ქუთაისში 74 საარჩევნო უბანზე დაპირისპირება იყო. საჩივარი ”ლელოს” დამკვირვებელმა დაწერა. როგორც ის აღნიშნავს უბანზე კენჭისყრა 15 წუთით შეჩერდა, ეს გადაწყვეტილება უბნის თავმჯდომარემ დეზინფექციის ჩატარების მიზნის მიიღო. როგორც დამკვირვებელი ამბობს ის და ყველა გარეთ გამოიყვანეს. მათთვის უცნობია რა ხდებოდა ამ დროს უბნის ტერიტორიაზე და ვის ჰქონდა საარჩევნი ყუთთან შეხება. დამკვირვებელმა საჩივარი უკვე დაწერა. უბნის თავმჯდომარის განცხადებით კი მათ კენჭისყრა არ შეუწყვეტიათ და მხოლოდ 2-3 წუთის განმავლობაში, მაშინ როდესაც ხალხის ნაკადი მცირე იყო უბნის დეზინფექცია ჩაატარეს.
თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი დაიხრჩო
თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი დაიხრჩო. ამის შესახებ ინფორმაციას MarneuliNews.ge ავრცელლებს. მედიის ცნობით, შემთხვევა გუშინ მოხდა. გარდაცვლილი უმუდ სოფიევია, ის გარდაბანის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარის მკვიდრი იყო. თანასოფლელების ინფორმაციით,...










