12 საათის მონაცემებით ქუთაისში ხმა 25 391 ამომრჩეველმა მისცა, რაც 16,38 %-ია. გასულ საპარლამენტო არჩევნებზე ამავე დროის აქტივობა 14,4 % იყო.
ამ დროისთვის ქუთაისის 59-საოლქო საარჩევნო კომისიაში 2 საჩივარია შესული. საჩივრები პროცედურული ხასიათისაა – ინფორმაციას ქუთაისის 59-ე საარჩევნო ოლქი ავრცელებს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“-ს მონაცემებით ქუთაისში გამოვლენილი დაღღვევებია
08:23 – ქუთაისი 59-ე საოლქო კომისიის #7 საარჩევნო უბანზე არ უკეთიათ პირბადე, რაც საჩივრით გავაპროტესტეთ.
08:00 – ქუთაისის 59-ე საოლქო კომისიის #116 საარჩევნო უბანზე დაირღვა კენჭისყრის პროცედურა. დაიწერა საჩივარი.