გენრალმა დევი ჭანკოტაძემ გადაცემა “დღის სტუმარში” ერთ-ერთი იმ პირს ვინაობა დაასახელა, რომელსაც მასთან ერთად ირაკლი კობახიძე სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს.
ჭანკოტაძის თქმით, კაკო ნოზაძე უპატიოსნესი და მშრომელი ადამიანია, რომელიც ტაქსისტად მუშაობს, რათა ოჯახი სიღარიბისგან გადაარჩინოს.
“ეს ადამიანი არის კაკო ნოზაძე, უპატიოსნესი ადამიანი, რომელიც გუშინ ჩემთან მოვიდა, რომელიც დღე და ღამე შრომობს, ტაქსისტია, და ამ კაცს რომელსაც ღამეები არ სძინავს, რომ გადაარჩინოს თავისი ოჯახი, აბრალებენ სახელმწიფო გადატრიალებას.” – თქვა დევი ჭანკოტაძემ.
ინფორმაციას newpost.ge ავრცელებს










