”ხმების ქურდებო”, ”მონებო” – ამ შეძახილებით ქუთაისის 59-ე საარჩევნო ოლქიის კომიის შენობის წინ აქცია გაიმართა.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და მათი მხრდამჭერები აცხადებდნენ რომ ”არჩევნები ოპარულია”. ისინი აპროტესტებენ ქუთაისში მეორე ტურის გამოცხადებას და არჩევნების ხელახლა ჩატარებას მოითხოვენ.
ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომიის შენობასთან შეკრებილი იყვნენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, ევროპული საქართველოს, სტრატეგია აღმაშენებლის, ლეიბორისტებისა და ლელოს წარმომადგენლები.
აქციის მსვლელობისას ფიზიკური პროტესტანტებსა და პოლიციას შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეებმა ჯერ შენობაში შესვლა, შემდეგ კი გზის გადაკეტვა სცადეს, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცავებმა არ მისცეს.
საპროტესტო აქცია, რომელიც 18:30 საათზე დაიწყო 22:00 საათამდე ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.









