LIVE TV
კვირა, ნოემბერი 29, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

კადეტთა სამხედრო ლიცეუმს ახალი დირექტორი ჰყავს

დაპოსტა 2020/11/07-ში
136
ნახვა
გაზიარება
5 ნოემბრიდან კადეტთა სამხედრო ლიცეუმის ხელმძღვანელად ვიცე-პოლკოვნიკი მალხაზ გოლეთიანი დაინიშნა. ბატონი მალხაზი საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ წარადგინა.
„მადლობა სამეთაურო რგოლს გამოცხადებული ნდობისათვის. ვარ მაქსიმალისტი და მაღალი მოტივაციით მოსული, რათა ამ წარმატებულ სასწავლებელს კიდევ უფრო მეტი წარმატება მოვუტანო. საპასუხისმგებლოა ხელმძღვანელობდე ლიცეუმს, სადაც იზრდება თავდაცვის ძალების მომავალი თაობა, რომელმაც უნდა შექმნას ნატოს სტანდარტებთან თავსებადი გარემო.“- განაცხადა ვიცე-პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა.
ვიცე-პოლკოვნიკი მალხაზ გოლეთიანი საქართველოს თავდაცვის ძალებში 2002 წლიდან მსახურობს. ამ პერიოდის განმავლობაში ის იკავებდა მე-3 ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის შტაბის უფროსის, „ნატო“-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) შტაბის ანალიზის განყოფილების ოფიცრისა და პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის მეთაურის თანამდებობებს. მონაწილეობა აქვს მინაღები ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“, საფრანგეთში სამთო სკოლების საერთაშორისო ასოციაციის მისიაში და სხვა მნიშვნელოვან საერთაშორისო თუ ადგილობრივ კონფერენციებში. გავლილი აქვს საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიისა და თურქეთის არმიის სახმელეთო ჯარების ქვეითთა სკოლის ოფიცრის ძირითადი კურსი. ასევე, ლიტვის სამხედრო აკადემიის კაპიტნის საკარიერო კურსი და ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯი. აქვს მაგისტრის ხარისხი. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიღებული აქვს არაერთი ჯილდო. მათ შორის მედლები: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისთვის I, II და III ხარისხის მედლები, მედალი „სამშობლოსათვის თავდადებული“ , მედალი სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისათვის და მედალი „დიდგორის ჯვარი“.
კადეტთა სამხედრო ლიცეუმს დაარსებიდან 2017 წლამდე ხელმძღვანელობდა პოლკოვნიკი ალექსი კეკელია, 2017 წლიდან 2020 წლამდე კი პოლკოვნიკი შალვა ძინძიბაძე.
თეგები: ვიცე-პოლკოვნიკი მალხაზ გოლეთიანიკადეტთა სამხედრო ლიცეუმიკადეტთა სამხედრო ლიცეუმს ახალი დირექტორი ჰყავს
გაზიარება54

დაკავშირებული -პოსტები

ცნობილია ქობულეთში გარდაცვლილი პოლიციელის ვინაობა

ნოემბერი 28, 2026
0
მთავარი

ქობულეთში, პოლიციელი გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა სოფელ მუხაესტატეში მოხდა. 25 წლამდე კაცი კრიმინალურ პოლიციაში იყო დასაქმებული. მეგა tv-ს ინფორმაციით დაღუპული ახალგაზრდა გიგა მესხიძეა. ახლობლები სოციალურ ქსელში სამძიმრის პოსტებს ავრცელებენ : გიგა...

დაწვრილებითDetails

” პუტინის მიზანი ჩვენი სრული განადგურებაა” – ვოლოდიმირ ზელენსკი

ნოემბერი 28, 2026
0
მთავარი

პუტინის მიზანი ჩვენი სრული განადგურებაა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა. „თავიდანვე, მისი მიზანი ჩვენი ოკუპაცია იყო. კითხვა იმაში მდგომარეობს, თუ როგორ შევაჩეროთ პუტინი. ცოტათი მაინც...

