ქუთაისის #59-ე ოლქში არსებული ყველა უბანი 08:00 საათზე გაიხსნა. საარჩევნო ოლქის თავმჯდომარის მოადგილის ინფორმაციით, საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
გელა თუთბერიძის თქმით, რამე სერიოზულ დარღვევას ადგილი ჯერჯერობით არ ჰქონია. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას 41-ე უბანზე არსებულ დარღვევასთან დაკავშირებით, საოლქოში ჯერჯერობით ინფორმაციას არ ფლობენ.
2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისათვის ქუთაისის 59-ე საარჩევნო ოლქში 130 საარჩევნო უბანია გახსნილი, მათ შორის 7 სპეცუბანია. ერთი სპეციალური უბანი ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ფუნქციონირებს, ხოლო დანარჩენი 6 უბანი ( ე.წ. კოვიდუბნები), რომლებიც კოვიდინფიცირებულებსა და თვითიზოლაციაში მყოფ პირებს მოემსახურებიან, ქალაქის სხვადასხვა საჯარო სკოლაშია განთავსებული.
საპარლამენტო არჩევნებისთვის ქუთაისში 156 277 ამომრჩეველია რეგისტრირებული. რაც შეეხება კანდიდატებს, ქალაქის მერობისთვის 8, ხოლო მაჟორიტარობისთვის 22 კანდიდატი იბრძვის.










