დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა 50% 30-დან 59 წლამდე ასაკისაა და მათი რაოდენობა 16 174-ს შეადგენს. რაც შეეხება კორონავირუსით გარდაცვლილ პირებს, გამყრელიძის განცხადებით, გარდაცვლილთა უმეტესობა 70 წელს ზემოთ ასაკობრივ კატეგორიაშია.
„ბოლო მონაცემებით, 32 000 ინფიცირებულიდან ასაკობრივი სტრუქტურა ასეთია: 0-დან 1 წლამდე ჩვენ გვყავს ინფიცირებულთა 1%, ანუ 433 ბავშვი, 2-დან 18 წლამდე- 13% ანუ 4058 ინფიცირებული, 19-დან 29 წლამდე 16% – 5000 ინფიცირებული, ყველაზე დიდი ჯგუფი კი გახლავთ 30-დან 59 წლამდე – 50% ანუ 16 174 ინფიცირებული, 60-დან 79 წლამდე -18%, 80 წელს ზემოთ კი – 2%.
რაც შეეხება სიკვდილიანობას, გარდაცვლილების 15% არის 60 წელს ქვემოთ, გარდაცვლილთა 30% არის 60-70 წლის ასაკში, ხოლო 70 წელს ზემოთ ასაკობრივ კატეგორიაში – 53, 4%“, – განაცხადა გამყრელიძემ.