დაწვრილებითDetails

“სამართლიანობასა და პასუხისგებას მოვითხოვთ” – პოლონელი ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა

ნოემბერი 28, 2026
0
მთავარი

თავისუფლების, დემოკრატიისა და ევროპისთვის ბრძოლაში საქართველოს მოქალაქეების გვერდით ვდგავარ, - ამის შესახებ პოლონელი ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა სოციალურ ქსელში წერს. კშიშტოფ ბრეიზას განცხადებით, დღეს „სიმამაცის, სიმტკიცისა და საქართველოს ევროპული მომავლისთვის ურყევი...

დაწვრილებითDetails

“აღარ არის ლაპარაკის დრო, ახლა მოქმედების დროა ” – ლაშა ფარულავა

ნოემბერი 28, 2026
0
მთავარი

ბიძინა ივანიშვილმა დაპირისპირება დაიწყო ჩვენს სასულიერო პირებთან, ეკლესიასთან, რადგან ეს ქვეყანა უნდა, რომ კაზინოდ და ტოტალიზატორად აქციოს და ფსონის სახით დადოს ჩვენი მომავალი, ამიტომ ჩვენ მას დღეს უარი უნდა ვუთხრათ,...

დაწვრილებითDetails

მიტროპოლიტი აბრაამი საქართველოში ჩამოასვენეს

ნოემბერი 28, 2026
0
მთავარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრი, დასავლეთ ევროპის ეპარქიის მმართველი, მიტროპოლიტი აბრაამი (გარმელია) თბილისში ჩამოასვენეს. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. მიტროპოლიტ აბრაამს 15:00 საათზე სიონის საპატრიარქო ტაძარში...

დაწვრილებითDetails

ქობულეთში პოლიციელი გარდაცვლილი იპოვეს

ნოემბერი 28, 2026
0
მთავარი

ქობულეთში პოლიციელი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს და წერს, რომ 25 წლამდე კაცი კრიმინალურ პოლიციაში იყო დასაქმებული. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით...

დაწვრილებითDetails

პროკურატურა ინფომარაციას ავრცელებს

ნოემბერი 28, 2026
0
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება ახლდა, ერთი პირი დააკავა. როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ბრალდებული სახელმწიფოს კუთვნილ მიწაზე მოწყობილ 11 248 კვ.მ....

დაწვრილებითDetails

დღეს შობის მარხვა დაიწყო

ნოემბერი 28, 2026
0
მთავარი

2026–2027 წლების შობის მარხვა 28 ნოემბერს დაიწყება და 6 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. 40-დღიანი მარხვის პერიოდში მართლმადიდებელი ქრისტიანები ქრისტესშობის დღესასწაულისთვის ემზადებიან. ეს დრო მხოლოდ საკვებზე შეზღუდვებს არ გულისხმობს - მარხვა ასევე...

დაწვრილებითDetails

სასამართლომ ზუგდიდის დადიანების სასახლის ყოფილი დირექტორის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო

ნოემბერი 28, 2026
0
მთავარი

ზუგდიდის დადიანების სასახლის ყოფილი დირექტორი, რომელიც, რამდენიმე დღის წინ ნარკოტიკული საშუალების შენახვა-შეძენის ბრალდებით დააკავეს, აღკვეთ ღონისძიებაზე ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ იმსჯელა. შსს-ს ცნობით,აღნიშნული პირი რამდენიმე დღის წინ არის დაკავებული სამართალდამცველების მიერ...

დაწვრილებითDetails

” USAID-ი პირდაპირ იყო ჩართული საქართველოში რევოლუციური პროცესების წახალისებაში” – ირაკლი კობახიძე

ნოემბერი 28, 2026
0
მთავარი

USAID-ი პირდაპირ იყო ჩართული საქართველოში რევოლუციური პროცესების წახალისებაში, ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციაზე თავდასხმაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ამას კიდევ ერთხელ მოეფინა ნათელი იმ...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».