„ინფო რუსთავს” ერთ-ერთმა მომხმარებელმა მიაწოდა ვიდეო, რომელშიც ასახულია, როგორ იყენებს კომპანია „ინტერტრანსის” ვარკეთილის სამარშრუტო ხაზის მძღოლი მობილურ ტელეფონს სატრანსპორტო საშუალების მართვის დროს.
კადრებში, რომელიც საინფორმაციო სააგნეტოს ერთ-ერთმა რუსთაველმა გაუგზავნა, ნათლად ჩანს, რომ მძღოლი, რომელსაც ათობით მგზავრი გადაჰყავს, პარალელურ რეჟიმში Facebook-ს „სქროლავს”.
„დაგვეხმარეთ. ინტერტრანსს იქნებ თქვენგან მაინც დაუკავშირდეთ და ამ მკვლელ მძღოლებს რამე მოუხერხონ. გთხოვთ გამოაქვეყნეთ ეს ვიდეო”, – წერს მგზავრი.
საკითხთან დაკავშირებით კომენტარისთვის საინფორმაციო სააგენტო კომპანია „ინტერტრანსს” დაუკავშირდა. კომპანიაში აცხადებენ, რომ აღნიშნულის გამო მძღოლს ერთი კვირით სატრნასპორტო საშუალების მართვა შეეზღუდება , ფაქტის განმეორებით დაფიქსირების შემთხვევაში კი შესაძლოა მძღოლთან კომპანიამ ხელშეკრულება გაწყვიტოს.










