დაიღუპნენ, ხატია კი ალბათ სწორედ შუაში ჯდომამ გადაარჩინა.

 

Нет описания.
ხატია დევსურაშვილი, მაკა კუდარავა, მედეა დევსურაშვილი

 

ხატიას დიაგნოზი რომ წაიკითხოთ, მისი დაზიანებების ჩამონათვალი იწყება ქალა-ფუძის მოტეხილობით, ღვიძლისა და თირკმლის დაჟეჟილობა, ტვინის შუბლის არე დაჟეჟილი, ჰემატომები და გაჟონვები თავის ტვინში. მიუხედევად იმისა, რომ სამ გადარჩენილს შორის ყველაზე მძიმე მდგომარეობა ხატიას ჰქონდა, არ დასჭირვებია ქირურგიული ჩარევა. ახლა ცოტა კოჭლობს, მაგრამ ეგეც გამოსწორებადია.

 

ხატია:

 

– მალე ვიღლები სიარულისას, მენჯის ძვალი მქონდა მოტეხილი და ცოტა სიარული მიჭირს, ძილის დროსაც, ერთ მდგომარეობაში ვიღლები და მეღვიძება. ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტ ხანს შემიძლია ფეხზე დგომაც და სიარულიც. ვატყობ, რომ მდგომარეობა უმჯობესდება.

 

ლიკა:

 

– ძალიან ვიყავით შეშინებული, ექიმებს არ გავუფრთხილებივართ, რომ ამდენი ნარკოზისა და გამაყუჩებლების ფონზე შესაძლოა, უცნაური ქცევები ჰქონოდა. ასაკიც კი არ ახსოვდა თავისი. სამი შვილი მყავს და დედმამიშვილების რაოდენობაც კი არ ახსოვდა. სხვა სამყაროში ცხოვრობდა თითქოს. ასაკს რომ ვეკითხებოდი, ოცი წლის ვარო, ამბობდა. 23-ის ხარ-მეთქი და მერე გადათვალა, კი, 1996 წელს დავიბადე, ახლა 2020-ია (27 ოქტომბერსაა დაბადებული) და 23-ის გამოვდივარო. ახსოვდა თარიღები, მაგრამ არ ახსოვდა, რამდენი წლის იყო. ლევან რატიანმა ჰკითხა, სად სწავლობო? – „ჯავახიშვილშიო“. რომელ ფაკულტეტზეო? ისტორიულზეო. დავით აღმაშენებლის მეფობის წლები მითხარიო, უთხრა. გაეცინა ლევანს, – მოხსენით ამ გოგოს სისტემა და შინ გაუშვით, ეს უკვე კარგად არისო.

 

ხატია:

 

– კი არ მეშლებოდა, მინდა, რომ 20 წლის ვიყო და ქვეცნობიერი რასაც მეუბნებოდა, იმდენ წელს ვამბობდი. მაშინ მეგონა, რომ ინდოეთში ვცხოვრობდი და ჩემ გარშემო ყველა ინდოელი იყო. რატომ ვფიქრობდი ასე, არ ვიცი. რადგან გარშემო უამრავი უცხო ადამიანი მეხვია და ყველას სახელს ვერ ვიმახსოვრებდი, ერთი სახელი ამოვიჩემე და ყველას ანკას ვეძახდი, რადგან იოლად ვამბობდი ამ სახელს.

 

ლიკა:

 

– გადაეკიდა ერთ კომპანიას, სად მუშაობო, რომ ჰკითხავდნენ, „დერმაშიო“, ამბობდა. არა და, იქ არ უმუშავია არასოდეს. მის მეგობრებს რომ ვუთხარი, გაიღიმეს – სამივეს გვინდოდა იქ მუშაობა და ალბათ ეგ ახსოვსო. ექთნებზე ამბობდა, – ამათთან ერთად დავსეირნობ ხოლმეო. – რას ამბობ ხატია, ფეხზეც ვერ დგები როგორ დასეირნობო? ექთანმა უთხრა. – როგორ არა, ერთს მანქანა გყავთ და იმ მანქანით ვსეირნობთო. პირველად რომ ასეთ არაადეკვატურ პასუხებს გვცემდა, კლინიკიდან ტირილით წამოვედით მე და ჩემი მეუღლე. ვიფიქრეთ, რომ ფსიქიკური პრობლემები დაეწყო. თუმცა, ახლა ეგეც გამოსწორდა და უკვე ჩვეულებრივი ხატიაა, როგორიც ავარიამდე იყო.

