”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის მერობის კანდიდატმა გრიგოლ შუშანიამ თავისი არჩევანი 117-ე უბანზე, 23-ე საბავშვო ბაღის შენობაშო დააფიქსირა. ”ხმა მივეცი 8 წლიანი უბედურების დასრულებას, კანონს ქუთაისის განსაკუთრებული სტატუსის შესახებ, ხმა მივეცი ჩვენი შვილების კეთილდღეობას, მომავალს, იმას რომ საქართველო იყოს მდიდარი ქვეყანა, იმას რომ ჩვენი შვილები არ იზრდებოდნენ მშობლების გარეშე და ჩვენს შვილებს არ უხდებიდეთ ჩვენი ქალაქის დატოვება” – განაცხადა გრიგოლ შუშანიამ.
თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი დაიხრჩო
თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი დაიხრჩო. ამის შესახებ ინფორმაციას MarneuliNews.ge ავრცელლებს. მედიის ცნობით, შემთხვევა გუშინ მოხდა. გარდაცვლილი უმუდ სოფიევია, ის გარდაბანის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარის მკვიდრი იყო. თანასოფლელების ინფორმაციით,...










