ზუგდიდის ცენტრში “საქართველოს ბანკზე” სავარაუდო თავდამსხმელის ბადრი ესებუას ძმის განცხადებით, მისი ძმა თბილისში სამკურნალოდ იმყოფება და მედიის კითხვებს თავად გასცემს პასუხს.
ძმის განცხადებით, სავარაუდო დამნაშავე დაახლოებით 1 კვირის წინ წავიდა დედაქალაქში.
“ჩემი ძმა მოვა ხვალ, სავარაუდოდ. თვითონ გააკეთებს მერე დანარჩენ კომენტარს. არ ვიცი ზუსტად სად იყო 21-ში, მაგრამ მსგავსებაც არანაირი არ არის, სიმაღლეში და ტანადაც სხვა აღნაგობა არის. თბილისში სამკურნალოდ არის, ორშაბათს თუ სამშაბათს წავიდა, არ მახსოვს ზუსტად,” – განაცხადა ბადრი ესებუას ძმამ.
მეექვსე დღეა, შინაგან საქმეთა სამინისტრო ზუგდიდის ცენტრში “საქართველოს ბანკზე” თავდამსხმელს ეძებს. პარალელურად, მედიაში ძებნილის სავარაუდო ვინაობა დასახელდა. მედიის ცნობით, პირი, რომელიც ბანკში შეიჭრა, ბადრი ესებუაა.