 

10 დღის წინ ვიყავით შემოწმებაზე და იქ შევხვდით ერთ-ერთ გადარჩენილს, რომელიც პარიკით მოვიდა. თმის ბუდობრივი ცვენა დაწყებია და თავი გადაუპარსავს. ხატიასაც ჰქონდა ეგ პრობლემა, თმა სცვიოდა, ერთ ადგილზე საერთოდ მოუშიშვლდა, ახლაღა დაეწყო თმის ზრდა. როგორც ჩანს, შიშის ნიადაგზე მოხდა ეს.

 

ლევანი ექიმს რომ ვეკითხებოდით, ჰქონდა თუ არა მოტეხილი რამე, გვეუბნებოდა – ნუ მეკითხებით, ჯერ სიცოცხლის შენარჩუნებაზეა ლაპარაკიო. სადაც ვიწექით, იმავე კლინიკის ეზოში საქტემბერში გაიხსნა სარეაბილიტაციო ცენტრი. შინ რომ გამოვეწერეთ, ამის შემდეგ იქ ვიყავით ერთ კვირა და მაშინღა გავიგეთ, რომ მენჯის ძვალი სამ ადგილზე იყო მოტეხილი.

 

ლევან რატიანმა გვირჩია ამ სარეაბილიტაციო ცენტრში მისვლა, რადგან ხატიას გაუსაძლისი ტკივილი ჰქონდა, მენჯისა და ტერფის არეში და მხოლოდ მასაჟის დროს უჩერდებოდა ტკივილი, რაც იმას ნიშნავდა, რომ კუნთს უნდა ემოძრავა, ტკივილი რომ გაყუჩებოდა.

 

ამ ტკივილის ფონზე საჭმელზეც უარი თქვა და მედიკამენტებზეც. ლამის გაგვაგიჟა, ეს გადარჩენილი ბავშვი ხელში გვაკვდებოდა უჭმელობითა და უწამლობით. ლევანი ექიმი დღეში რამდენჯერმე გვირეკავდა და გვკითხულობდა. ერთ დილით შევჩივლე, არ ჭამს და საერთოდ დაუძლურდა-მეთქი. იმ დღეს ჩემი დის შვილები მოვიდნენ სტუმრად, კახეთიდან და გიორგიმ თამაშ-თამაშით აჭამა და წამლებიც დაალევინა. საღამოს ლევანმა ისევ დარეკა და გახარებულმა ვუთხარი, გიორგიმ აჭამა, როგორც იქნა-მეთქი. – არ გაუშვათ ეგ ბიჭი, დატოვეთ თქვენთანო. – პამიდორი აქვს დასაკრეფი და გასაყიდი, ვერ დარჩება-მეთქი და მე გავუყიდი მაგ პამიდორს, პირობას გაძლევთ, ოღონდ ეგ ბიჭი მანდ გყავდეთო.

 

ხატია:

 

– ისეთი ტკივილი მქონდა, ვეხვეწებოდი, ერთი თვე დამაძინეთ, რომ გავიღვიძო და აღარ მტკიოდეს-მეთქი. წუთი არ გასულა ისე, რომ ტკივილს ცოტა მაინც დაეკლო. მასაჟებმა და სარეაბილიტაციო ცენტრმა მიშველა და ტკივილმა მიკლო, შემდეგ კი მთლიანად გამიარა.

 

ლიკა:

 

– უზომოდ მადლობელი ვართ ლევანი ექიმის, საოცარი ადამიანია, ყველა პაციენტს ისე უყურებს, როგორც საკუთარ შვილს ან მშობელს. თავი აქვს გადადებული პაციენტებისთვის, კლინიკაშიც წესრიგი აქვს, გაკრიალებულია ყველაფერი და ყველა თანამშრომელი უსმენს და უჯერებს.

 

სარეაბილიტაციო ცენტრის მომსახურება საკმაოდ ძვირი ჯდება – 1 თვე 5 ათას ლარზე მეტი ღირს. ჩვენ არ გვქონდა ამის საშუალება და ისევ ლევანი ექიმი დაგვეხმარა, 1 კვირის დაფინანსება მოგვაპოვებინა და დანარჩენს ჩემს თავზე ვიღებო, გვითხრა. თუმცა, ერთი კვირის მეტი არ დავრჩენილვართ ცენტრში და აღარ დაგვჭირდა მისი დახმარება.

 

ერთხელ ლევანმა დამირეკა მითხრა, – თქვენ რომ ტელეფონზე გელაპარაკებოდით, ამ საუბარს ჩემი ძველი პაციენტი შესწრო, რომელიც ხატიაზე უფრო მძიმე მდგომარეობიდან გამოვიდა, ახლა კარგადაა, გამომკითხა ხატიას ამბავი და სურვილი გამოთქვა, რომ დაეხმაროსო. მეორე დღეს კონვერტში ჩადებული 1000 ლარი მოგვიტანა, შიგ იდო ფურცელიც, რომელზეც ეწერა: „ხატიას – ლევანის, მამუკასა და ლალისაგან“. – ამ ფულით რაც გულით გინდა, ის იყიდე, ექიმებში არ დახარჯოო. სიმართლე რომ გითხრათ, მე მგონი ეს ამბავი გამოიგონა იმისთის, რომ საჩუქარზე უარი არ გვეთქვა და ეს ფული თავად გაიღო ხატიასთვის. ცოტა ფული დაამატა და ხატიამ ლევანი ექიმის სახელზე თავისი ოცნების ტელეფონი იყიდა.

 

– ხატია, შენი მეხსიერება სად წყდება?

 

– საერთოდ არ მახსოვს 23 აგვისტო. წინა დღეც არ მახსოვდა, მაგრამ რომ გამახსენეს, როგორ ვემზადებოდით წასასვლელად, ყველაფრი ქრონოლოგიურად აღვიდგინე. ტრაგედიის დღეს ვერ ვიხსენებ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი დის ტელეფონში იმ დღეს გადაღბული ფოტოები ვნახე, არ მახსენდება არც ერთი მომენტი. რაღა თქმა უნდა, არც ავარიის მომენტი მახსოვს. ჩემი მეხსიერება გრძელდება სავადმყოფოს რეანიმაციიდან, სადაც თვალები რომ გავახილე, დავინახე დედა, მამა და ჩემი უმცროსი და – ლიზი და ვიკითხე, რატომ ვიყავი საავადმყოფოში და რატომ მტკიოდა სხეული, – ვინმე ხომ არ გავაბრაზე და მცემა-მეთქი? ვკითხულობდი.

 

ძალიან მაღიზიანებდა ის, რომ უცნაურ შეკითხვებს მისვამდნენ. რა მქვია, რამდენი წლის ვარ. ლევანი ექიმი დამანახვებდა 4 თითს და მეკითხებოდა, – ეს რამდენიაო? თურმე იმ ქვეყნიდან დავბრუნდი, სიკვდილს გამომგლიჯეს ხელიდან და ამხელა ტრავმების შემდეგ მამოწმებდნენ, მეხსიერება როგორი მქონდა, მე კი აზრზე არ ვიყავი.

 

მედეა რომ მოვიკითხე, მითხრეს, რომ მძიმედ იყო და სხვა კლინიკაში იწვა. დედა შავი კაბით არ მოდიოდა, რომ ვერ მივმხდარიყავი, რა ტრიალებდა ჩემს ოჯახში. მიფიქრია ხშირად, ნეტავ რამეს ხომ არ მიმალავენ-მეთქი, მაგრამ იმდენად არ მინდოდა დაჯერება, რომ მედეა გარდაიცვალა, სიმართლეს თვალს არ ვუსწორებდი. მდგომარეობიდან რომ გამოვედი, სწავლა გავაგრძელე. მოგეხსენებათ, ლექციები ონლაინ ტარდება და ვესწრები სახლიდან. პირველივე ლექციაზე ლექტორმა მომისამძიმრა და უკვე დავრწმუნდი, რომ და აღარ მყავდა. პანიკა დამეწყო, ამ დროს შინ მარტო ვიყავი და საშინელ მდგომარეობაში აღმოვჩნდი…

ლიკა:

– ძალიან გვეშინოდა ამ დღის, მაგრამ რაც ხატიამ სიმართლე გაიგო, თითქოს ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. მედეას გადამალული ფოტოც გამოვიტანეთ და გამოსაჩენ ადგილზე დავდგით, მეც ჭრელი კაბა გავიხადე და შავი ჩავიცვი. გლოვითაც კი ვერ ვგლოვობდი შვილს იმის გამო, რომ ხატიას ეჭვი არ აეღო რამეზე. კლინიკაში რომ ვიწექით, ტელეფონში კომედიის ჟანრის ფილმებს ვურთავდი, მეც მასთან ერთად ვიცინოდი, გული კი ცრემლითა და ტკივილით მისკდებოდა. დავიღალე მსახიობობით. ახლა ყველაფერი გაირკვა და თავის ადგილზე დადგა.

 

– ხატია, ვიცი, რომ მუშაობდი ავარიამდე…

 

– დიახ, ვმუშაობდი მერჩენდაიზერად და ჩემმა კომპანიამ ამ თვეების განმავლობაში ხელფასიც შემინარჩუნა და სამუშაო ადგილიც. ცოტა კიდევ მოვმაგრდები და ერთ თვეში ვაპირებ სამსახურში გასვლას. მადლობელი ვარ უზომოდ, რომ ასე ამომიდგნენ მხარში. არა მხოლოდ სამსახური, არამედ – უამრავი ადამიანი.

 

ლიკა:

 

– ჩვენი საუბრის დასასრულს, მინდა მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, ვინც ასე გგვგულშემატკივრობდა. ლევან რატიანს, ხატიას ექიმს, ნუნუ ლაბაძეს, მთელ მედპერსონალს და იმ ადამიანებს, ვინც თქვენ მიერ გამოქვეყნებული სტატიის მერე ხატიასთის ლოცულობდა. ამ ლოცვამ და სასწაულმა გადაარჩინა ჩემი შვილი, თორემ კლინიკაში მიყვანის პირველ დღეს ლევანი ექიმმა გვითხრა – სამწუხაროდ, ღმერთს ვერ ჩამოვიყვან ხატიას გადასარჩენადო. ამ ადამიანებმა ჩამოიყვანეს ღმერთი და გადამირჩინეს ხატია. მე კი ერთი წამითაც არ დამიშვია ჩემს გონებაში, რომ ხატიას რაიმე ცუდი დაემართებოდა, მტკიცედ მწამდა, რომ გამოძვრებოდა რთული სიტუაციიდან და ჩემთან მეყოლებოდა.

გაზიარება102

დაკავშირებული -პოსტები

რა ვითარებაა კურსებში – გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
მარტი 14, 2026
0
სტიქია სოფელ კურსებში – ფოტორეპორტაჟი
მთავარი

სოფელ კურსებში განვითარებულ მეწყრულ პროცესებტან დაკავშირებით გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს. "გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელი კურსებში რჩებიან და როგორც სტიქიის ზონაში, ისე მის მიმდებარე ტერიტორიებზე ადგილზე სწავლობენ...

დაწვრილებითDetails

“მძინარე ჩაცხრილეს ცოლის თვალწინ”- სასტიკი მკვლელობა დუშეთში

by თამარა ქავთარაძე
მარტი 14, 2026
0
“მძინარე ჩაცხრილეს ცოლის თვალწინ”- სასტიკი მკვლელობა დუშეთში
მთავარი

მკვლელები ადგილობრივები, დუშელები არიან - აკო გოგოლაური და ტარიელ ვერძეული. ამბობენ, რომ მკვლელებს და მოკლულს ადრე ჰქონდათ ერთმანეთში კონფლიქტი, ოღონდ, რას უკავშირდება არ ვიცით. მეგობრები ყოფილან და რას უკავშირდება დაპირისპირება,...

დაწვრილებითDetails

ერთი პატარა საოცრად თბილი და სიყვარულით სავსე მეგობარი მყავდა – გარდაიცვალა სკოლის მოსწავლე

by მეგა TV
მარტი 14, 2026
0
ერთი პატარა საოცრად თბილი და სიყვარულით სავსე მეგობარი მყავდა – გარდაიცვალა სკოლის მოსწავლე
მთავარი

106-ე სკოლა სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. გარდაიცვალა მე-8 კლასელი ნინო ჯიხაია. როგორც ცნობილია გოგონა სიმსივნეს ებრძოდა. "უდიდესი ტკივილითა და სევდით ვემშვიდობებით ჩვენი სკოლის მე-8 კლასის გამორჩეულ მოსწავლეს – ნინო...

დაწვრილებითDetails

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

by თამარა ქავთარაძე
მარტი 14, 2026
0
თოვლი, ძლიერი ქარი, შტორმი- სინოპტიკოსები ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს. „15 მარტს კოლხეთის დაბლობზე და ზემო იმერეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელია აღმოსავლეთის ძლიერი ქარი, დროგამოშვებით 25-28 მ/წმ-მდე გაძლიერებით. 16 მარტს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია ნალექი, მაღალმთიან...

დაწვრილებითDetails

სტიქია სოფელ კურსებში – ფოტორეპორტაჟი

by მეგა TV
მარტი 14, 2026
0
სტიქია სოფელ კურსებში – ფოტორეპორტაჟი
მთავარი

საერთოდ სხვა რეალობაა დღეს, უარესი სიტუაციაა - წერს სოციალურ ქსელში მარიამ ბეროძე და სოფელ კურსებში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს. მარიამ ბეროძე ერთ-ერთია იმათგან, ვის ოჯახსაც სტიქიის გამო საკუთარი სახლის დატოვება მოუწია....

დაწვრილებითDetails

რუსთავში 2 არასრულწლოვანი დაჭრეს

by თამარა ქავთარაძე
მარტი 14, 2026
0
“მეზობლებს ხშირად ესმოდათ კივილისა და ბავშვის ტირილის ხმა…” – დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის შვილს თავი მოკვეთა (უცხოეთი)
მთავარი

რუსთავში 2 არასრულწლოვანი დაჭრეს – ინფორმაციას ინფო რუსთავი ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევას წინ არასრულწლოვანებს შორის კამათი უძღოდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაპირისპირება 22-ე სკოლის ეზოს ტერიტორიაზე მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო...

დაწვრილებითDetails

ანტიდოპინგური წესების დარღვევისთვის სანქცირებულია ექვსი ქართველი რაგბისტი

by თამარა ქავთარაძე
მარტი 14, 2026
0
დღეს, ბორჯღალოსნები შვეიცარიის ნაკრებს დაუპირისპირდება
მთავარი

World Rugby-ისა და World Anti-Doping Agency-ის (WADA) ერთობლივი მასშტაბური გამოძიების შედეგად დადასტურდა, რომ საქართველოს კაცთა ეროვნული 15-კაცა ნაკრების ექვსმა მოთამაშემ და გუნდის მხარდაჭერის პერსონალის ერთმა წევრმა ანტიდოპინგის წესები დაარღვია. გამოძიება...

დაწვრილებითDetails

“ჯერ სად ხართ, ერთმანეთსაც მალე დაჭამთ!!!”- გიგა ავალიანის დედა მიმართვას ავრცელებს

by თამარა ქავთარაძე
მარტი 14, 2026
0
“ჯერ სად ხართ, ერთმანეთსაც მალე დაჭამთ!!!”- გიგა ავალიანის დედა მიმართვას ავრცელებს
მთავარი

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს: არის ბევრი სიახლე, ფარული მოსასმენები დაუყენებიათ ყველასთან, მათ შორის ციხეშიც, საქმე 30 ტომამდე შეივსო. თუმცა, მე ჯერ ბოლო 5...

დაწვრილებითDetails

შურისძიების მოტივით, განსაკუთრებული სისასტიკით- დაკავებულია 2 პირი

by თამარა ქავთარაძე
მარტი 14, 2026
0
ტეხასში პატიმრობა მიუსაჯეს დედას, რომელმაც 8 წლის შვილი მოკლა
მთავარი

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 10 მარტს, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაგაში, ბრალდებულებმა შურისძიების მოტივით, განსაკუთრებული სისასტიკით, დაზარალებულს მეუღლის თანდასწრებით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობა მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან...

დაწვრილებითDetails

ცნობილია პედაგოგის ვინაობა, რომლის ცხედარიც გუშინ იპოვეს

by მეგა TV
მარტი 14, 2026
0
ცნობილია პედაგოგის ვინაობა, რომლის ცხედარიც გუშინ იპოვეს
მთავარი

ტა­ბახ­მე­ლა­ში გუ­შინ სკო­ლის პე­და­გო­გის ცხე­და­რი იპო­ვეს. ქალს სა­ვა­რა­უ­დოდ, ია­რა­ღით აქვს ჭრი­ლო­ბა მი­ყე­ნე­ბუ­ლი. ის ერთ-ერთ კერ­ძო სკო­ლის პე­და­გო­გი იყო. ად­გილ­ზე ნა­ხეს ქა­ლის ავ­ტო­მო­ბი­ლიც, სა­დაც მისი ცხე­და­რი იყო ნა­პოვ­ნი. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ქა­ლის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"